– რაისთვის აქებ ქისტებს ბერდედავ?
– მათს ვაჯკაცობას, ძალას და სიმხნეს?
– მიწა უვსიათ ხევსურთა ძვლებით.
– რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
– ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჯკაცები,
– ახიელაშიც უზომოდ ხოცეს. . .
– რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
– რა ვიცი ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!
ანა კალანდაძე
You are Here
- Home
- ბერდედას – ანა კალანდაძე