ბაისანგურ ბენოელი

ბევრი ვაჟკაცი ჰყოლია ჩეჩნეთს
სამშობლოსთვის რომ უძგერდათ გული,
მაგრამ სიმბოლოდ არ დამონების
მარად დარჩება ბაისანგური!

რა დედამ შობა კაცი ლეგენდა?!
გაუტეხლობით მთაში განთქმული.
ისე იბრძოდა ვითარც ცის ელვა,
ვითარც უხორცო, ვითარც ავსული.
 
ღუნიბსაც ახსოვს ცხენზე დაკრულმა
როგორ გააპო მტრის ცეცხლის რკალი
ხმალით გაკაფა მათი რიგები
არ გაიყოლა მომხდურთა ვალი.
 
ის იყო გმირი,ნათალი ქვისგან,
თავისუფლების მკერდით დამცველი.
მოკვდა, მტერს მაინც შიშის ზარს სცემდა
ხმამაღლა თქმული მისი სახელი.
 
ბევრი ვაჟკაცი ჰყოლია ჩეჩნეთს
სამშობლოსთვის რომ უძგერდათ გული,
მაგრამ სიმბოლოდ არ დამონების
მარად დარჩება ბაისანგური!
როლანდ მარსაგიშვილი
Share

Leave a Reply