მერაბ ჩუხუა: იბერიულ – იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა

მერაბ ჩუხუა: იბერიულ – იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა

IBERO-ICHKERIAN COMPARATIVE GRAMMAR

СРАВНИТЕЛЬНАЯ ГРАММАТИКА КАРТВЕЛЬСКИХ И НАХСКИХ ЯЗЫКОВ

ერთი ჯგუფის ენათა ფონოლოგიური სისტემისა და ძირეული ლექსიკის რეკონსტრუქცია და გენეზისურად მონათესავე მეორე ჯგუფის ენათა ფუძე-ენის ანალოგიურ მონაცემებთან ერთად მათი ისტორიულ-შედარებითი ანალიზი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის, ენობრივი უნივერსალიებისა და ენის ისტო-რიის თვალსაზრისით.

წინამდებარე გამოკვლევა წარმოადგენს ლინგვისტურ კავკასიოლოგიაში ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის შექმნის პირველ სერიოზულ ცდას; იგი ეძღვნება საერთო იბერიულ-კავკასიური ფუძე-ენიდან მომდინარე (რესპ. გენეტიკუ-რად ურთიერთმონათესავე) ქართველური და ნახური ენების ფონოლოგიური სისტემებისა და საერთო ლექსიკური ფონდის ძირ-ფუძეთა სტრუქტურული მოდელების რეკონსტრუქციას.

მიღებული კვლევის შედეგები გამოადგებათ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების პრობლემატიკით დაინტერესებულ პირთ, პროტოიბერიული კულტურის ისტორიის სპეციალისტებს, პედაგოგებს _ იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი ფონეტიკისა და შედარებითი ლექსიკის, ენის ისტორიის სათანადო საკითხების სწავლებისას.

მონოგრაფია ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელოდ ასევე განკუთვნილია ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კავკასიოლოგიური მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

Share

Leave a Reply