23 თებერვალს 73 წელი გავიდა ვაინახთა საშინელი ტრაგედიიდან. მოგეხსენებათ, ამ დღეს, 1944 წელს, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, იოსებ სტალინის განკარგულებით, ვაინახები – ჩეჩნები და ინგუშები – შუა აზიაში გაასახლეს. ოპერაცია „ჩეჩევიცა“ – „ოსპი“ – გულისხმობდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევარი მილიონზე მეტი ადამიანის დეპორტაციას – დასჯას “ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის”,
რაც ცხადია სრულიად აბსურდული ბრალდება იყო. შუა ზამთარს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთლიანი მოსახლეობა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში შეყარეს, საკვების, სასმელი წყლის, თბილი ტანსაცმლის გარეშე და ასე მოახდინეს მათი გადაგზავნა დანიშნულების ადგილას.
2004 წელს, ევროპარლამენტის მიერ ვაინახთა დეპორტაცია გენოციდის აქტად იქნა აღიარებული. ამ და სხვა მრვალ თემაზე უფრო ფართოდ ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ.
ერის ძალადობრივ გადასახლებას უცხო მიწაზე მოსდევს ერთი მიზეზი: მოსწყვიტოს იგი მისთვის ძალის მომცემ მშობლიურ მიწას, ამოგლიჯოს მისი სულის მასაზრდოებელი ფესვები, გაწიროს იგი გადაშენებისთვის ან სწრაფი ასიმილაციისთვის.
სწორედ, ასე აღვიქვამთ ჩვენ ვაინახების დეპორტაციას, რომელიც განხორციელდა სტალინის ჯალათების მიერ 1944 წლის 23 თებერვალს, ისეთი სისასტიკით, რაც არ ენახა სისხლიან ბოლშევიკურ რეჟიმსაც კი.
საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: შეძლო თუ არა კომუნისტურმა რეჟიმმა ამ აქციით ვაინახების სულით გატეხვა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვპოულობთ ალექსანდრ სოლჟენიცინთან, მის დოკუმენტურ ფილმში “არქიპელაგი გულაგი” (Архипелаг ГУЛАГ).
აზიაში დეპორტირებული ხალხების ჩამოთვლის, და თითოეული მათგანის მოკლე დახასიათების შემდეგ, ა. სოლჟენიცინი აღნიშნავს: “მაგრამ, იყო ერთი ერი, რომელიც ფსიქოლოგიურ მორჩილებას არ გამოხატავდა – არა ერთეულები, ან მეამბოხეები, არამედ მთელი ერი. ეს არიან – ვაინახები”.
ა. სოლჟენიცინი მოწმობს, რომ ვაინახებს ჯიუტად არ სურდათ ბედის შეგუება, მის გარდაუვალობად მიღება. ის წერდა:
“მე ვიტყოდი, რომ ყველა ემიგრანტიდან, ერთადერთმა ვაინახებმა გამოიჩინეს თავი, როგორც მსჯავრდებულებმა. მას შემდეგ, რაც ვერაგულად მოსწყვიტეს სამშობლოს, მათ უკვე აღარაფრის არ სჯეროდათ. მათ აიშენეს ქოხები – დაბალი, ბნელი, საცოდავი, ისეთი, რომ, თითქოს, ფეხის ერთი მირტყმა და ჩამოიშლებოდა.
და ასეთი იყო მათი ყოფა დევნილობაში – ამ ერთ დღეს, თვეს, წელს, რაიმე მარაგის ან შორეული განზრახვის გარეშე. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ახალგაზრდები კიდევ ტანსაცმლით იმოსებოდნენ. გადიოდა წლები და ისევ ასე, მათ არაფერი ჰქონდათ, როგორც დასაწყისში. არცერთი ჩეჩენი არ ცდილობდა სადმე ფეხის მოკიდებას ან მმართველობისთვის თავის მოწონებას- მაგრამ, ყოველთვის ამაყად ეჭირათ თავი მათ წინაშე და ხშირად ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მტრულ განწყობილებას”.
უნდა აღინიშნოს, რომ 1949 წელს – დეპორტაციიდან ხუთი წლის შემდეგ – ვაინახებს, სხვა კავკასიელ “სპეცემიგრანტებთან” ერთად, ეკრძალებოდათ დაეტოვებინათ რაიონის საკომენდანტო ტერიტორიები, სადაც დარეგისტრირებული იყვნენ. აკრძალვა ეხებოდა ყველა 16 წელს მიღწეულ პირს, ხოლო მისი დარღვევა 25 წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.
სხვაგვარად, რომ ვთქვათ, კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ დეპორტირებული კავკასიელი ხალხებისთვის მოიგონა, რაღაც ჰიბრიდი სარეზერვო და შრომითი ბანაკებისა, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ისჯებოდა 25 წლიანი პატიმრობით.
სხვათა შორის, როდესაც ითხოვენ განსაზღვრო განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და რუსულ კომუნიზმს შორის, ჩვეულებრი პასუხობენ, რომ ნაცისტები ხოცავდნენ ადამიანებს ეროვნული ნიშნით, ხოლო კომუნისტები – სოციალური.
მაგრამ, ეს უკიდურესად მცდარი შეხედულებაა, რადგან კომუნისტები ხალხს ამყოფებდნენ მასობრივი რეპრესიების ქვეშ და ანადგურებდნენ არა მარტო სოციალური, არამედ ეთნიკური ნიშნითაც.
ასე, რომ კომუნისტური მოსკოვის სინდისზე, ნაწილობრივ განადგურებული და ნაწილობრივ მუშათა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტილი, საბჭოთა იმპერიაში შემავალი ათობით ეთნოსია. ამიტომ, კომუნიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს “ორმაგ ნაციზმთან”, ასე ვთქვათ “ნაციზმთან კვადრატში”.
ეხლა ერთი-ორი სიტყვა ციფრებზე. ეს ციფრები ჩვენს მიერ აღებულია ნ. ბუგაისა და გონოვის დოკუმენტური წიგნიდან “კავკასია: ერები ეშელონებში” (20-60- წლები), (“Кавказ – Народы в эшелонах”, Изд-во “Инсан”, 1998 г.). ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსამზადებელი ღონისძიება ვაინახების გასახლებისთვის დაიწყო 1943 წლის იანვარ-თებერვალში – კავკასიის გერმანელი სამხედროებისგან გათავისუფლებისთანავე.
ამ ღონისძიებათა უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდა დაწვრილებითი სტატისტიკური ანგარიში ჩეჩნებისა და ინგუშების რაოდენობისა. ვაინახების რაოდენობიდან გამომდინარე, 1944 წლის იანვრის ბოლოს 14 200 ვაგონსა და 1000 პლატფორმაზე იქნა განაცხადი შეტანილი, რაც აუცილებელი იყო შუა აზიაში ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისათვის. ამ რაოდენობის ვაგონები და პლატფორმები უნდა დაენაწილებინათ 159 ეშელონად.
ადვილად გამოსათვლელია, რომ ყოველ ჯგუფზე მოდიოდა 89 ვაგონი და 6 პლატფორმა. ყოველ ეშელონს თან ახლდა 35 ზედამხედველი, რომლებსაც ერთი ვაგონი ეკავათ.
შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილი 159 ეშელონიდან, ბოლოს ცენტრალურ აზიაში გაემართა ერთი ჯგუფი ყოველგვარი დაცვის გარეშე, რომლითაც შედარებით კომფორტულ პირობებში მიჰყავდათ რესპუბლიკური და სამეურნეო მაღალჩინოსნები, ჩეკისტები, საბჭოთა რეჟიმისადმი ლოიალურად განწყოფილი სასულიერო პირები და მათი ოჯახის წევრები.
ვაგონების საერთო რაოდენობიდან ზედამხედველობისა და ამ უკანასკნელი “ნომენკლატურისთვის” განკუთვნილი 158 ვაგონის გამოკლებით, ჩვენ გვრჩება 14041 ვაგონი, რომლებშიც ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში გადაყვანილი იქნა 478 479 ვაინახი (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). გამოდის რომ თითოეული ვაგონით 34 ადამიანი გადაჰყავდათ.
თუმცა, ასეთი რაოდენობის გადასახლებულთა ყოფნა ერთ ვაგონში სავსებით არ ემთხვევა სსრკ-ში სარკინიგზო მაგისტრალებზე ადამიანთა გადაყვანის იმ დროის ნორმებს. ამ ნორმატივებზე ჩვენ ვიგებთ ალექსანდრე სოლჟენიცინის ცნობილი ნაშრომიდან “არქიპელაგი გულაგი” (“Архипелаг ГУЛАГ”). ავტორი აღნიშნავს:
“იმ პატარა მსხვილფეხა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში, რომლითაც მიღებულია რვა ცხენის, ან ოცდათორმეტი ჯარისკაცის, ან 40 პატიმრის გადაყვანა, დეპორტირებულნი მიჰყავდათ ორმოცდაათი და მეტი”
( «Архипелаг ГУЛАГ», журн. «Новый мир», №11, стр. 168).
გასაგებია, რომ ომის პირობებში, როდესაც სსსრკ-ს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დეფიციტს განიცდიდა ვაგონებისა და ლოკომიტივების მხრივ, ასევე სარკინიგზო მეურნეობაში, ორმაგი დატვირთვით მუშაობის პირობებში, НКВД-ს ნამდვილად არ შეეძლო ქვეყნის ხელმძღვანელობისგან დამატებითი ვაგონები გამოეთხოვა, რომ “ფაშისტებთან კავშირში” ბრალდებული “სპეცემიგრანტებისთვის”, რომლებიც ინსტრუქციის დარღვევით იყვნენ განთავსებულნი, 34-34 ადამიანი ვაგონში, ასე თუ ისე კომფორტული პირობები მოეწყოთ.
ცხადია, ეჭვს ვერავინ მიიტანდა სტალინის სადამსჯელო ორგანოებზე, რომლებიც დეპორტაციის პერიოდში ხვრეტდნენ და აფეთქებდნენ ათასობით, ყრიდნენ ტბებში და ცოცხლად წვავდნენ ვაინახებს, რომ შეექმნათ საგზაო კომფორტი “სამშობლოს მტრებისთვის”.
გარდა ამისა, არსებობენ ყოველივე ამის მომსწრე ვაინახები. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი პიროვნების ნაამბობი:
“უკიდურესად გადატენილ სატვირთო ვაგონებში, შუქისა და წყლის გარეშე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში მივდიოდით ჩვენთვის უცნობი დანიშნულების ადგილისკენ. მოსახლეობაში ინფექციური დაავადებები გავრცელდა. არანაირი მკურნალობა, ომი მიდიოდა…ხანმოკლე გაჩერებების დროს, მატარებლის მიმდებარე მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებში, ლოკომოტივის კვამლისგან გაჭვარტლულ თოვლში ასაფლავებდნენ დაღუპულებს” ( ხ. არაპიევის მოგონებიდან).
აქედან და სხვა, დეპორტაციის ათასი მსხვერპლის, მოგონებიდან ჩვენ შეგვიძლია დავსაკვნათ, რომ ისინი უკიდურესად გადატენილი ვაგონებით გადაჰყავდათ. ამიტომ, თითოეულ ამ ვაგონში ვერანაირად ვერ იქნებოდა ინსტრუქციის შესაბამისად-50 ადამიანი. სინამდვილეში, მრავალი ვაინახის დადასტურებით, რომლებმაც გადაიტანეს დეპორტაცია, ერთ ვაგონში 80 და უფრო მეტ ადამიანს უწევდათ ყოფნა.
ძალოვანი სტრუქტურების მიერ გამოთხოვილი ვაგონების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სინამდვილეში თუ რამდენი იყვნენ ჩეჩნები და ინგუშები დეპორტაციის მომენტში. გაზვიადება, რომ არ მოხდეს ვიმსჯელებთ გამომდინარე ნორმატიული მინიმუმიდან – 50 ადამიანი ერთ ვაგონზე. ვამრავლებთ 14041 ვაგონს 50-ზე და მივიღებთ 702 ათას დეპორტირებულ ვაინახს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის მინიმალური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან გადაგზავნეს შუა აზიაში.
ახლა, გავიხსენოთ იმ ვაინახებსი რაოდენობა, რომლებმაც, ოფიციალური მონაცემებით, დანიშნულების ადგილას ჩააღწიეს. ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში 478 479 (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). ვაკლებთ ამ რაოდენობას 702 ათასს და ვიღებთ 223 500 გზაში “დაკარგულ” ვაინახს. სწორედ ასეთია – მინიმალური შეფასებით – გადაყვანის დროს დაღუპული ვაინახების რაოდენობა. ამ მასიური სიკვდილის მიზეზი გახდა გაუსაძლისი ყინვა, შიმშილი, ეპიდემია ტიფა, სამედიცინო დახმარების არარსებობა.
1944 წლის მარტში, დანიშნულების ადგილას ჩასული (ოფიციალური მონაცემებით), 478 479 ვაინახიდან, 12 წლის შემდეგ, 1956 წელს ცოცხალი დარჩა 395 ათასი. გამოდის, რომ დაიღუპა 83 ათას 479 ადამიანი. თუმცა, თუ ყურადღებას გავამახვილებთ დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე, ეს დანაკარგი გაცილებით უფრო დიდია. ცნობილია, რომ 1945-დან 1950 წლამდე პერიოდში, ვაინახურ ოჯახებში 40 ათასამდე ბავშვი დაიბადა. ასევე, შობადობის დინამიკა ვაინახებში წლიდან წლამდე იზრდებოდა:
— 1945 წ. ვაინახებს შეეძინათ 1800 ბავშვი;
— 1946 წ. – დაახლ. 4000;
— 1947 წ. – დაახლ. 5800;
— 1948 წ. – დაახლ. 8300;
— 1949 წ. – დაახლ. 9100;
— 1950 წ. – დაახლ. 12 000;
მთლიანობაში, დეპორტაციაში გატარებულ პირველ 6 წელიწადში, 1945 – 1950 წწ. ვაინახურ ოჯახებში 41 ათასი ბავშვი დაიბადა. ცნობები 1950-1956 წლების პერიოდის შობადობაზე არ მოიძებნა.
თუმცა, სტაბილურად მზარდი შობადობის დინამიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპორტაციის წლებში დაიბადა არანაკლებ 150 000 ვაინახი ბავშვისა.
გზაში დაღუპული ვაინახების რიცხვს ნაწილობრის ამ 150 ათასი ბავშვით თუ შევავსებთ, სახლში დაბრუნების მომენტთან შედარებით, ჩეჩნენისა და ინგუშებია რაოდენობა იყო 83 ათას 479 ადამიანით ნაკლები, ვიდრე ცენტრალურ აზიაში, 1944 წლის მარტში ჩასვლისას.
დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების ჩათვლით, ცენტრალურ აზიაში 1944-1956 წლებში, ანუ 12 წელიწადში, სხვადახვა მიზეზების გამო დაიღუპა 230 ათასი ვაინახი. ერთადერთი ახსნა ამ საშინელი სიკვდილიანობისა, ჩვენ ვიპოვეთ ჩეჩენი ისტორიკოსის ლემა უსმანოვას წიგნში “დაუმორჩილებელი ჩეჩნეთი” ( “Непокоренная Чечня” М. 1997 г. , стр. 84-85):
“მას შემდეგ, რაც ჩეჩნების გაძევების ძირითადი ეტაპი დასრულებული იყო, დაიწყო ნადირობა მათზე, ვისაც გაუმართლა და აირიდა ეს საშინელი ხვედრი. განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა მთებში “შემთხევით დავიწყებული” კვების პროდუქტების მიმოფანტვის მეთოდმა. მოწამლული საკვები პროდუქტების პრაქტიკა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ვაინახების დეპორტაციის ადგილებშიც.
რუსულ დანაშაულებათა ეს ასპექტი ფართო განხილვის საგნად იქცა კონფერენციაზე “საერთაშორისო უფლება და ჩეჩნეთის ტესპუბლიკა” (“Международное право и Чеченская республика” Польша, Краков, 8-11 декабря 1995 г.).
ერთ-ერთი მისი მონაწილემ, ივან ბილასმა, პროფესორი, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მოიყვანა ცნობა რუსული არქივიდან (фонд 9478, дело #1375, 1949 год), რაც აჩვენებს, რომ ჩეჩნებს დეპორტაციის წლებში “კვებავდნენ” მოწამლული პროდუქტებით. დოკუმენტებში ისინი ნახსენებია როგორც “საკვები სიურპრიზები” (пищевые сюрпризы).
მაგალითად, 1 კგ ფქვილის მოსაწამლად რეკომენდირებული იყო დაემატებინათ 1 გრ დარიშხანის, ხოლო 1 კგ მარილზე – 10 გრ. სხვა საწამლავი – დარიშხან-ნატრიუმის მარილი – განკუთვნილი იყო შაქრისთვის ( 1 კგ – 10 გრ), და წყლისთვის ( 1ლ – 1 გრ). ეს სიურპრიზი რეკომენდირებული იყო გამოიყენებინათ ვაინახებისთვის საყვარელი გალუშკების მოხარშვისას.
აღმოჩნდა, რომ ზეთებისთვის, საკმაოდ “კარგი” იყო გექსოგენი. იმავე კრაკოვის კონფერენციაზე, მისმა მეორე მონაწილემ რიშარდ ბოჩანმა, ქ. კრაკოვის საბჭოს დეპუტატი, წარმოადგინა დეპორტირებულ – თვითმხილველი პოლონელების ცნობები “შესახედად ჯანმრთელი და ძლიერი ჩეჩნების” იდუმალ, მასიურ სიკვდილიანობაზე (ათასობით).
ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებისა და ციფრების შეჯამების შემდგომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალურ აზიაში გადაყვანის პროცესში და გადასახლებაში გატარებული 12 წლის განმავლობაში, ვაინახებმა დაკარგეს – ყველაზე მინიმალური შეფასებით – 450 000 ადამიანი.
ვიმეორებ: ეს რეალურზე დაბალი მონაცემებია. ეჭვს არ ბადებს ის, რომ დაღუპული ვაინახების რაოდენობა მოცემულ ციფრებს ბევრად აღემატება. აქ არ იგულისხმება იმ ვაინახების რაოდენობა, რომლებიც სასტიკად ამოწყვიტეს საბჭოთა ჯალათებმა გადასახლების პერიოდში უშუალოდ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე.
ჩეჩენის ისტორიკოსის, ჰასან ბაკაევის სტატია.
ნათარგმნია რამზან გორგიშვილის მიერ.