ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აბუზარ აიდამიროვის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩეჩნურად ნათარგმნი ვეფხისტყაოსანის პრეზენტაცია გაიმართა.
შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ჩეჩნური თარგმანი 60-იან წლებში ჩეჩენმა ლიტერატურათმცოდნემ, ნურდინ მუზაევმა გადათარგმნა, თუმცა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად მოხდა ჩეჩნეთში არსებული ბიბლიოთეკების და შესაბამისად წიგნების განადგურება.
ვეფხისტყაოსნის თარგმანი პუბლიცისტის, აბდულ კიდაროვისა და ნურდინ მუზაევის ახლობლების ძალისხმევით მოხდა.