დასაწყისი გარიჟრაჟისა

ნაწყვეტი ღილღური რვეულიდან:
“ჯერ არ ჩამქრალან ვარსკვავები,
შოთი მანგისა
მიცურავს ცაზე – გაცრეცილი.
გაბმულ ბოლებით
მთები ყალიონს აბოლებენ
და ბულბულები
ღილღოს გარიჟრაჟს უმღერიან შოთას ჰანგითა..
მე მესმის:
ბინდში როგორ ფშვინავს მიწა მღვიძარი,
როგორ იმცვრევა მწვანე მოლი ციური  ცრემლით,
როგორ სკდებიან სიჩუმეში კვირტები ტყემლის,
როგორ თრთის ია – გაზაფხულის მზის მოფიცარი!…
სულს ღაფავს ღამე!
შენც, სიმღერავ, –
აღსდექ,
აღენთე,
მღელვარე ტალღად გადმოღვარე ღიმილი ლაღი,
დღეს სიმღერებით აღმოსავლის გვეღება თაღი,
მაღალო მუზავ, შენც სილაღის ცრემლი დაღვენთე.
ჯერ არ ჩამქრალან ვარსკვლავები,
მთვარის ნიღაბი
მიცურავს ცაზე – გაცრეთილი,
გამბულ ბოლებით
მთები ყალიონს აბოლებენ
და ბულბულები
ღილღოს გარიჟრაჟს უმღერიან გულისწამღებად!..

Share

Leave a Reply