ჯოხარ არწივო მთებისა

ჯოხარ, არწივო მთებისა!
ჯოხარ, არწივო მთებისა, ხსოვნავ ასთა და ათასთა,
დროშავ გაშლილო, ჩეჩნეთის მწვერვალთა მწვანე დაფასთან.
ტყუილად ფიქრობს ურუსი და სულ ამაოდ მაშვრალობს,
კავკასიელთა ხსოვნაში შენი სახელი წაშალოს.
სიკვდილი შენთან რას მოვა, სიკვდილი ვაჟკაცს რას ავნებს.
პირიქით, სახელს გმირისას ერის სულ-ხორცში ასამნებს.
შენ ამ ბუმბერაზ კლდეებზე ამოკვეთილი ხმალი ხარ,
რად გგლოვობს გული, ვერ ვხვდები, არ ვიცი, რად მიხარიხარ.
ავტორი: მიხეილ ღანიშაშვილი

Share