დაკრძალვის ქისტური წესი

დაკრძ1დაკრძალვამდე გარდაცვლილს ჯერ ჩამოასვენებენ ეზოში და საერთო ლოცვას აღავლენენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ხოლო შემდეგ უკვე სასაფლაოზე ხდება ჩასვენებამდე კიდევ ერთი ლოცვა,რომელსაც ჰქვია ,,დოყ ლაამაზ.”(
გარდაცვლილის ლოცვა )
 
ლამაზ

ქისტებს არ აქვთ დამარხვის წესში კუბო,ეს ტრადიციულად ასე იყო და შემდგომ უკვე ისლამის გავრცელების შემდეგაც იგივე გაგრძელდა,რადგან ისლამური ტრადიციით დაკრძალვა ვაინახურის იდენტურია.
გარდაცვლილის დამარხვა ვაინახური ტრადიციის მიხედვით ხდება გარდაცვალებიდან მეორე დღეს,ხოლო ისლამური წესით იმავე დღეს,თუ ის მზის ჩასვლამდე მოესწრება.
პანკისში ქართულიდან შემოსული იყო ადრე 40-ის გადახდა,რომელიც ამჟამად უფრო და უფრო ნაკლებად ხდება და მივიწყებას ეცემა.
ასევე სუფრის გაშლაც ნელ-ნელა აღარ ხდება და ამის მაგივრად ხდება საქონლის დაკვლა და უმი ხორცის დარიგება გაჭირვებულებში.
ქისტური წესის მიხედვით,როცა გარდაცვლილს გაასვენებენ სახლიდან,მხოლოდ კაცები მიდიან სასაფლაოზე და ქალს ამ დროს მანდ მისვლის უფლება არ აქვს.
ქალები შემდეგ ( სხვა დღეებში ) მიდიან,როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, საფლავს ძირითადად ქალები უვლიან ხოლმე.
ადრე პანკისში არსებობდა წესი,როცა ერთ დღეს ყველა გადიოდა სასაფლაოზე თავიანთი მკვდრების საფლავებზე,მიჰქონდათ ტკბილეული და დაალაგებდნენ სასაფლაოს შესასვლელთან და არიგებდნენ.
ეს ქართული ტრადიციაა,რომელიც შემოვიდა პანკისში,თუმცა ამჟამად უკვე აღარ არის.

Share

Leave a Reply