ჩეჩენი მხატვარი პეტრე ზახაროვი

1819 წლის 14 სექტემბერს კავკასიის პროკონსულმა ა.პ. ერმოლოვმა ჩაატარა “დაშინების ოპერაცია”.
 
ერმოლოვი თავის ჩანაწერებში ასე წერს:
“მინდოდა მუდამ მოთარეშე ჩეჩნების და განსაკუთრებით ჩვენთვის ცხენების მპარავ ჩეჩენთა სოფლების დასჯა და ვიფიქრე ამ ჩეჩნების გაყრა აკსაის მიწებიდან… მე ვიცოდი რომ მაგარ და ტყიან ადგილებში მდებარე ამ სოფლების წინააღმდეგ შეტევისას ჩვენი დანაკლისი საგრძნობი იქნება თუ კი ამ სოფლების მკვიდრნი არ მოაშორებენ მათ ცოლ-შვილს და ქონებას რომელთაც ისინი მუდამ თავგანწირვით იცავენ. მე ვიცოდი რომ მათ ცოლ-შვილის მოშორებას აიძულებს მხოლოდ საშინელი, თავზარდამცემი მაგალითი.
მე დონის ჯარის გენერალ-მაიორ სისოევს ვუბრძანე მცირე რაზმით და კაზაკების შეძლებისდაგვარად შეგროვებით თერგზე მდებარე სოფელი დადან-იურტის ალყაში მოქცევა და მცხოვრებლებისთვის სოფლის დატოვების შეთავაზება. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი წინააღმდეგობის გამწევთა დაუნდობლად იარაღით დასჯა.
ჩეჩნებმა არ მიიღეს წინადადება და ისინი გააფთრებით იცავდნენ თავს.
თითქმის ყოველი ეზოს ირგვლივ იყო მაღალი კედელი და საჭირო იყო ყოველი მათგანის შეტევით აღება.

მიხეილ იურის ძე
ლერმონტოვი. 1834 წლისთვის,
ზახაროვ-ჩეჩენი

ჯარისკაცების სახლებში შეჭრისას მრავალი ჩეჩენი ამ ჯარისკაცების თვალწინ ხოცავდნენ თავის ცოლებს რათა ისინი არ ჩავარდნოდნენ ხელში მტერს. მრავალი ქალი ხანჯლით ესხმოდა თავს ჯარისკაცებს.
დღის დიდი ნაწილის მანძილზე გრძელდებოდა ყველაზე შეუპოვარი ბრძოლა და არც ერთ სოფელში არ განგვიცდია ასეთი დანაკლისი იმიტომ რომ ოფიცრების გარდა დავკარგე ორასამდე კაცი. მოწინააღმდეგის მხრიდან გაიჟლიტა ყველა იარაღის მქონი და ამ მოკლულთა რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო ოთხას კაცზე ნაკლები. ტყვედ ავიყვანეთ 140-ამდე ქალი და ბავშვი რომლებიც ჯარისკაცებმა შეიბრალეს იმიტომ რომ ისინი დაუცველები იყვნენ და ითხოვდნენ შეწყალებას //მაგრამ გაცილებით მეტი მოკლეს ან დაიღუპნენ სახლებში არტილერიის მოქმედებისგან თუ ხანძრისგან//.
ჯარისკაცებს დარჩათ საკმაოდ დიდი ნადავლი ვინაიდან სოფლის მცხოვრებლები იყვნენ უდიდესი ყაჩაღები და მათი მონაწილეობის გარეშე არ ხდებოდა არც ერთი ქურდობა და ყაჩაღობა. ქონების უდიდესი ნაწილი კი დაიღუპა ცეცხლში.
200 სახლისგან შემდგარი სოფელი 14 სექტემბერს საძირკვლამდე აოხრებულია.”
ერთ-ერთი ტყვე იყო 3 წლის ჩეჩენი ბიჭი. არც მისი სახელი და არც მისი დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. ერმოლოვმა ბავშვი აღსაზრდელად გადასცა მის კაზაკ ზახარ პობედონოსოვს. მომავალმა მხატვარმა ამ კაზაკის სახელისგან მიიღო გვარი და მამის სახელი.
4 წლის შემდეგ კი, 1823 წელს, ბავშვი აიყვანა კავკასიის პროკონსულის ბიძაშვილმა. პეტრე ნიკოლოზის ძე ერმოლოვმა ის წაიყვანა თავის ოჯახში.

ალეკსეი პეტროვიჩ
ერმოლოვი, 1843,
მხატვარი ზახაროვ-ჩეჩენი,
რუსული მუზეუმი

ამ ბავშვს აღმოაჩნდა მისწრაფება მხატვრობისკენ.
“უცნაური ბიჭია პეტრუშა,- წერდა თავის დედას მოსკოვში პ.ნ.ერმოლოვი – წერა-კითხვას არ სწავლობს მაგრამ ხატავს ყველაფერს რაც ხელში მოხვდება. ალბათ საკმაოდ კარგი მხატვარი გამოვა”.
ბავშვი მოწაფედ მიაბარეს ფერმწერ ლევ ალეკსანდრეს ძე ვოლკოვს. საინტერესოა რომ ის არ იღებდა ფულს გაკვეთილებში ვინაიდან თვლიდა რომ მისი ჯილდო იქნება მისი მოწაფეების წარმატება.
1830 წელს ზახაროვი გარეშე მოწაფედ მიიღეს საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში. 1833 წელს ის გახდა მუდმივი მოწაფე. 1835 წელს მას ვერცხლის მცირე მედლები მიანიჭეს სურათისთვის “დედაბერი, კარტით მკითხავები” და 1836 წელს სურათისთვის “პორტრეტის თავი”.
აკადემიის დამთავრების შემდეგ პეტრემ მიიღო კლასგარეშე //თავისუფალი// მხატვრის წოდება.
ზახაროვი ძირითადად ხატავდა თანამედროვეთა პორტრეტებს, თუმცა 1839 წელს მან გამოფინა სურათი რელიგიურ თემაზე მაცხოვრის ცდუნება ეშმაკის მიერ.
ზახაროვის ყველაზე ცნობილ ქმნილებად ალბათ გახდა მისი მშობლიური სოფლის მომსპობი გენერალი ა.პ.ერმოლოვის პორტრეტი. ეს სურათი დაიხატა ა. სტოლიპინისთვის პოეტის მიერ პრაპორშჩიკთა სკოლის დამთავრების შემდეგ. 1944 წელს ჩეჩნების დეპორტაციის შემდეგ წმენდაში მოყვა მე-19 საუკუნის ერთადერთი ჩეჩენი მხატვარი პეტრე ზახარის ძე ზახაროვიც.

ამ სურათის ავტორად გამოაცხადეს ვიღაც ბუდკინი. ეხლა საბედნიეროდ ყველაფერი თავის ადგილასაა.

პეტრე ზახარის ძე ზახაროვი,
1842, ავტოპორტრეტი

მხატვარმა თავისი თავი გამოსახა ნაბადში და ფაფახში, რატომ? სრულებით გარუსდა, მიიღო მართლმადიდებლობა, დაივიწყა ჩეჩნური ენა, ალბათ არც მშობლიური ადგილები ახსოვდა. მიუხედავად ამისა პეტრე ზახარის ძეს უნდოდა რომ შთამომავლებს ის დამახსოვრებოდათ როგორც ჩეჩენი.

ის ჯიუტად აწერდა ხელს თავის სურათებს როგორც “ზახაროვი ჩეჩნებიდან” ან “ზახაროვი-ჩეჩენი”.მხატვარი ზახაროვ-ჩეჩენის ცხოვრება არ ყოფილა განსაკუთრებით ბედნიერი.
სამხატვრო აკადემიას უნდოდა მისი გაგზავნა სტაჟირებისთვის იტალიაში, მაგრამ ნიკოლოზ პირველი ჯიუტად შლიდა მის გვარს გასაგზავნთა სიიდან. არადა თბილ მხარეებში ყოფნა კარგი იქნებოდა მკერდით, ჭლექით დაავადებული მხატვრისთვის.
მას და მისი მასწავლებლის ქალიშვილ გლაფირას შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ვოლკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ ქორწინებას და მან გლაშა მაშინვე გაისტუმრა პეტერბურგიდან პროვინციაში.
ამ ისტორიის სამახსოვროდ ვოლკოვებს დარჩათ ზახაროვის მიერ დახატული გლაფირას პორტრეტი….

 ერმოლოვების ბავშვების პორტრეტი, 1839,
ზახაროვ-ჩეჩენი,ტრეტიაკოვის გალერეა
Портрет детей Ермоловых. 1939.
Захаров-Чеченец. Третьяковка

პეტრე ზახარის ძე გახდა ცნობილი მხატვარი, საპატიო მოქალაქე, მაგრამ ის ავადმყოფი და უფულო იყო. მას ალბათ არ ჰქონია არც სულიერი სიმშვიდე.
მატერიალური მდგომარეობის გამოსასწორებლად მან სამსახური დაიწყო მხატველად სამხედრო სამინისტროს სამხედრო დასახლებების დეპარტამენტში.
მაგრამ 1842 წელს მისი ავადმყოფობა გამწვავდა და ის იძულებული იყო დაენებებინა თავი სამსახურისთვის. ის გადავიდა მოსკოვში სადაც მისი საქმეები უკეთესად წავიდა.
მან დახატა ერმოლოვის პოერტრეტი რომელშიც მიიღო აკადემიკოსის წოდება.
ის შეხვდა ქალს რომელიც გახდა მისი მეუღლე. ზახაროვი და ალეკსანდრა პოსტნიკოვა დაქორწინდნენ 1846 წლის იანვარში.
მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ ალეკსანდრა გარდაიცვალა და იმავე 1846 წელს გარდაიცვალა მხატვარიც.
პეტრე ზახაროვ ჩეჩენი მაშინ 30 წლის იყო.

Share

Leave a Reply