ეს არის წიგნი რომელიც პარიზში ჯერ კიდევ 1857 წელს გამოიცა და რომლის წაკითხვის შემდეგ ალექსანდრე დიუმას სურვილი გაუჩნდა კავკასია და საქართველო ენახა.
მადამ დრანსეს „შამილის ტყვე ქალების“ შესახებ დიუმა წერდა: კავკასიისა და შამილის ამბები ამ წიგნში ისეა აღწერილი, როგორც ეს ქალის დაკვირვებულ თვალს შეეფერებაო.
ანა დრანსე ქართველებსაც და ლეკებსაც მამაც, რაინდული ბუნების ხალხად გვიხასიათებს და მათ შორის მომხდარ შეტაკებებს ცარიზმის იმპერიულ დანაშაულად მიიჩნევს.
გარდა იმისა, რომ წიგნი იმდროინდელი კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიასა და მათ ურთიერთობებსაც ეხება, იგი ცნობილ ისტორიულ პირთა პორტრეტებსაც (შამილის, გრიგოლ ორბელიანის, დავით ჭავჭავაძის, ჯემალ-ედ-დინის და სხვ.) გვაწვდის.
წიგნის წაკითხვა შეგიძლიათ პირდაპირ ამ გვერდიდან ან გადმოიწეროთ ბოლოში მითითებული ლინკიდან.
[scribd id=294643214 key=key-AbT2nU1JTjTmwbuij6m0 mode=scroll]
წიგნის ელექტრონული სახით გადმოწერა შეგიძლიათ > აქედან