ქრონოლოგია:
1990 წლის 27 ნოემბერს ჩეჩნეთ-ინგუშეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაერქვა ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა.
1991 წლის 8 ივნისს ჩეჩენთა საერთაშორისო კონგრესმა გამოაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკა ნოხჩიჩო.
1991 წლის 6 სექტემბერს ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა პარლამენტიდან გააძევეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო,რომელიც რუსეთის ზეწოლით თავისივე გამოცხადებული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ წავიდა.
1991 წლის 27 ოქტომბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკა ნოხჩიჩოში ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და გაიმარჯვა ჯოჰარ დუდაევმა.
1992 წლის 12 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკა ნოხჩიჩომ მიიღო კონსტიტუცია,ჩეჩნეთის რესპუბლიკა ნოხჩიჩო სეკულარული სახელმწიფოა.
1992 წლის 31 მარტს წარუმატებლად დამთავრდა პრორუსული ძალების მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალება.
1993 წლელს ჩეჩნეთის რესპუბლიკა ნოხჩიჩოს გადაერქვა სახელი,მისი სახელი იჩქერია გახდა.
1994-1996 წელი, იჩქერია – რუსეთის პირველი ომი.
1996 წლის 21 აპრილს რუსებმა მოკლეს იჩქერიის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი, პრეზიდენტი კი გახდა ზელიმხან იანდარბიევი.
1996 წლის 6 აგვისტოს იჩქერიის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს გროზნოს შტურმი და გაწმინდეს გროზნო საოკუპაციო ძალებისგან.
1996 წლის 31 აგვისტოს დაიდო ხასავიურთის ხელშეკრულება, იჩქერიის ტერიტორიიდან მთლიანად გაიყვანეს რუსული ჯარი.
1997 წლის 26 იანვარს იჩქერიის პრეზიდენტი გახდა ასლან მასხადოვი ( 59.1% ).
1997 წლის 12 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და იჩქერიის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის შორის დაიდო სამშვიდობო შეთანხმება.
1999 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და დაიწყო რუსეთ – იჩქერიის მეორე ომი.
2005 წელს რუსეთმა მოახდინა იჩქერიის სრული ოკუპაცია.
2005 წლიდან იჩქერიის მთავრობა დევნილობაში იმყოფება, იჩქერიის პრემიერ მინისტრი აჰმედ ზაქაევი დიდ ბრიტანეთშია.
იჩქერიის დამოუკიდებლობის დღე თბილისში: