ერთ მთიელს კაცი შემოაკვდა და შურისძიების შიშით ქვეყნიდან გადაიხვეწა. მდევრებმა იქაც მიაგნეს ამ კაცს, მაგრამ ისევ გაექცათ, ისევ მიაგნეს, ისევ გაექცათ… აღარ იცოდა ამ კაცმა, სად დამალულიყო. ბო-
ლოს თურქეთში დასახლდა. ერთხელ მკვლელმა თავის ცოლს უთხრა:
– წადი, წყალი შემოიტანე, ხელ-პირი დამაბანინეო.
– გეყოფა, კაცო, _ უთხრა ცოლმა ქმარს, _ ახლა დასამალი არაფერი გაქვს, შორეულ თურქეთში ვინ მოვა და ვინ დაგიწყებს თვალთვალსო.
რაც არ იცი, იმას ნუ ლაპარაკობ, _ თქვა ქმარმა, _ შენ რომ გგონია, ისეთი ხალხი კი არ არის, ქვესკნელშიც მომძებნიანო.
შურისმაძიებლები თურმე მკვლელის კარის უკან იყვნენ ჩასაფრებული. ამის გაგონებაზე საფარიდან გამოვიდნენ და თქვეს:
– რადგან ასეთ ღირსეულ ხალხად გვთვლი, დანაშაული გვიპა-
ტიებიაო!
შურისმაძიებლებმა მკვლელს თავი გადაპარსეს და დანაშაული აპატიეს.