შამილის მიერ გატარებული რეფორმები გატარებული რეფორმები, როგორც საზოგადოების საერო პროგრესული განვითარების მაგალითი.
შამილის მიერ ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას თან ახლდა ძირეული რეფორმები: პირველ რიგში, აღსანიშნავია ჩეჩნეთისა და დაღესტნის გაერთიანება.
მან დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორია დაყო სანაიბოებად, რომელსაც მართავდნენ ნდობით აღჭურვილი და გამოცდილი „ნაიბები.
ა. ფრონელის თანახმად ნაიბები თექვსმეტი წლიდან სამოც წლამდე უნდა ყოფილიყვნენ თითეულ ნაიბს ჯარში უნდა ემსახურა. თოფი და ხმალი ყველა მეომარს საკუთარი უნდა ჰქონოდა.
შეძლებული მეომარი ცხენით გადიოდა ჯარში და თუ თავად ვერ წავიდოდა სალაშქროდ ავადმყოფობისა ან ჭრილობის გამო ცხენი სხვისთვის უნდა ეთხოვებინა.
მეომარს საგზალი შინიდან მიჰქონდა, ხოლო თუ დიდხანს დარჩებოდა ლაშქარში მაშინ იოლად მიდიოდა რეკვიზიციით, ე.ი საგზალს გზადაგზა სოფლებში ართმევდა ხალხს.“ სანაიბოები იყოფოდა უბნებად, რომლებსაც მაზუნები მართავდნენ. ისინი დაკავებულნი იყვნენ სამხედრო მოსაკრებლების აკრეფვით და სურსათის მომარაგებით.
შამილის მმართველობის დროს დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამი ოლქი არსებობდა: ჩეჩნეთის, ავარიისა და ანდალალის.
ჩეჩნეთის ოლქის მმართველი იყო შამილის ერთ-ერთი სიმამრი – ყაზიყუმუხელი აბდულა წახურელი;
ავარიის ოლქს მართავდა ჰაჯი-მურატი;
ანდალიის ოლქის მმართველი იყო ყიბიტ-მაჰმადი, შამილის ერთგული მეგობარი.[10;82]
სასამართლო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდნენ ყადიები, ალიმები.
1841 წლიდან ყოველდღიურად პარასკევის გარდა, იმამთან ერთად იკრიბებოდა და სხდომას მართავდა დივან-ხანე (უმაღლესი საბჭო). ის განიხილავდა ადმინისტრაციულ, სამხედრო, სამეურნეო, სასამართლო საქმეებს. ისმენდა ნაიბების მოხსენებებს.
მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად იწვევდნენ ყრილობებს, ნაიბების, ალიმების და სხვა პირების შემადგენლობით. ასეთი ყრილობები წინა იმამების დროსაც იმართებოდა, მაგრამ მათ დიდი მნიშვნელობა მხოლოდ შამილის დროს მოიპოვეს. შამილს თვდაპირველად ძალიან გაუჭირდა შარიათის დამკვიდრება, რადგან მისი კანონები მთიელების ადათ წესებთან შეუსაბამობაში იყო, ამიტომ ჩეჩნეთში გადაწყვიტა გამოეცა ახალი კანონები (ნიზამები), რომლებიც მეტ-ნაკლებად შესაბამისობაში იქნებოდა ვაინახურ ადათებთან [17;214]
ნიზამები აწესრიგებდა მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზღუდავდა სისხლის აღებას, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ადგენდა სასჯელის ფორმებს და სხვ.
შამილის მმართველობის პერიოდში შარიათი მტკიცედ დამკვიდრდა მთიელებში და შამილის ხელისუფლების წარმატებას მკვეთრად შეუწყო ხელი. მთიელებში დანაშაულის ჩადენა გახდა იშვიათი და თუ ვინმე მაინც გაბედავდა ჩხუბს მკვლელობას, ან სხვა სახის დანაშაულს, მკაცრად ისჯებოდა, რომ ის მაგალითი ყოფილიყო სხვებისათვის.
ნიზამების ავტორი თავად შამილი იყო. ნიზამს უნდა შეეცვალა დაუწერელი „ადათი ‘ და სწორედ ამაში იყო მისი დადებითი მნიშვნელობა. შამილმა ბევრი იმუშავა არმიის მოწესრიგების მიზნით. ის დიდ ყურადღებას უთმობდა ცხენოსან ჯარს. მის საუკეთესო ნაწილს ეწოდებოდა“მურთაზკები“
ა. ფრონელის თანახმად ძირითად სამხედრო ერთეულს საიმამოში შეადგენდა ათასეული, რომელიც თავის მხრივ იყოფოდა ხუთასეულად. ასეულებად და ათეულებად.ათასეულის სათავეში იდგ ა ნაიბი. გარდა ამისა, შამილს რუსი და პოლონელი დეზერტირებისაგან შემდგარი სპეციალური ბატალიონი ჰყავდა. [11;11,12]
ილია ორბელიანი სხვაგვარად აღწერს შამილის ჯარს. მის თანახმად, შამილის დაღესტნური ჯარი ჯგროდ და ხროვად მოქმედებს. არ არის დანაწილებული ათეულებად და ასეულებად. ხოლო ჩეჩნები დაყოფილნი არიან ასეულებად და ხუთასეულებად .[10’87]
შამილი მეომრებს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის ორდენებით აჯილდოებდა.
შამილი ნიჭიერი მხედარმთავარი იყო და მთაში მოხერხებულად იყენებდა პარტიზანული ომის ტაქტიკას. ამ ტაქტიკის არსი შემდგომში მდგომარეობდა: შამილი ახორციელებდა მოულოდნელ თავდასხმებსა და აიძულებდა რუსებს უკან დახევას.
შამილმა დიდი ყურადღება მიაქცია ფულადი სისტემის შექმნას. ძირითად გადასახადს წარმოადგენდა „ზაკიათი“, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში შედიოდა.
შამილმა სოფლებში დაარსა სკოლები რომლებშიც უამრავი მოსწავლე იყო. ისინი სწავლობდნენ მათემატიკას, ყურანს, არაბულსა და სხვ. მათი მასწავლებლები იყვნენ სასულიერო პირები.
შამილმა მოახერხა დაღესტნისა და ჩეჩნეთის დიდი ნაწილის გაერთიანება. ის დადიოდა ჩეჩნეთის აულებში და ძალიან მალე მოახერხა მათი მიმხრობა. შამილი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩეჩნეთის შემოერთებას. ჩეჩნეთში უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი კოლონიზატორების მხრიდან.
ამგვარმა ვითარებამ მას საფუძველი შეუქმნა ჩეჩნების შეიარაღებისა და ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ომში ჩაბმის. გარდა ამისა, ჩეჩნეთთან კავშირს შამილი იმიტომ მიიჩნევდა ხელსაყრელად, რომ ჩეჩნეთი მოსავლიანი და საქონლით მდიდარი იყო,რაც ეკონომიკურად უზრუნველყოფდა მთიელ მეომრებსაც და მათ ოჯახებსაც.
შამილი დიდად უწყობდა ხელს შერეულ ქორწინებებს, ამიტომ მისი მმართველობის პერიოდში ხშირი იყო შორეულ აულებში ოჯახის შექმნა.
ვახტანგ ითონიშვილის თანახნად: შამილმა შეძლო შეექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომლის სიძლიერეც ეფუძვნებოდა იმამატის მცხოვრებთა იურიდიული თანასწორუფლებიანობის და სრული დამოუკიდებლობისათვის წარმოებულიწმინდა ომის-ჰაზავათის იდეურ დედაბოძს.[5 ;20]
შამილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი იმამები, ებრძოდნენ შამხლებს, ბეგებსა,და ხანებს. ეს ბრძოლა მიმართული იყო სრული ძალაუფლებისა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოშორებისკენ. ალბათ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს გაბატონებული კლასი ცარიზმის მომხრე იყო.
მის მიერ შექმნილი სახელმწიფო ატარებდა დემოკრატიულ ხასიათს, რადგან იგი მთიელებმა ნებაყოფლობით აღიარეს.
ილია ორბელიანის მონათხრობის თანახმად: ხალხში შამილის ავტორიტეტი რომ ამაღლებულიყო და დახმარება მიეღო მეზობელი ხალხებისგან, ამისათვის ის იყენებდა სხვადასხვა ხერხებს: შამილი ცდილობდა დაერწმუნებინა თანამემამულენი, თითქოს მას თურქეთის სულთანი და ეგვიპტის ფაშა დიდ დახმარებას უწევდნენ მის საქმიანობაში.
შამილი ყაბარდოელებს სთხოვდა მიეშველებინათ მისთვის ჯარი და ფულადი სახსრებით დახმარებოდნენ, რათა რუსები დაემარცხებინათ. შამილი ხშირად უჩვენებდა თავის მიურიდებს ბეჭედდასმულ წერილებს, რომლებიც თითქოს თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფალთაგან ჰქონდა მიღებული . ავტორის თქმით, ეს წერილები ადგილზე იყო დაწერილი, ხოლო ბეჭედიც აქვე ქონდა დასმული.[10;88’89]
შამილის გატარებულმა რეფორმებმა, მის მიერ ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ, ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ისეთ ძლიერ იმპერიასთან ბრძოლა, როგორიც რუსეთი იყო იმ პერიოდში.
შამილმა თავისი გატარებული რეფორმებით შეძლო ტრადიციული კულტურიდან თანამედროვე კულტურაში ტრანსფორმაცია. მან დიდი როლი შეასრულა მთიელების გაერთიანებისა და შეკავშირების საქმეში. მთიელები შამილში ხედავდნენ ხსნას ფეოდალური ძალადობისგან.
ნინო ლომიძე