Jaffar Ismail – ს რუსეთ-იორდანიის მეგობრული ურთიერთობების დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს

13177125_1312031418826068_8663548665906280817_nრამდენიმე დღის წინ იორდანიაში მცხოვრებმა ჩეჩენმა, Jaffar Ismail – მა გამოაქვეყნა ვიდეო , სადაც რამზან კადიროვის რეჟიმი გააკრიტიკა.
ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელების შემდეგ, კადიროვმა გააგზავნა თავისი წარმომადგენელი იორდანიაში, სადაც მოითხოვა, რომ Jaffar Ismail – ს ჩაეწერა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ის ბოდიშს მოიხდიდა და პატიებას ითხოვდა იმის გამო,რომ მან კადიროვზე გაბედა და ისაუბრა სახალხოდ.
ამ მოთხოვნაზე უარის თქმის შემდეგ კადიროვის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ იორდანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვეს მისი დაკავება იორდანიის სამეფოს სხვა ქვეყანასთან არსებული მეგორბული ურთიერთბების დარღვევისთვის, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
სოციალურ ქსელებში კი დაიწყო კამპანია ,,დღეს მეც ჯაჶარი ვარ”.

Share