ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა.
გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ქართული ენა და ლიტერატურა;
4-5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ზოგადი უნარები;
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ინგლისური ენა;
6 ივლისი (პირველი სესია) რუსული ენა;
6 ივლისი (მეორე სესია) ფრანგული ენა;
7 ივლისი (მეორე სესია) რუსული ენა;
7 ივლისი (პირველი სესია) გერმანული ენა;
8 ივლისი (მეორე სესია) სამოქალაქო განათლება;
11 ივლისი (მეორე სესია) ქიმია;
14 ივლისი (პირველი სესია) მათემატიკა;
15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) გეოგრაფია;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ისტორია;
19 ივლისი (პირველი სესია) ლიტერატურა;
20 ივლისი (პირველი სესია) ბიოლოგია;
21 ივლისი (პირველი სესია) ფიზიკა;
21 ივლისი (პირველი სესია) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

Share