ბაისუნგურის შესახებ ცნობები 1839 წლამდე არ მოიპოვება. 1839 წელს კი ცნობილია რომ ბაისუნგური ხელმძღვანელობს სოფელ ბენოის თემს, რომელიც ერთ–ერთ მთავარ დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1839 წლისათვის სოფელ ბენოის თავს აფარებდა იმამი ტაშუ ხაჯი, დაღესტნიდან გამოქცეულიშამილი თავის ოჯახთან ერთად, რომელიც ჩეჩნეთში გადასვლის შემდეგ ბაისუნგურმა თავის ოჯახში შეიფარა.
შემდგომში ბაისუნგური გახდა ინიციატორი და მთავარი შემოქმედი იმისა რომ შამილი გამხადარიყო ჩეჩნეთის იმამი. ბაისუნგურის დიდმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 1839 წელს შამილმა დაიკავა კიდეც იმამის თანამდებობა.
ამის პერიოდში ბენოის მაცხოვრებელთა მოთხოვნით, შამილმა ბაისუნგური დანიშნა სოფელ ბენოის ნაიბად, ხოლო მის მოადგილეთ ასევე გამოჩენილი მებრძოლი სოლდამურატი. ბაისუნგური სიცოცხლის ბოლომდე ბენოის უცვლელ და სამაგალითო ხელმძღვანელად დარჩა.
ბაისნგურ ბენოის ნაიბად დანიშვნის შემდეგ, სოფელ ბენოის ცხოვრება ორგანიზებული გახდა. ბაისუნგური დიდ ყურადღებას აქცევდა დისციპლინის განმტკიცებას, ნაიბის ბრძანებების და შარიათის კანონების შესრულებას. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ბენოის მოსახლეობა ყოველგავრი ყოყმანის გარეშე, მხარში ერთგულად ედგა ბაისუნგურს, ყველა წამოწყების დროს.
რუსეთის იმპერიის ჩრდილო კავკასიაში გააქტიურების შემდეგ ბაისუნგური აქტიურ მონაწილებას იღებს იმპერიის წინააღმდეგ გამართულ ბროლებში. ბაისუნგურმა და მისმა რაზმმა 1842 წლის, ივნისის თვეში მონაწილეობა მიიღო იჩქერიის მხედართმთავრის შოაიფ–მოლა ცენტროველის ხელმძღვანელობით, რუსეთის იმპერიის ჯარების განადგურებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ–ადიუტანტი გრაბე.
1845 წელს ბაისუნგური, ბენოელებთან ერთად მონაწილეობს გრაფ ვორონცოვის არმიის განადგურებაში. ამ ბრძოლის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაკარგა სამი ათასზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი. ამ პერიოდიდან მოყოლებული 14 წელი რუსეთის იმპერია თავს იკავებდა იჩქერიაში გალაშქრებაზე.
1847 წელს შამილის ჩრდილოკავკასიის ემირად გამოცხადების შემდეგ, იგი პრაქტიკულად მოწყდა საზოგადოებას და ნაკლები ურთიერთობა ჰქნოდა ხალხთან. შამილს ამ პერიოდში გარს ეხვია საკამოდ ბევრი მლიქვნელი, რომლებიც შამილს მარტო არ ტოვებდნენ. საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილება ბაისუნგურმა საჯაროდ განაცხადა რადგან არ მიეცა საშუალება შამილისთვის პირადად მოეხსენებინა იმ პერიოდში საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების შესახებ.
ბაისუნგურმა თავისი შეხედულებები თხოვნით დაასრულა სადაც იგი იმამს მიმართავდა რომ ხალხთან ახლოს ყოფილიყო. მიუხედავათ ამისა შამილმა ბაისუნგურის შეხედულებები ყურად არ იღო, რამაც მათ შორის წარმოშვა კამათი. ბაისუნგურმა ამ მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა საერთოდ აღარ გამოჩენილიყო ემირის სასახლეში, რომელიც იმჟამად მდებარეობდა ჩეჩნეთის ულამაზეს დასახლება – ვედენოში.
ამ მოვლენებიდან მცირე ხანში ბაისუნგურმა მიიღი ცნობა იმის თაობაზე რომ რუსეთის იმპერიის ჯარებმა, დაღესტანში ალყა შემოარტყეს აულ გერგებილს. იგი რამოდენიმე ათეული მეომრით გაემართა დაღესტანში. აქ აღსანიშნავია ის რომ ბაისუნგურმა წინა წლებში გამართულ ბრძოლებში დაკარგა ერთი ხელი და ერთი თვალი, ხოლო გერგებილის შეტაკების დროს ბაისუნგურს ზარბაზნიდან გასროლიმა ტყვიამ ფეხი მოაგლიჯა. ამ ბრძოლაში რუსეთის მეფის ჯარისკაცებმა უგონოდ მყოფი ბაისუნგური ბრძოლის ველიდან გაიტანეს და ასე ჩაუვარდათ 53 წლის ნაიბი რუსებს ტყვეთ.
შამილმა განიცადა ბაისუნგურის ტყვეთ ჩავარდნა და მისი პირადი კონტროლის ქვეშ დაიწყო მოქმედებები, რათა ბაისუნგური ტყვეობიდან განთავისუფლებულიყო. 1847 წლის ივნისში დაჭრილი ნაიბი რუსებმა ტემირ–ხან–სურინსკის გარნიზონის ჰოსპიტალიდან ციხის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სოლდამურატმა ამ პერიოდში მიიღო ცნობა რომ ბაისუნგური უნდა გადაეყვანათ გროზნოს ციხე–სიმაგრეში, სადაც მოხდებოდა ბაისუნგურის დასჯა.
ბაისუნგურის გაცილება დავალებული ჰქონდა კურინსკის პოლკის ასეულს. სოლდამურატმა გადაწყვიტა გზაში თავდასმხა რათა ამ ფორმით მოეხდინა ვეინახების ერთგული მებრძოლის ტყვეობიდან განთავისუფლება. სოლდამურატის ამ თავდასხმამ შედეგი მოიტანა და ბაისუნგური ტყვეობიდან განთავისუფლდა.
1856 წელს რუსეთის იმპერიამ განაახლა შეტევები ჩეჩნეთის იმამატზე. ამ წლებში რუსეთის მხარეს გადავიდა შამილის საქვეყნოდ ცნობილი მრჩეველი იუსუფ–ხაჯი, ასევე შამილის ნაიბები: ჯემალ ჩირკევსკის ვაჟი, ესქი ჩარტოევსკი, საადოლა დიშნელი, დუბა ჭიხნელი და სხვები.
1858 წელს ივლისის თვის შუა რიცხვებში ბაისუნგურმა და სოლდამურატმა შამილისგან მიიღეს მითითება, რომ 16 ივლისს, შალიში გაიმართებოდა თავყრილობა და უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამ შეკრების დროს შამილი შემდეგი სიტყვებით მიმართა დამსწრეთ: „არ შეგეშინდეთ რუსების, მე 7 მებრძოლით გამოვარღვიე ახულგო. ფიქრადაც არ გაივლოთ რომ თქვენ დაგტოვოთ დახმარების გარეშე და მთებში გავიხიზნები. არა მე მოვკვდები აქ, თქვენს მიწაზე, თქვენ ხომ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ. იყავით მშვიდად და ნურაფრის შეგეშინდებათ.“ ამის შემდეგ იმამმა, მისმა შვილმა ყაზი–მუჰამედმა და ნაიბებმა დაიფიცეს რომ უმჯობესი იქნებოდა ბრძოლაში დაღუპვა ვიდრე დამორჩილება.
ამ პერიოდიდან მოყოლებული რუსეთის იმპერია გარკვეულ წარმატებას აღწევს თავისუფლების და დამოუკიდბლობის მოყვარე ჩეჩნების წინააღმდეგ. 1858 წლის შემოდგომაზე შატოელებმა დაყარეს იარაღი. 1859 წლის 8 თებერვლისათვის რუსეთის იმპერიის ჯარებმა მიაღწიეს იმამატის დედაქალაქ ვედენომდე. ამ პერიოდში შამილმა ვედენოში დატოვა თავისი შვილი, 3500 მეომარი და 13 ნაიბი, ხოლო თვითონ რამოდენიმე ერთგულ ადამიანთან ერთად გაემგზავრა ერსიონში. ვედენოსთვის ბრძოლა რუსეთის იმპერიის გამარჯვებით დამთავრდა.
1 აპრილს შამილმა ერსიონში მოიწვია ყრილობა და უკანასკნელად სცადა ჩეჩნების შემობრუნება, თუმცა სიტუაცია ძალიან მძიმე იყო. რუსეთის ხელისუფლებამ ნაიბების უმრავლესობა მოსყიდვის და შემდგომში ძალაუფლების დაპირებით გადაიბირა ნაიბი ტალხიგი, ედილ ვედენოელი და უმალათ იჩქერიელი. 1859 წლის 4 ივლისს მტრის მხარეს გადასული ნაიბები გამოცხადნენ გროზნოში და მოითხოვეს რუსების მიერ დაპირებული თანამდებობები. მეფის ხელისუფლებამ ისინი სხვადასხვა სამეფო ჩინ–მედლებით დააჯილდოვა და ის ტერიოტორიები ჩააბარა რასაც შამილის მართველობის პერიოდში მართავდნენ.
ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავდ ბაისუნგურ ბენოელი კვლავ ერთგული დარჩა თავისი ქვეყნისა და ფიცი არასოდეს არ გაუტეხია. ამ პერიოდში შამილი გადავიდა დაღესტანში, სადაც გამაგრდა ციხე–სიმაგრე ღუბინში (აქ დაიბადა შამილი). ბაისუნგური რამოდენიმე ერთგულ ნაიბთან ერთად ორგანიზებას უწევდა ღუბინის დაცვას. რუსების პირველი იერიში ბაისუნგურმა წარმატებით მოიგერია. თუმცა მეორე დღეს უფრო ძლიერი იერიში მიიტანა რუსეთის იმპერიის ჯარმა.
ამ იერიშების პარალელურად მოსალაპარაკებლად გამოგზავნილი ბარონი ვრანგლერი, შამილს სთავაზობს ჩაბარდეს რუსეთის ხელისუფლებას და საპასუხოდ მიიღებს მექაში გამგზავრების უფლებას. პირველი შემოთავაზება შამილმა უარყო, და განაცხადა: „მე მინდა ვიბრძოლო და ბრძოლაში მოვკვდე“. ამ კრიტიკულ მომენტში გაისმა შამილის შამილი ვაჟიშვილთან ერთად.
ვაჟის ყაზი–მუჰამედის შამილი ვაჟიშვილთან ერთად. თხოვნა მუდარა რომ იგი დანებდეს რუსეთის ხელისუფლებას. ეს იყო მომენტი იმამს მიეღო გადაწყვეტილება ან ბრძოლაში დაღუპულიყო ან ჩაბარებულიყო. მისგან სიცოცხლეს მოითხოვდნენ ოჯახის წევრები. იმამმა თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი განსაცდელი გადაიტანა და ამ კრიტიკულ მომენტში შამილი მრისხანე, დაუნდობელი, ბრწყინვალე და სახელოვანი ვაჟკაცი ყველასათვის მოულოდნელად გადაიქცა დაუძლურებულ მოხუცად, რომელსაც არც სურვილი, არც შესაძლებლობა და ძალა ბრძოლის გაგრძლებისა არ გააჩნდა.
1859 წლის 25 აგვისტოს შამილმა მიიღო ჩაბარების გადაწყვეტილება. ამ პროცესის შესახებ მოგონებები შამილისგან ჩაიწერა ა. რუნოვსკიმ. როდესაც შამილმა მიიღო ჩაბარების გადაწყვეტილება, ბაისუნგურ ბენოელი თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად გამოცხადდა აულ ღუბინის გასასვლელთან. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ბაისუნგური და შამილი იქვე მდგარ ფარდულში განმარტოვდნენ, რა დროსაც ბაისუნგური შამილს არწმუნებდა რომ არ ჩაბარებულიყო და პირდებოდა რომ ალყას გაარღვევდა და სთავაზობდა კვლავ ჩეჩნეთში დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებას.
თუმცა შამილმა მისი შემოთავაზება უარყო და გაემართა რუსეთის ჯარისკენ რა დროსაც ბაისუნგურმა იარაღი მოიმარჯვა და იმამს რამოდენიმეჯერ დაუძახა „შემალ!“, შამილი უკან მიუხედავად განაგრძობდა გზას. შემდგომში შამილმა ეს სიტუაცია, რუსი გენერლის მიერ დაკითხვის დროს შემდგენაირად განმარტა: „მე რომ მივტრიალებულიყავი ბაისუნგური აუცილებლად მესროდა“ და გენერლის კითხვაზე „მას ხომ ისედაც შეეძლო ესროლა?“ იმამმა უპასუხა: „ჩეჩნები ზურგში არ ესვრიან!“
ამის შემდეგ ბაისუნგური თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთა რაოდენობა შეადგენდა 100 კაცს, დაეშვა ღუბინის ციხიდან ალყის გასარღვევად, ალყას მხოლოდ 30 მეომარმა დააღწია თავი და ისევ ჩეჩნეთში, აულ ბენოიში დაბრუნდა ბაისუნგური.
1859 წელს გენერალ ევდოკიმოვის ბრძანებით, აული ბენოის ალყა შემოარტყეს და მთლიანად გადაწვეს ხოლო მოსახლეობა მეზობელ სოფლებში გადაასახლეს. ბენოელთა ნაწილი ბაისუნგურისა და სოლდამურატის ხელმძღვანელობით განაგრძობდნენ წინააღმდეგობას. ბაისუნგური სხვა ვეინახური თემის ლიდერებთან ერთად გეგმავდა სახალხო აჯანყების მოწყობას. ერთ–ერთი გადმოცემის თანახმად ბენოის მეჩეთში სადაც სიტვით გამოვიდნენ ბაისუნგური და სოლდამურატი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ იბრძოლებდნენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის.
1860 წლის მაისში სოფელ ბენოიში და მდინარე არღუნის ზემო წელში ჩეჩნები იწყებენ შეიარაღებულ აჯანყებას. როდესაც ბაისუნგურმა ეს აჯანყება დაიწყო, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით შამილმა წერილი მიწერა ბაისუნგურს რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს და რომ რუსეთის შესაძლებლობები უზარმაზარია. ბაისუნგურმა საპასუხო წერილში, შამილს მიწერა რომ მან (შამილმა) საუკუნო სირცხვილი მოსცხო საკუთარ ავტორიტეტს, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლა გაცვალა ტყვეობასა და მონობაზე.
1860 წლის აჯანყების დროს აულ ბენოის მებრძოლ მაცხვორებლებს შემოუერთდნენ მეზობელი სოფლის მაცხოვრბელებიც, რის შედეგადაც ეს აჯანყება მთლიანად ჩეჩნეთს მოედო. გენერალ–მაიორ მუსა კუნდუხოვის მიერ მიტანილი 4 იერიში, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ჩეჩნებმა წარმატებით მოიგერიეს. მეფის ჯარების მარცხმა 8 თვიანი მშვიდობა მოუტანა ვეინახებს.
1861 წლის იანვრის ბოლოს მეფის რუსეთის უზარმაზარი საჯარისო შენაერთების მიერ ვეინახების აჯანყება ჩახშობილ იქნა. ამ შეტევაში მონაწიელობას იღებდა რუსების 46 ქვეითი ბატალიონი, დონის სამი პოლკი და დრაგუნთა ერთი პოლკი.
1861 წლის 17 თებერვალს რუსეთის ჯარის მიერ ალყაში მოექცა ბენოელთა რაზმი რა დროსაც ბაისუნგური ტყვეთ ჩავარდა. ხოლო სოლდამურატმა გაარღვია ალყა და გაიქცა არღუნის ხეობაში სადაც იქცა განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერათ.
აჯანყების ხელმძღვანელს ბაისუნგურ ბენოელს სამხედრო–საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. კვირა დღე იყო როდესაც ხასავ–იურთის მოედანზე შეკრებილი ხალხის წინ ოთხთვალათი მოჰყავდათ, ცალთვალა, ცალხელა და ცალფეხა ბაისუნგურ ბენოელი. რუსმა ოფიცრებმა მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართეს რომ ბაისუნგურის ჩამოხრჩობის პროცესის ჩასატარებლად თუ ვინმე მსურველი იქნებოდა, გასამრჯელოდ მიიღებდა სოლიდურ თანხას. მაგრამ არავინ არ გამოეპასუხა დამსწრეთაგან. ამას ელოდნენ კიდეც რუსი ოფიცრები და წინასწარ ამ საქმისთვის შემზდებულიც ჰყავდათ ერთ–ერთი ლეკი, მაგრამ ბაისუნგურმა ცდა არ დაიწყო და თავად გადაეშვა მარადიულ სასუფეველში.
გიორგი არდაზიშვილი