2016-2017 წლებში პანკისის სკოლებში ,,მეწარმეობის" საგნის სწავლება დაიწყება

 

2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის სკოლების მე-10, მე–11 კლასებში დაიწყება „მეწარმეობის“ საგნის სწავლება, რომლის პარალელურად, პანკისის ორი სკოლის ბაზაზე შეიქმნება „მინიკომპანიები“.
მოსწავლეებს ექნებათ საშუალება სასწავლო პროცესში რეალურად გამოსცადონ ბიზნეს იდეის ჩამოყალიბების, კომპანიის დაარსების, საქმიანობის წამოწყების, აწყობის და მართვის პროცესი.
სკოლების ბაზაზე გაიხსნება სამინისტროს მიერ დაფინანსებული ინგლისური ენის წრეები, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის ცოდნის დონის გაზრდას, ხეობაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ინგლისურად მოლაპარაკე სერვის სექტორის განვითარებას.
Share