დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული პროექტის “აქტიური პანკისის” ფარგლებში, პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინტელექტუალური თამაშების ფინალური შეჯიბრები.
ფინალური შეჯიბრები, როგორც მოველოდით აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო, გამოვლინდა პირველ ადგილზე გასულ სამი გამარჯვებული:
“რა? სად? როდის?”- რამაზი მარგოშვილი
მწერლობა – მარხა ნაციშვილი
მხატვრობა – ხადიშათ წუწაშვილი
და ასევე მეორე ადგილზე გასული სამი გამარჯვებული:
“რა? სად? როდის?”- მარხა ნაციშვილი
მწერლობა – ფერიდე ქავთარაშვილი
მხატვრობა – ისმაილ იმედაშვილი
პირველ ადგილზე გასულ თითოეულ გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო 200 ₾ და მეორე ადგილზე გასულს – 100₾.
შედეგებმა აქაც მოლოდინს გადააჭარბა, სამივე ფინალური შეჯიბრი იყო ერთმანეთზე უკეთესი და ძლიერი.
ბავშვებმა მართლაც დაიმსახურეს ის სიურპრიზი, რომელსაც უმზადებს პრეზიდენტის სასახლე.
25 ივლისს 15:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდება პანკისის ხეობის ყველა სკოლაში შესრულებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებული ბავშვები წაიკითხავენ (მეორე ტურში გამარჯვებულ) თემებს და მოხდება ფინალურ შეჯიბრში პირველ ადგილზე გასული სამი გამარჯვებულის დაჯილდოება, რომელთაც გადაეცემათ დაჯილდოების სიგელები ჩვენი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით.
მოხდება ყველა სკოლის ყველა გამარჯვებულის ჩამოყვანა გამოფენაზე, ასევე პრეზიდენტის სასახლის მხარდაჭერით გამოფენის შემდეგ იმავე დღეს მოეწყობა პატარა ექსკურია თბილისსა და მცხეთაში, სადაც ისინი დაათვალიერებენ ისტორიულ ძეგლებს.
ფინალური შეჯიბრის მსვლელობას დაესწრნენ სტუმრები “კავკასიური სახლიდან”, რომელთაც ბავშვებს საჩუქრად გადასცეს სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი წიგნები, მადლობას ვუხდით “კავკასიურ სახლს” ასეთი საჩუქრისთვის.
მადლობას ვუხდით პროექტის მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული სიურპრიზისათვის პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციას და განსაკუთრებულ მადლობას –
პრეზიდენტის მრჩეველს სოფიო შამანიდის.
მადლობას ვუხდი იზა ბექაურს, რომელმაც დაგვითმო ფართი და შეგვიქმნა იდეალური პირობები შეჯიბრის ჩატარებისათვის.
ნონა ხანგოშვილი ( Tumi Dishni )