თაიმი ბიბოლთ – ჩეჩენთა ეროვნული გმირი

ბიბოლთ1მიუხედავად იმისა ,კავკასიის პირველი იმამის შეიხ უშურმა მანსურის ხუთწლიანი ომი რუსეთთან მარცხით დამთავრდა,მაინც დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ბრძოლამ რუსეთის ცარიზმის კოლონიზაციის თვალსაზრისით შორს მიმავალი გეგმები ათეული წლებით უკან გადასწია. 1783-1784 წლებში აშენებული სიმაგრეები: ვლადიკავკაზი,პოტიომკინსკოე,გრიგორპოლისკოე,ელიზავეტინსკოე,კამბილეევსკოე,კონსტანტინოვსკოე მოშალეს და გადაწვეს.
ართალია ეს სიმაგრეები შემდგომში კვლავ იქნა აღდგენილი,მაგრამ ამით მაინც მთიელებმა დაიცვეს საკუთარი დამოუკიდებლობა და რუსეთს დაანახეს, რომ მათთვის უცხო ადათ-წესებისა და საზოგადოებრივი წყობის დამკვიდრებას არ დაუშვებდნენ. მიუხედაავად იმისა,რომ შეიხ-მანსურის სმხედრო-პოლიტიკური მოღვაწეობა ხანმოკლე იყო,მან პირველმა გააერთიანა სხვადასხვა ეროვნებისა და გაერთიანების დონეზე მდგომი ხალხები.
ეს იყო პირველი პოლიტიკოსი კავკასიაში,რომელმაც შეძლო ჩრდილო კვკასიის გაერთიანება. მისი სიკვდილის შემდეგ 1801წელს რუსეთის სარდლობა საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ იწყებს დარიალზე გამავალი საქართველოს სამხედრო გზის გაფართოვებას,მის დასაცავდ სიმაგრეების მშენებლობას,რაც მძიმე ტვირთად დააწვა ადგილობრივ მოსახლეობას: ანგრევენ აულებს,მთიელებს ართმევენ მიწებს,,აშენებენ სიმაგრეებს,პოსტებს,სტანიცებს და ერეკებიან მშობლიური ადგილებიდან.

ამ პერიოდში ჩნდება ახალი ისტორიული პიროვნება ბიბოლთ თაიმის ძე, ახალი ჩეჩენი გმირი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ჩეჩნების გამძაფრებულ წინააღმდეგობას იმ დროისათვის.23წლის ასაკში ცნობილი ხდება ჩეჩნეთში თავისი მამაცობითა და ორგანიზებული წინააღმდეგობით. 1802წელს მცირე ჯგუფით მან თხის გაბერილი ტიკით გადალახა თერგი , თავს დაესხა კაზაკების კორდონს, ათეული კაზაკი მოკლა მეგობრების სისხლის ფასად და შინ უვნებლად დაბრუნდა. სანამ რუსები მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ მან 20კაციანი ჯგუფით გადალახა თერგი და სტანიცა პარაბოჩთან შეტაკებაში სამი კაზაკი მოკლა,ტყვედ ჩაიგდო პოლკოვნიკი დელპოცო და მთებს შეეხიზნა.


5წლის განმავლობაში იგი რუსეთს მოსვენებას არ აძლევს. მის გარშემო იკრიბებიან ჩეჩნეთის სხვადასხვა კუთხიდან მოსული ჯიგიტები და გამუდმებით თავს ესხმის კავკასიის გამაგრებულ ხაზის ახლომდებარე სტანიცებს,რომ მასზე უკვე ცნობებს აწვდის რუსი სარდლობა თვით იმპერატორს: “უფრო მეტ ზიანს გვაყენებს მოთარეშე ჩეჩენი ბეიბოლთ თაიმიევი,თავისი თავხედური თარეშებით მოსვენებას არ გვაძლევს.”
თურქეთთან ომის წინ რუსეთი ცდილობს მიაღწიოს ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილიზაციას და ყველანაირ ხერხს მიმართავს: სადმსჯელო ექსპედიციებს, მამასახლისების მოსყიდვას, ავტორიტეტიანი ხალხის გადაბირებას და სხვ.


1806წელს შედგა 104 დასახლების მამასახლისების ყრილობა,სადაც გამოდის კავკასიის მთავარსარდალი გუდოვიჩი არწმუნებს ჩეჩნებს რომ არ აჰყვნენ თურქ აგენტებს, მოუწოდებენ სიმშვიდისაკენ..ამ ყრილობაზე ბიბოლთ თაიმიევსაც აიძულებენ მამასახლისები შეწყვიტოს ბრძოლა რუსებთან და დადოს მშვიდობიანი ხელშეკრულება რუსებთან.. ამ ხერხ მამასახლისები ხშირად მიმართავდნენ: გარეგნულად შედიოდნენ რუსეთის სამსახურში ,იღებდნენ ჩინებსა და მედლებს , ხოლო ფარულად კვლავ მათ წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

ასე მოიქცა ბიბოლთ თაიმიევიც: 1807წელს კაპიტნის ჩინი უბოძეს და ხელფასიც დაუნიშნეს. იგი მიიწვია გუდოვიჩმა თბილისში ,სადაც ბიბოლთმა სამი თვე გაატარა, გაიცნო როგორც რუსი,ისე ქართველი ოფიცრები,ვისთანაც საჭირო ნაცნობობა გააბა. მასზე უკვე დიდ იმედებს ამყარებდნენ რუსები,ჩეჩნეთის ყველაზე დიდი სოფლის მამასახლისზე, მაგრამ განთქმულმა აბრაგმა მათი იმედები გააცამტვერა: თბილისიდან მობრუნებულმა თაიმიევმა,როგორც კი შეიტყო,რომ მისი თანამებრძოლები თავს დაესხნენ კაზაკებს,ღამე გაიპარა ბანაკიდან და თანამებრძოლებს შეუერთდა.

1811წელს ზაფხულში თაიმიევმა შეკრიბა ჩეჩნებისა და კარაბულაკების 600-მდე მეომარი და რუსებთან ბრძოლაში ჩაება, მძიმედ დაიჭრა, მაგრამ მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენა.


ბიბოლთი უკვე უკავშირდება დარესტნელ ხანებს, დარწმუნებითა და სევსებით თავისი რაზმი დარესტნელი მეომრებით და სერიოზული ძალით უპირისპირდება რუსეთს. მან მზვერავებისგან შეიტყო რომ 1825წ.20ნოემბერს ერმოლოვი სტ. ჩერვლიონიდან ყაბარდოში მიემგზავრებოდა და სწრაფი და გაბედული რეიდი მოაწყო მთავარსარდლის დასატყვევებლად,დროულად მოასწრო კიდეც თერგის გადასასვლელზე, მაგრამ ბურუსში გზა დაებნათ გენერალმა ნახევარისაათით გაასწრო.


ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვი1816წელს დაინიშნა კავკასიის კორპუსის სარდლად,რომელმაც მიზნად დაისახა ჩეჩენი ერის გენოციდი და ჩეჩნების მიმართ თავისი პოლიტიკა ასე ჩამოაყალიბა: ‘ მე არ დავმშვიდდები მანამ,სანამ ცოცხალი დარჩება ერთი ჩეჩენი”.


ერმოლოვმა გაიარა მკაცრი სამხედრო სკოლა,პირველი საომარი ჯილდო მიიღო სუვოროვისგან,20 წლისა გახდა პოლკოვნიკი და პარიზის აღებისას (1814წ.) ხელმძღვანელობდა რუსეთისა და პრუსიის გვარდიებს და კუტუზოვისა და ბაგრატიონის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა ხდება რუსულ არმიაში. ერმოლოვის კავკასიურ პოლიტიკაში მთავარი იყო სისასტიკე. მისი აზრით, მხოლოდ სისასტიკით,დაშინებით შეიძლებოდა ჩეჩნების დამორჩილება ან მთლიანად მათი განადგურება. იგი აცხადებდა: ” მე მსურს , რომ ჩემი სახელი ს შიში იცავდეს ჩვენს საზღვრებს სიმაგრეთა ჯაჭვზე საიმედოდ, ჩემი სიტყვა იყოს უცილობელი კანონი,როგორც თავდ სიკვდილი.”


და რომ მიეღწია ამისათვის,ერმოლოვი დაუნდობელი იყო მთიელების მიმართ.მან მიზნად დაისახა,რომ კავკასია ყოფილიყო რუსეთის განუყოფელი ნაწილი დაამ მიზნის მიასაღწევად ყველასაშუალება გამართლებულად მიაჩნდა. მის სამართალში ჩვეულებრივად მუსირებდაკოლექტიური დასჯა.მისი ბრძანებით ააფეთქეს სახლი,სადაც მთელი ოჯახი დაიღუპა. როდესაც ახორციელებდა ექსპედიციას “ჩეჩნების მთებისკენ შევიწროების” დევიზით , იგი თავს დაესხა ერთ სოფელს და ყველა მცხოვრები ამოხოცა – მამაკაცები,ქალები და ბავშვები. ტყვედ ჩაგდებულქალებს მონებად ჰყიდდა, ან ურიგებდა თავის ოფიცრებს ხასად.


მაგრამ ერმოლოვი ისეთ დაუმორჩილებლობას წააწყდა ჩეჩნეთში,მათთვის თავად სიკვდილი არაფერი იყო ,თუ საკუთარი ოჯახის ღირსების,სამშობლოს თავისუფლებისთვის იყო საჭირო, ამას ბოლომდე ვერ წვდებოდა რუსის ჯიში და გენი,მაგრამ ერთ რამეს კი ჩახვდა გენერალი,როგორ მოშე გამერი ამბობს:'”ჩეჩნეთში ყველაფერი სხვანაირად ხდება. იქ ერმოლოვმა დაინახა,რომ მთიელების დამორჩილება მნის ძალებს და შესაძლებლობებს აღემატება”.


რუსეთის გენერლები თანმიმდევრულად სისტემატურად ავითარებდა კაზაკთა კოლონიზაციას მთელი 19-ე საუკუნის განმავლობაში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე, რის შედეგაც ქრებოდა ვეინახებით დასახლებული აულები და მატ ადგილას ჩნდებოდა ახალი კაზაკური სტანიცები.


1814წლის 15სექტემბერს ერმოლოვმა ალყა შემოარტყა აულ დადე-იურთს და ბრძანება გასცა:’დასაჯეთ იარაღით,ვინმეს შეუბრალებლად!” ერმოლოვმა გამოიყვანაექვსი როტა და კაზაკთა შვიდი ასეული,სოფელს ალყა შემოარტეს და ზარბაზნები დაუშინეს. ჩეჩნებმა იარაღს მოკიდეს ხელი და ერთსულოვნად გადაწყვიტეს,სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვათ მშობლიური აული.

ჩეჩნები ისეთ შეუპოვრობას იჩენდნენ რომ რუსებს თვითეული სახლის აღება უხდებოდათ. მამაკაცებს ბრძოლაში ამხნევებდნენ ქალები საომარი სიმღერებით, ეხმარებოდნენ თოფების დატენვაში . ქუჩებში, ჭურვებით დანგრეულ სახლებში ერთნაირად ებმებოდნენ სისხლისმღვრელ,სასტიკ და შეუბრალებელ ხელჩართულ ბრძოლაში ყველა მცხოვრებნი აულის.
ქალიშვილები თმებს იჭრიდნენ და ტყვიების საცობად იყენებდნენ, ხოლო ტყვიების გათავების შემდეგ ქმრებთან და ძმებთან ერთად ხანჯლებით ებრძოდნენ მტერს. “ბევრი სოფლის მცხოვრებნი , როდესაც რუსი ჯარისკაცები სახლში შესცვივდებოდნენ, თავიანთ ცოლებს კლავდნენ მათ თვალწინ, რათა მათი ძალაუფლების ქვეშ არ მოხვედრილიყვნენ. ბევრნი ქალებიდან ხანჯლებით ეცნენ ჯარისკაცებს” -იგონებდა შემდეგ ერმოლოვი.

მეჩეთის ნანგრევებქვეშ დაიღუპა მზეთუნახავი ხაზა ამრანის ასული, ჯარისკაცებმა ხიშტებზე ააგეს აიზიკ დადის ასული და ტყვედ ჩავარდნილი ქალებიდან 46, როდესაც თერგზე გადაჰყავდათ ეცნენ ყარაულებს და გადაცვივდნენ მშფოთვარე თერგში და მცველებიც გადაიყოლეს. ამ ადგილს, სტანიცა ჩერვლენიეს მახლობლად , დღესაც, თანამედროვე პერიოდში , მოწიწებით ჩაუვლიან კაზაკები პირჯვრის წერით: ‘აქ დაიღუპნენ ყველაზე გმირი ჩეჩენი ქალები, მარადიული ცის სასუფეველი მათ.”
დადი-იურთის კვალდაკვალ ერმოლოვმა დაანგრია და გადაწვა ისთი-სუ,გორიაჩოვოდსკი, ნოიბერდი,, ალეროი, ხოშგერდი,ტოპელი,სტარიე-იურთი და სხვა.


1822წელს ბიბოლთი ჩეჩნებში ავტორიტეტიანი ბელადების, აბდულ-ყადირისა და მოლა მუსტაფას დახმარებით აწყობს გრეკოვის გამანადგურებელ ექსპედიციებს შალსა და მცირე ათაგში.
1824წლისათვის ბიბოლთი იზიარებს რელიგიურ მიმდინარეობას-მიურიდიზმს და როგორც შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი , მიხვდა მის მნიშვნელობას მთიელების დარაზმვაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 
ხასო ხანგოშვილი

Share