მაღალმთიანი ინგუშეთის ულამაზეს მხარეში, დასახლება ოლგეთის სიახლოვეს, საქართველოს საზღვრის (ხადის ხეობა, ყაზბეგი) მიმდებარედ უძველესი ტაძრების ნაშთებია შემორჩენილი. ეს ჯეირახის რაიონია, ღლიღველთაგან დაცლილი თვალწარმტაცი ხეობების ზონა – 1000 კოშკის ქვეყანაში ისტორიულ ძეგლთა უმრავლესობა სწორედ აქაა განლაგებული. მთლიანობაში ინგუშეთში 1100 კოშკი ან მათი ნაშთია შემორჩენილი, თითქმის ამდენივე სამაროვანი და სამოცამდე მავზოლეუმიც გადარჩენილა სრულ განადგურებას. დამატებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი სამლოცველის ნათშია ცნობილი.
ინგუშებსვის მთები სიწმინდე იყო და საკულტო შენობებს ცასთან ახლოს აგებდნენ. ხევის და ხევსურეთის მიმდებარედ ცეი-ლოამ (ინგუშ: ლამაზი მთა) აღმართულა, კარგ ამინდში ამ ადგილიდან მყინვარწვერი მშვენივრად იმზირება – ყაზბეგიც საკრალური მთაა კავკასიელთათვის, ღლიღველთა წინაპრები მას თაყვანს სცემდნენ. ინგუშებში პოპულარული ლეგენდა, რომ მყინვარწვერზე პრომეთე მიაჯაჭვეს, ინგუშურ ვერსიაში მას პხარმატი ქვია და ეს გმირი ნართების სამყაროდანაა (სხვა ვერსიით პხარმატი ცეი-ლოამზეა მიჯაჭვული). მყინვარწვერს ინგუშები ბეშლამ-კორტს უხმობენ (მთა რომელიც დნება) – მას უკავშირებენ ქალღვთაება დარზა ნანას სახელს (ინგუშ: ქარბუქთა დედაДа́рдза-на́нилг – ქარის და წყლის სტიქიონი) . ღვთაებას შვიდი მითიური ძე ყავდა, რომლებიც ზეცად ავიდნენ და დიდი დათვის თანავარსკვლავედად იქცნენ. დარზა ნანას კერა არ ქრება, იქ მუდმივად არის პური და ცხვრის მოხარშული ხორცი. ქარბუქთა დედაუფალი ყოველთვის მოწყალე როდია – მან წრე შემოხაზა ყაზბეგის მწვერვალზე და იქ მოკვდავთ ასვლა აუკრძალა. ვინც გაკადნიერდება და ტაბუს დაარღვევს, ქალღვთაება მას დაღუპავს და ხრამში გადაჩეხავს, ზევიდან კი ზვავს დაუშვებს. მისი სამსხვერპლო მყინვარწვერის მასივის ძირში უნდა ყოფილიყო გამართული.
ვაინახთა მითოსში არსებობს ღმერთებთან მებრძოლი გმირის სახვა სახეც – კურიუქოКурюко. მან ვაინახთა მეხთამტეხ ღვთაებას და დარზი ნანას ქმარს, სელის მოსტაცა ცხვარის ფარა, წყალი და ცოდნა ლერწამისგან სახლების ასაშენებლად (Се́ли ვაინახთა წარმოდგენით უზენაესი, შემოქმედი ღვთება დალა-ს/დიალას უმცროსი ძმა – ცისარტყელა მისი მშვილდია და ელვა კი ისარი). ეს ყველაფერი დარზა ნანას და სელის შვიდი ვაჟის საშუალებით ადამიანებს მიუტანა. განრისხებულმა სელიმ შვდივე ძე ზეცას გამოაკრა და დიდი დათვის ვარსკვლავთწყობა შექმნა (სელის შვიდი ვაჟი – ასე ითარგმნება ინგუშურუდან დიდი დათვის სახელი).
სელიმ თავის ცოლოს დარზა ნანას,იგივე ფურკას დაავალა კურიუქოს დასჯა – ის მყინვარწვერს მიაჯაჭვეს და მკერდის საჯიჯგნად არწივი მიუჩინა. სწორედ ამიტომ მოხაზა წრე ბეშლამ-კორტზე ფურკამ (დარზა ნანა) და ადამიანებს მყინვარწვერზე ასვლის მცდელობა შეუძლებლად აქცია. საინტერესოა პხარმატი ლეგენდის ჩეჩნურ ვერსიაში (ჩეჩნ/ინუშ:пхьар – მჭედელი) შედარეთ ქართველ მთიელებში მჭედელი პირქუშის სახეს – გმირი სელის კერიდან მყინვარწვერზე მუგუზალს იპარავს და ადამიანებისთვის მიაქვს.
სელი ვერ ეწევა პხარმატს, მაგრამ სასჯელად ადამიანებს ყინვას უგზავნის. გმირს ეცოდება ხალხი და თავისი ნებით მიდის ღვთაების კარზე. მას სჯიან მყინვარზე მიჯაჭვით. ყოველ დილით მასთან მიფრინავს ფრინველთ ბატონი იდა და თავისი რკინის ნისკარტით ღვიძლს უკორტნის. იდა მონანიებას სთხოვის გმირს და სანაცვლოდ წამების შეწყვეტას პირდება, მაგრამ გმირი არ ეპუება განსაცდელს. დურძუკთა რწმენით ყინვა და თოვლი მყინვარწვერზე სელამ გააჩინა, რათა პხარმატს სითბო არ ეღირსოს – გმირს რომელიც უბრალო თხოვნით უმზადებდა ხალხს ბრინჯაოს საჭურველს და სანაცლოდ არაფერს თხოულობდა. თავად ხალხი კი წარმოჩენილია ოსთხოელ ნართებს სახით – მათი მეთაურია სესკა სოლსა.
დარიალის ხეობაში, თამარის ციხის სიახლოვეს იყო ინგუშებით დასახლებული სოფელი გველეთი/გვილეთი (ინგუშური ვერსეიით გელათე, გელათხოის ტეიპის სამშობლო) . ინგუშური გადმოცემით ხევს ყაბარდოლეთა ჯარის დასხმია თავს და ხალხი ტყვედ წაუყვანიათ (მუსა ბუზურტანოვის სიტყვებიდან 1929 წელს) . „ორი ინგუში სოფელი არზიდან გაზიკი და ჩერბიში ნადირობდნენ ჯიხვებზე. მეფე ირაკლიმ მადლობის ნიშნად ინგუშებს გაზიკს და ჩერბიშს მისცა სოფელ გველეთში დასახლების უფლება. მათგან წამოვიდა გაზიკოვების და ჩერბიშევების ორი ინგუშური გვარი.
გაზიკმა და ჩერბიშმა თავისთან დაპატიჟეს ნათესავები არზიდან და გველეთში გადასახლდნენ დასხოევები, კოტიევები, ოზიევები“. ინგუშებმა აქ საბრძოლო კოშკები ააგეს და სამხედროს მოქირავნეები გახდნენ. გველეთის მოსახლეობამ, უკანასკნელებმა ინგუშებს ყველაზე ბოლოს, 1861 წელს ისლამი მიიღო. რაც რუსეთის იმპერიული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო. 1888 წლის მაისში ინგუშები გველეთიდან აყარეს და სამცხე-ჯავახეთში ჩაასახლეს არაკომპაქტურად. 1895 წელს ღლიღველთა ამ პოპულაციას ინგუშეთში დაბრუნების უფლება მისცეს, მამგრამ არა გველეთში. ისინი ცალკეული ოჯახების სახით სხვადასხვა ადგილებში დასახლდნენ.
ჯერახის რაიონის მთიან სექტორში ყველაზე გამორჩეული მაინც მაგიდა მთაა [გეოგრაფიული ტერმინია, თუმცა ამ კონკრეტულ მწვერვალსაც სწორედ ასე ქვია], მისი სიმაღელე 3000 მეტრს სცდება. ამ მასივს ებმის მთა მათ-ლოამ, სადაც ზღვის დონიდან 2560 მეტრზე დგას მიატ–სელის (Святилище Мят- Сели) [9] სამლოცველო. გადმოცემით უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ მაიატ-სელის ღვთაებას. რომელიც ნაყოფიერების, ტაროსის და ზოგადად ოჯახის მფარველ კულტად ითვლებოდა. ვეინახების გარდა, აქ სალოცავად ქართველები და ოსებიც დადიოდნენ. გასული საუკუნის 20-იან წლებშიც კი სრულდებოდა რიტუელები – 1925 წლის გვალვის დროს ჯეირახის რაიონის მოსახლეობა სალოცავს წყალობას სთხოვდა. მაიატ-სელის სამლოცველოსთან სრულდებოდა ხარის მსხვერპლად შეწირვის რიტუალი. მთაზე მიმავალ პროცესიას წინ ქურუმი მიუძღვებოდა. აღმოსავლეთით პირშექცული უმაღლესი კულტმსახური, რქებზე თეთრდოლბანდშებმულ ზვარკს სწირავდა და ლოცვას აღავლენდა. ხორცი კი იქვე იხარშებოდა. გარდა ამისა საკურთხის ნაწილს ღვინო, ყველა და ხმიადიც შეადგენდა.
მაიატ-სელის სიახლოვეს იდგა მიატერ-დალა (ინგუშ: ღმერთების სატახტო,Мятер-дала) საკულტო შენობა, თავისი შვიდ იარუსად აღმართული პირამიდისებრი სახურავით (ზომები 3,88X2,75+3 მეტრი სიმაღლეში) – საფიქრებელია, რომ ის გასული საუკუნის 70 წლებში განადგურდა. ძეგლის ფასადი მორთული იყო ირმის რქებით, ხოლო შენობის ინტერიერში შესაწირავისთვის რამდენიმე ნიში იყო მოწყობილი. ადრეულ ფოტოებზე შესავლელი კარიც ჩანდა. ეხლა მხოლოდ ქვების გროვაა – სახელდახელოდ კედლების წყობით დალაგებული. ადრე ნაგებობას კირის დუღაბი ქონდა და შელესილიც ყოფილა.
სუსონ-დელა (ინგუშ: Сусон-дэла – ბანოვანთა მფარველი) კიდევ ერთი დანგრეული სამლოცველოა მაგიდა მთის სექტორში. 1925 წლისთვის პროფესორმა სემიონოვა (Профессор Л. П. Семенов) მხოლოდ ქვის გროვა იპოვნა ამ ადგილებში. თუმცა ადგილოვრივ ინგუშ მოხუცებს ახსოვდათ, რომ ამ ძეგლსაც ორფერდა, საფახურობრივი სახურავი ქონდა. თავად შენობას მართკუთხედის ფორმა ქონდა.
ჯეირახის ამ მთიანი სექტორის დასახლებები უმთავრესად XIV-XVI საუკუნეებში გაშენდა. საფიქრებელია, რომ იმ დროს და მანამდეც ქართულ კულტურას დიდი გავლენა ექნებოდა ინგუშურ თემზე, არც ოსურ-ალანუირი ექსპანსიაა ნაკლებასავარაუდო. წარმართულ ტრადიციებს ქრისტიანული წესი-ჩვეულებები ეფინებოდა ზეივიდა და სინკრეტულ სამყაროს ქმნიდა. კავკასიაში სახელმწიოებრივი რეცესიის დროს კი პირუკო პროცესებიც განვითარდა და სასულიერო პირთა ნაკლებობის ფონზე, იმ დროს უნდა მომხდარიყო ქრისტიანობის პაგანიზაცია, ერთგვარი გახალხურება.
შალვა ნაკაიძე