26 დეკემბერს პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეციალური რაზმის წევრებმა საკუთარ საძიენებელში სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.არასამთავრობო სექტორის თქმით,ამ საქმეში ჩნდება ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
მათივე თქმით,მკვლელობის ადგილზე გადაღებული მასალა და ოჯახის წევრების მონათხრობი ბადებს ეჭვს, რომ თემირლანს საკუთარ ოთახში, საწოლში, მძინარეს მიზანმიმართულად ესროლეს.ასევე იკვეთება დაგვიანებული ჰოსპიტალიზების მომენტიც, რაც აღნიშნულ ეჭვს უფრო ამძაფრებს.
2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, როგორც ექიმები ამბობენ, თემირლანი ბიოლოგიოურ სიკვდილით გარდაიცვალა, გული გაუჩერდა. გარდაცვლილის ოჯახი უარყოფს თემირლანის კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან, ასევე ითხოვს დაზარალებულის სტატუსის მიღებას, რათა გაეცნონ საქმის დეტალებს.
როგორც გარდაცვლილის მამამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, იგი მკაცრად მოითხოვს სპეცოპერაციაში მონაწილეთა და დამგეგმავთა პასუხის გებას.
დღეს, 11 იანვარს საქართველოს კანცელარიასთან ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრის,
ადამიანის უფლებათა ცენტრის,თეთრი ხმაურის მოძრაობის,აუდიტორია #115-სა და კავკასიური სახლის მიერ ჩატარდა სოლიდარობის აქცია. აქციით მოითხოვდნენ, სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება,შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება,უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა.