ჩეჩნური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფს განეკუთვნება. “ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი” მოიცავს ჩეჩნური ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის 7200 სიტყვას.
თითოეულ ჩეჩნურ სიტყვას ახლავს მორფოლოგიური კვალიფიკაცია, ხოლო არსებით სახელსა და ზმნას-შესაბამისად ძირითად ბრუნვათა და დროთა ფორმები. ლექსიკონი გათვალისწინებულია კავკასიოლოგებისა და ჩეჩნური ენის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის.