ქისტი შეფიცულები

მე-11 წითელი არმიის მიერ მენშევიკური საქართველოს დამარცხების შემდეგ მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა,მაგრამ დემოკრატიული საქართველოს ღირსეულ შვილებს არ შეუწყვეტიათ ბრძოლა და წინააღმდეგობა. ახმეტელმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შექმნა შეფიცულთა რაზმი,რომელიც 1922-24 წლებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მრავალი მწარე დღე გაუთენა ბოლშევიკებს. ქაქუცა კარგად იცნობდა პანკისის ხეობას და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქისტებთან.
ცნობილია რომ ახმეტელი და მატნელი თავადები მეგობრებთან ქისტებთან, საქეიფოდ და სანადიროდ ამოდიოდნენ პანკისში ქისტებთან და ყველანაირ დახმარებას უწევდნენ მათ მეურნეობის მოწყობაში.
ხვთისო მამისიმედაშვილი თავის მხატვრულ-დოკუმენტურ ნარკვევში “ვეინახები და ქართველი მთიელები” შეფიცულთა რაზმის წევრ ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებზე დაყრდნობით წერს,რომ შეფიცულებმა “თავდაპირველ ბაზად მათ აირჩიეს პანკისის ხეობა,სადაც ქისტები მოსახლეობდნენ და რომელთა შორისაც მრავლად ჰყავდათ ნაცნობებიცა და მოკავშირეებიც.
შეფიცულთა რაზმი სწორედ იქ ჩამოყალიბდა…თავდაპირველად როცა შეფიცულთა რაზმი შეიქმნა,მასში იყო ოცამდე კაცი,მათ შორის რამდენიმე ქისტიც. პანკისის ხეობიდან: დათიკო ფარეულიძე, ჰასეი აჭიშვილი, და სხვები”…
სხვათა შორის,შეფიცულთა რაზმში იყო დუისელი გაურგაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ გაჰყვა ქ.ჩოლოყაშვილს თავისი თავისი ნათესავების აკრძალვის მიუხედავად და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ალექსანდრე სულხანიშვილი ასე იგონებს პანკისს და პანკისელ ქისტებს: “იშვიათად ლამაზია პანკისის ხეობა,იმ მიდამოებში ქისტების რამდენიმე სოფელია. ისინი დიდ მხარდაჭერას გვიწევდნენ და ყველანაირად გვეხმარებოდნენ”
შეფიცულების და ქისტების მჭიდრო ურთიერთობაზე მეტყველებს ალექსანდრე კარგარეთელის მოგონებაც: “…იმ საღამოს რომ ავიშალენით,დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები ადგილზე დარჩნენ,რადგანაც კოტე ანდრონიკაშვილითავს ძალიან დაღლილად გრძნობდა,ბელადმა მათ ოთხი მებრძოლი დაუტია: ლ.ჯავახიშვილი,ბალალაშვილი და ქისტები,რომელნიც ქაქუცასთან იყვნენ წარმოგზავნილნი.”…
საფრანგეთში გადახვეწილი ელიზბარ მაყაშვილი,ქაქუცას თანმშრმელი იგონებს პანკისის ხეობა,ქისტ ვაჟკაცებს,რომლებიც გაჭირვების ჟამს ქაქუცას რაზმსგვერდში ედგნენ და შორეული საფრანგეთიდან ლექსით ესალმება პანკისს და პანკისელებს:
“მიყვარდა კოხტა პანკისი
ლამაზ ბუნებით შემკული,
მიყვარდა მათი მცხოვრებნი:
ქისტი,ფშაველი გინდ თუში.
ქისტების ლაღი ცხოვრება
და პურმარილი განთქმული.
მათ ვაჟკაცობა,მხნეობა,
პირში თქმა,ძმურად ერთგულნი.
უშიშარ იყვნენ და ბევრმა
სამშობლოს თავი შესწირა.
თვალწინ მიდგანან ეხლაც კი
იდა,მიხაკო.ბათირა.
ჯოკოლოს ჭალის შიშანი,
ალაზნის ტკბილი დენანი,
ომალოს ვაჟი გმირები:
ქოსა, ღანიში, ლევანი,
მიტო ზაქრო და დათიკო
და ბევრნი სხვანი და სხვანი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავის წინამორბედ ალექსანდრე ბატონიშვილის გზას დაადგა – ცდილობს რუსებთან ბრძოლაში მონახოს მოკავშირე ვეინახების სახით და ხევსურეთის ამბოხების (1922 წ.) დროს დიპლომატიურ ურთიერთობას ამყარებს პირიქითელ ქისტებთან და ამ საქმეში,ცხადია,გარკვეულწილად დადებითი ფაქტორი გახლდათ მისი პირადი კონტაქტები პირიქიტელ ქისტებთან.
ხევსურები და ქისტები, როგოტც ალ.ბატონიშვილის დროსშეთანხმდნენ ერთად ებრძოლათ საერთო მტრის წინააღმდეგ: “ქისტებმა გადაწყვიტეს ,რაც შეიძლება მალე გაეწიათ დახმარება ხევსურებისათვის,იქვე დანიშნეს ჯარეგოში ჯარის შეკრების დრო შატილში გსამგზავრებლად,საიდანაც პირიქით ხევსურეთისკენ გააგრჟელებდნენ გზას.
” – ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,რომ ქისტები ასეთი პატივით მოგვეპყრნენ”,- აღნიშნავს ალ.სულხანიშვილი
ხასო ხანგოშვილი

Share

Leave a Reply