ეკა ქავთარაშვილი – ჩემი სამშობლო

10400261_1731326410433797_3806796717960282388_n

ჩემი სამშობლო

ჩემი სამშობლოს ზეცა გახსენით,

რად სდუმან ნეტავ მთები მამულის,

ნუ შემადარებთ ფოთოლს ყვავილის,

მე დავიტირებ წუხანდელ ვაჟკაცს,

სამკვდროდ დაჭრილი, რომ იწვა მთებში.

ვაჟკაცს ყოველთვის მშვენის აბჯარი,

მამაცი გული, ზურგზე საისრე,

ყოველი ქვეყნის ვაჟკაცი არის,

სადიდებელი ჰიმნის ბწკარებში.

ჩემი სამშობლო, უფლის წილხვედრი,

გამთელებული მალე იქნება,

ჩემი ყოველი ლექსის სტრიქონი,

სიტყვა, რომელიც ჩემგან ითქმება,

ეძღვნება მამულს, ჩემს საქართველოს,

რადგან მას მუდამ, თან სდევს დიდება,

რადგან კრწანისი ისევ ყაყაჩობს,

რადგან მამული კვლავ გაბრწყინდება!

ეკა ქავთარაშვილი, დუისი.

Share