მზესა და მთვარეს დედები ჰყავთ. მზის დედას აზოი ჰქვია, მთვარისას_ ქინჩი. მზე დილით ზღვიდან ამოდის და საღამოს ისევ ზღვაში იძირება.
როცა მზე ჰორიზონტზე ამაღლდება, მას შავი რაღაცა გამოეყოფა. ამბობენ, ეს რაღაცა ზღვის ქაფი არისო. სწორედ ამ დროს შეიძლება მზისთვის თვალის გასწორება
_ ცივ ზღვაში ნაბანავები მზე ჯერ კიდევ გახურებული არ არის.
ზაფხულსა და ზამთარში, მზის ბუნიობის დროს, მზე სტუმრად მიდის თავის დედასთან. ზამთარში იგი სტუმრადაა სამი დღით, ზაფხულში სამი კვირით. შინიდან გამოსული მზე ექვსი თვე მოგზაურობს, მერე შინ ბრუნდება და ისევ გაემართება ექვსთვიან მოგზაურობაში. მზე და მთვარე ძმები არიან. მათი და ავი ქალია, მას ჰქვია მუოჟი. მუოჟმა ცაში მობინადრე ყველა თავისი ნათესავი შეჭამა და ახლა მუდმივად დასაჭერად დასდევს მზეს და მთვარეს. როცა იგი დაეწევა მათ და გადაეფარება, მზისა დამთვარის დაბნელება ხდება.
დაბნელებისას მთვარეზე ძაფისმაგვარი რაღაცა ჩანს. ამბობენ, რომ იგი ყარაულის თოფია. ყარაული მთვარეს იცავს დის მიხტომისაგან. მთვარის შუაგულში შავი ლაქა ცხენია, რომელსაც მთვარე ზურგით ატარებს.
თუ ცხენმა პირი ფართოდ გააღო, ზაფხული მოკლე და ზამთარი ხანგრძლივი იქნება, პირის ოკუმვისას და ცხენის გამუქებისას კი ზაფხული ხანგრძლივი და წვიმიანი, ზამთარი კი ხანმოკლე იქნება.