ქისტური დიალექტის ფონეტიკური თავისებურებები

ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას, რომელიც ქისტურ დიალექტს განასხვავებს ჩეჩნურ სალიტერატურო ენასა და დანარჩენი კილოკავებისაგან, არის ქართულიდან ნასესხები ლექსიკა. სალიტერატურო ენასაგან მოწყვეტილი ქისტური დიალექტი საუკუნენახევარზე მეტია, რაც ქართული ენის გარემოცვაშია. ამ პერიოდის განმავლობაში ქისტურში გაჩნდა მრავალრიცხოვანი ქართული სიტყვა საზოგადოების ყოფაცხოვრების ყველა დარგში.
გარდა ამისა, ნასესხები ლექსიკის ამ ფენაში არის ე. წ. ინტერნაციონალური ლექსიკა. შენიშნულია, რომ ქართულში ასეთი სიტყვები წარმოდგენილია იბერიულ-კავკასიურ ენათათვის დამახასიათებელი, ამ ენათათვის სპეციფიკური მკვეთრი თანხმოვნებით. ჩეჩნურ სალიტერატურო ენაში ლექსიკის იგივე ფენანასესხებია რუსული
ენიდან, რომელსაც მკვეთრი ბგერები არა აქვს. ამის გამოა, რომ ჩეჩნურ წერასა და მეტყველებაში ასეთი ბგერები არ განსხვავდება რუსულისაგან.
მაშასადამე, ინტერნაციონალური ლექსიკა ქისტურში წარმოდგენილია ქართული, ხოლო ჩეჩნურში (ჩეჩნური ენის ყველა დიალექტში) _ რუსული წარმოთქმის მიხედვით. შდრ.:
ჩეჩნური სალ. ენა –  ქისტური
უნივერსითეთ –  უნივერსიტეტ “უნივერსიტეტი”
ქომისი –  კომისიე “კომისია”
ინსთითუთ –  ინსტიტუტ “ინსტიტუტი”
ჶაქულთეთ – ფაკულტეტ “ფაკულტეტი”
ფალთუო – პალტ  “პალტო”
ქლასს –  კლას “კლასი” და ა. შ.
 
ჯერ ერთი, აღნიშნული სპეციფიკის გამო და, მეორე, ქართულიდან ნასესხები სხვადასხვა დარგის დიდძალი ლექსიკით ქისტური დიალექტი მკვეთრად უპირისპირდება ჩეჩნური ენის ყველა დანარჩენ დიალექტს. ქისტურ დიალექტში ხმოვანთა სისტემა არც რაოდენობრივად, არც თვისებრივად არ განსხვავდება სალიტ. ენის ხმოვანთა სისტემისაგან.
მართალია, ქისტურში ოა დიფთონგი არსებობს, მაგრამ მას ქისტურში არა აქვს ფონემური ღირებულება. იგი მიღებულია ა ხმოვნისაგან მომდევნო მარცვლის ო ხმოვნის გავლენის გავლენით.
შდრ.: ინფ. ახქ(ა)  “ბარვა”
აწმ. ოხქ(ე)  (I და II პირი)
ოახქ(ო)  (III პირი) “ბარავს”…
ანალოგიურ შემთხვევებში ოა დიფთონგის შეცვლით ო-თი სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება. ზოგი მკვლევარი (მაგ. დ. იმნაიშვილი)
აღნიშნულ დიფთონგს ადასტურებს ჩეჩნურში, ზოგი კი, მაგ. ი. ალიროევი (ალიროევი, 1963, 9), მის არსებობას უარყოფს ჩეჩნური ენის დიალექტებში, მათ შორის ქისტურსა და სალიტ. ენაშიც. თავის მხრივ, ოა დიფთონგი
ფართოდ არის წარმოდგენილი ინგუშურ ენაში. სალიტერატურო ენის ø (უმლაუტიანი ა) ხმოვანს ზოგ შემთხვევაში თავკიდურ პოზიციაში ქისტურში შეესატყვისება
ე ||  ხმოვნები. შდრ.:
სალ. ენა – ქისტური
ეარზუ –  ეერძ “არწივი”
ეართ – ერთ “ჩლუნგი”
ეარგა - ეერჰიგ “მკვახე”
მაგრამ:
ეაშქალ – ჵეაშქალ| ჵეაშქელ “აქანდაზი”…
ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი ფორმა, როგორიცაა:
ეახქე – ახქ(ა) “ზაფხული”
მაგრამ:
ეარხა – ეარჰეხ “ჭირვეული”
ჩეჩნურ ოუ დიფთონგს ქისტურში კანონზონიერად შეესატყვისება აუ, წერს ი. ალიროევი (ალიროევი, 1963, 10). ეს მართლაც ასეა ქისტური დიალექტის მაისთურ კილოკავში, მაგრამ ხილდიხაროულში კანონზომიერია ოუ.
შდრ.:
სალ. ენა – მაისთური –  ხილდიხაროული
ოულა – აულა - ოულა
ყოულა – ყაულ(ა) – ყოულ(ა)
ყოუსა – ყაუს(ა) – ყოუს(ა)
ხოუხა – ხაუხ(ა) – ხოუხ(ა)…
სალიტერატურო ენის ა დიფთონგს ქისტურში შეესატყვისება ე. ეს შესატყვისობაც შენიშნული აქვს ი. ალიროევს.
შდრ., მაგალითად:
აფ – ეფ “დეფექტი, ზადი”
ბა – ბე “მდელო”
ფადა – ფედ “ხეირი, სარგებელი, სარფა”…
ი. ალიროევის დაკვირვებით, ამ რიგის ზოგი მაგალითი ქისტურსა და სალ. ენაში არ განსხვავდება. ა დიფთონგი იქმნება მორფემათა ზღვარზეც. კერძოდ, -ა სავრცობიანი ზმნის ფუძეზე -ით ფორმანტის დართვით: ა+ი > ა > ი >; ეს მოვლენა კანონზომიერია სალ. ენისათვის. აღნიშნული დიფთონგის სამი სახეობა გვაქვს ქისტურში. ასე,მაგალითად:
ხილდიხაროულ კილოკავში ამოსავალი ვითარება დასტურდება, მაისთურში ე გვაქვს (ნაწილობრივი რეგრესული ასიმილაცია), ხოლო ჯოყოლოურში სალიტ. ენის იდენტური ფონეტიკური პროცესი ამოქმედდა, რომელიც ზოგ შემთხვევაში უფრო შორს არის წასული _ დიფთონგი გამარტივებულია: ი || ი.
შდრ.: ინფ. ლ-ა “თქმა”, საც-ა “გაჩერება”, მალ-ა “დალევა”…
სალიტ. ენა: ლთა, საცთა, მალთა
ქისტური:
1. ლათ (ხილდ.)
2. ლეთ (მაისთ.)
3. ლით || ლით (ჯოყოლოური)
აღნიშნული ფორმანტი ზმნის კაუზატიურ ფორმათა მაწარმოებელია, ასეთი ფორმები კი ყველა ზმნისაგან იწარმოება (გამონაკლისია დ-უ “არის” ზმნა).
ი. ალიროევს შენიშნული აქვს, რომ სიტყვათა ერთ ჯგუფში სალიტ. ენის უო დიფთონგს ქისტურში შეესატყვისება უა. ამ მოვლენას ფონეტიკური საფუძველიც ჰქონია. როგორც იგი აღნიშნავს, ასეთი ბგერათშესატყვისობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული დიფთონგი მოსდევს წყვილბაგისმიერ მ, ბ. ვ-ს და ხშულ დ, ქ ბგერებს. შდრ.:
სალიტ. ენა – ქისტური
მუოხ – მუახ “ქარი”
ბუორც – ბუარც “ფეტვი”
დუოგ – დუაგ “გული”
ქუოჩ – ქუაჩ “კაბა”
ვუორჰ – ვუარჰ “შვიდი”…
ათიოდე სიტყვის ბოლოკიდურ პოზიციაში სალიტ. ენაში შენარჩუნებულია სახელის ფუძისეული თანხმოვანი -ნ, რომელიც ქისტურში მოკვეცილია. მაშასადამე, ჯერ მოხდა მისი დასუსტება და წინა ხმოვნის ნაზალიზაცია, შემდეგ კი ხმოვანმა ნაზალობაც დაკარგა. ამ რიგის სახელები ერთმარცვლიანია. შდრ.:
სალიტ. ენა ქისტური დიალ.
ბენ – ბჵე “ბუდე”
დინ – დი “ცხენი, ბედაური”
ლან – ლა “ნალი”
ფენ – ფე “კედელი”…
გარდა ამისა, აუსლაუტში ქისტურში მოკვეცილია არამარტო ინფინიტივის მაწარმოებელი -ნ ფორმანტი, არამედ ფუძის მომდევნო ხმოვანიც. შდრ.:
ქისტური: სალიტ. ენა
ლალლ – ლალლ-ა “გაგდება”
საც – საც-ა “გაჩერება”
ლახ – ლახ-ა “ძებნა”
თუოხ – თუოხ-ა “დარტყმა”…
ზოგი ფონეტიკური მოვლენა თავს იჩენს სახელთა ბრუნებაშიც. მაგალითად, მიცემითი ბრუნვის –ნა ფორმანტის ხმოვნითი ნაწილი ქისტურში მოკვეცილია. ზოგადად, ქისტურში ორ და მეტმარცვლიან სიტყვებში აუსლაუტისეული ხმოვანი მოკვეცილია. აუსლაუტში ძალიან სუსტია ხმოვნის პოზიცია სალიტ. ენაშიც.
შდრ.:
სალიტ. ენა – ქისტური დიალ.
ვუორდ-ა-ნა –  ვუორდ-ან-ნ “ურემს”
სთაგ-ა-ნა – საგ-ან-ნ “კაცს”
კანთ-ა-ნა – კანთ-ან-ნ “ბიჭს”…
ამავე პოზიციაში ქისტურში ა ხმოვანი მოკვეცილია თანაობით ბრუნვაშიც:
ვუორდ-ა-ცა – ვუორდ-ან-ც||ვორდ-ონ-ც “ურმით”
სთაგ-ა-ცა –  საგ-ა-ც “კაცით”…
მოვიყვანოთ ქისტურში ა-ს მოკვეც
ის სხვა შემთხვევებიც. მაგალითად:
დიქჩუნნა – დიქჩუანნ “კარგს”
ხაზაჩუნნა – ხაზჩუანნ “ლამაზს”
ვუოჩუნნა – ვუოჩუანნ “ცუდს”…
ქისტურში იკვეცება აბსტრაქტულ სახელთა მაწარმოებელი ფორმანტის ხმოვნითი ნაწილიც:
დუათთაღალლა – დუათთაღალ “მეგობრობა”
ვაშალლა – ვოშალლ “ძმობა”
ლუოხალლა – ლოხალლ “სიდაბლე”…
სალიტ. ენის უჲ დიფთონგიან სახელებში აღნიშნული დიფთონგი მაისთურში იცვლება უმლაუტიანი
უ -თი:
დუჲ –  დუ’ “ფიცი”
ნუჲ –  ნუ’ “ცოცხი”
ღუჲ - ღუ’ “ღერძი”…
ხილდიხაროულში აღნიშნული დიფთონგი უცვლელია. თვალში საცემია ქისტურში ანლაუტში ან მჟღერი თანხმოვნის შემდეგ  ჵ ბგერის გაჩენა, რაც სალიტ. ენისათვის უცხოა:
სალიტ. ენა  – ქისტური დიაკ.
ნააბ – ნჵააბ  “ძილი”
ბიენ – ბჵე “ბუდე”
მიელა – მჵელ “მოშვებული”
ბიოხა – ბჵიოხ “ჭუჭყიანი”
ეჩიგ – ჵეაშქ “რკინა”
არყალ – ჵარყალ “გულაღმა”…
ასეთია ის ძირითადი ფონეტიკური თავისებურებანი, რითაც ქისტური დიალექტი განსხვავდება სალიტერატურო ენისაგან.
 
როსტომ ფარეულიძე

Share

Leave a Reply