ჩეჩენი ერის ურთიერთობები და ისტორიულ – კულტურული კავშირები მეზობელ ხალხებთან

ჩეჩენ ერს ქართველებთან მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა, მჭიდრო ისტორიული და კულტურული სიახლოვე აკავშირებს.
ეს ურთიერთობები საერთო ადათ-წესებით, გენეტიკური ნათესაობით და საერთო კავკასიური წარმომავლობითაც არის განმტკიცებუ-ლი. ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ურთიერ-თობები უძველესი დროიდან იღებს დასაბამს.
ქარ-თულ ისტორიულ წყაროებში თანამედროვე ვაინახთა წინაპრები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად ან დურძუკებად მოიხსენებიან. ძურძუკები (დურძუკები) ცენტრალური კავკასიის ჩრდილოეთ კალთებზე სახ-ლობდნენ და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ საქარ-თველოსთან.
მჭიდრო ისტორიული კონტაქტების დამადასტურებელი საბუთია ასევე ის, რომ ჩეჩნების მონათესავე ბაცბები და ქისტები საქართველოს ტერი-ტორიაზე ცხოვრობენ და ქართველებთან საერთო წეს-ჩვეულებები და გენეტიკური ნათეოსაობა აკავშირებთ. ანტიკური ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე ძურძუკეთი საქართველოს გავლენის სფეროდ ით-ვლებოდა და იქ ქართული კულტურა, დამწერლობა და ადათ-წესები ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა.
ძურძუკებს ქართველებთან ინტენსიური პოლიტიკური, ეკონომი-კური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდათ. ხშირად ხდებოდა ძურძუკების (დურძუკების) მიგრაცია საქართველოს მთიან რაიონებში. XI საუკუნის ქარ-თველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის თანახმად ვაინახური ტომების პირველი ნაკადი საქართველოში ჩვ. წ. III საუკუნეში შემოვიდა. მათ დროთა განმავ-ლობაში ასიმილაცია განიცადეს და გაქართველდნენ. როგორც ,,ქართლის ცხოვრება” გვაუწყებს ქართველ-თა სახელოვან მეფეს ფარნავაზს, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემ დებლად და დამა-არსებლად არის აღიარებული, ცოლად ჰყავდა ძურ-ძუკი ქალი. ამ ქალისაგან ფარნავაზს გაუჩნდა ვაჟი, რომელსაც სახელად საურმაგი ერქვა, რაც ვაინახების ენაზე ,,ყოვლისშემძლეს” ნიშნავდა . ქართლის ცხოვრებიდან ირკვევა რომ დურძუკები ქართველი მეფის, საურმაგის მოკავშირეები იყვნენ და გაჭირვების ჟამს მას მხარში ედგნენ.
 
როდესაც საურმაგს ქართლის ერისთავები და დიდგვაროვნები აუჯანყდნენ და მისი მოკვლა განიზრახეს, მან დახმარებისათვის ძურძუკეთს (დურძუკეთს) მიმართა. როგორც კი მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა ,,წარვიდა ფარულად, და ილტვოდა, და წარიტანა თანა დედაი მისი, და მივიდა დურძუკეთს დედისძმათა მისთა თანა”.საურმაგმა ძურძუკების (დურძუკების) დახმარებით ურჩი ერისთავების, დიდგვაროვნების აჯანყება ქართლში ადვილად ჩაახშო და მეფის ცენტრალური ხელისუფლება განამტკიცა.  ,,და საურმაგ შეკრიბა დურძუკეთიცა და წამოემართა ქართველთა ზედა, და ვერავინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა ყოველი ქარ-თლი და მოსრნა განდგომილნი მისნი, და რომელთამე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარ-ჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი.”
 
ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, როგორც ,,ქართლის ცხოვრებიდან” ირკვევა, საურმაგმა ძურძუკები (დურძუკები) საქართველოს ტერიტორიაზე დაასახლა, ურჩი დიდგვაროვნები ჩამოაქვეითა და მათ ადგილზე მისი ერთგული ძურძუკები (დურძუკები) დააწინაურა. ,,მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანა იგინი, ყოველთა კავკასიისა ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მთიულეთს დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი”
 

ვაინახების განსახლების არეალი

ძურძუკების მიგრაცია საქართველოში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა და პერიოდულად მეორდებოდა. (XIII, XVIII, XIX და XX საუკუნე). ვაინახების საქართველოში მიგრაცია სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული, ამ მიგრაციების შედეგეად ჩნდება ჩეჩნების კომპაქტური დასახლებები საქართველოს მთიან რეგიონებში. მათი ნაწილი ასიმილაციას განიცდის, ნაწილი კი ინარჩუნებს ეროვნულ იდენტობას.
 
მაგალითად პანკისის ხეობაში ჩამოსახლებული ქისტები არ ივიწყებენ თავიანთ წარმომავლობას და დღემდე ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზე.  საქართველოს გავლენა ძურძუკეთზე განსაკუთრებით გაძლიერდა XI-XIII საუკუნეებში, როდესაც საქართველო თავისი ძლევამოსილების მწვერვალზე იმყოფებოდა. `მეფე მზის~ _ თამარის მეფობის დროს საქართველოს გავლენა ვრცელდებოდა მთელ ჩრდი-ლოეთ კავკასიაზე და იქ მოსახლე ერებზე, მათ შორის ვაინახებზეც.
ვინაიდან წარმართობას მთაში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, ამიტომაც თამარ მეფეს ქრისტიანობის გავრცელება კავკასიის მთებში ცეც-ხლითა და მახვილითაც უწევდა.
როგორც ,,ქართლის ცხოვრებიდან” ირკვევა, ამ დროს ძურძუკები ქართველების მოკავშირეები იყვნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ .
როდესაც 1212 წელს ფხოელებმა და დიდოელებმა ამბოხება მოაწყვეს და საქართველოს სამეფოს განუდ-გნენ, თამარმა თავისი სახელოვანი სარდალი ივანე მხარგრძელი გაგზავნა მთაში აჯანყების ჩასახშობად. ფხოელებისა და დიდოელების წანააღმდეგ წარმოე-ბულ ბრძოლაში ივანე ათაბაგს მხარი დურძუკებმა (ძურძუკებმა) დაუჭირეს. `ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუენითა მეფენი დურძუკეთანი, მოსცნეს ლაშქარნი და დაუდგეს გუერდს. და იწყეს ზეიდამ ბრძოლა, რბევა და კლვა და ტყუეობაი და დაწუვა; და მოსწყვიტეს ურიცხვ კაცი დიდო და ფხოელი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნისი, ივლისი და აგვისტოსი.
მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისაგან მოსცეს მძევლები, აღუთქუეს მსახურებაი და ხარაჯა, და მისცეს პირი სიმტკიცისა, ქმნეს ზავნი. და წარმოასხა მძევლები, და ესრეთ გამარჯუებულნი მოვიდეს წინაშე მეფისა და რქუა ივანე ათაბაგმა მეფესა თამარს: ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, და მოვაოხრენ ურჩნი მე-ფობისა შენისანი დიდიოეთი და ფხოეთი.~ თამარ მეფემ კარგად იცოდა, რომ მეამბოხეთა დამორჩილება მარტო ცეცხლითა და მახვილით ვერ მოხერხდებოდა, საჭირო იყო ამ მხარის იდეოლოგიურ-სარწმუნოებრივი შემომტკიცება.
ამიტომაც ხდებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა კავკასიის მთებში და იქ ქართველი მისიონერების მიერ ქრისტიანული რელიგიის გავრცელება. ამ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე აშენდა მრავალი ქართული საზოგადოებრივი და საკულტო დანიშნულების ძეგლი. ამის დამადასტურებელი საბუთია არღუნის და ასას ხეობებში აღმოჩენილი ქართულ ეკლესიათა ნანგრევები, ქვის ჯვრები, ქართული წარწერები და ხელნაწერები.
ვაინახებში დღემდე ფართოდ არის გავრცელებული ქართული ტერმინები. მაგალითად ჩეჩნეთში, ხილდიხაროს ხეობაში გვხვდე-ბა ქართული კულტურის გავლენით წარმოქმნილი ტოპონიმები (ქერისტიე, ცაცახი, ჩამრა, მოზღარი, მეციხ, და ა.შ.) ჩეჩნურ ენაში დღემდე არის შემორჩენილი ქართული წამრომავლობის სიტყვები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დურძუკებს მთაში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ.
საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და ჩეჩნების გამაჰმადიანებაც გვიან, XV-XVI საუკუნეებში მოხდა. `მას შემდეგ ჩეჩნები სუნიტური ისლამის მიმდევარნი იყვნენ, თუმცა მათი რელიგია ინარჩუნებდა წარმართობის დამახასიათებელ ნიშნებს. ყოველ შემთხვევაში, რუსებთან კონტაქტის პირველ პერიოდში ისინი არ იყვნენ ფანატიკურად რელიგიურები, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ შეიძლებოდა, სწორედ ასეთები გამხდარიყვნენ.~
კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხშირად მეზობელი სახელმწიფოების, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ინტერესების სფეროში ექცეოდა. XVI საუკუნიდან მოყოლებული კავკასიაში ჰეგემონობის მოსაპოვებლად ეს ძლევამოსილი სახელმწიფოები მუდმივად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
მონღოლეთის იმ-პერიისაგან განთავისუფლების შემდეგ, ივანე IV მმარ-თველობის დროს რუსეთმა ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობა მოახერხა 1552-1556 წლებში და უშუალოდ კავკასიას დაუმეზობლდა. ამრიგად კავ-~კასია რუსეთის იმპერიის ინტერესთა სფეროში XVI საუკუნეში მოექცა. ამ პერიოდში ჩნდება პირველი რუსული ახალშენები და ციხესიმაგრეები კავკასიაში.
ჩეჩნეთის მიწაზე სუნჯასა და თერგის შესართავთან და თერგის ნაპირებზე შენდება კაზაკთა ქალაქები და დასახლებები. საწყის ეტაპზე ურთიერთობა ჩეჩნებსა და კაზაკებს შორის მეტად მშვიდობიანი იყო და მთლიანად აგებული იყო ურთიერთპატივისცემის პრინციპზე.  იმ დროს კავკასია ირან-ოსმალეთის ომის ასპარეზი იყო და კავკასიის სახელმწიფო მოღვაწენი ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას, რადგან რუსეთში ხედავდნენ იმ ძალას, რომელსაც შეეძლო ირანისა და ოსმალეთიის აგრე-სიის შეჩერება.
რუსეთთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ როგორც ქართველი მეფეები, ასევე ჩრდილოეთ კავკასიელი მთავრები. ამ პერიოდში რუსეთთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებენ კახეთის მეფეები და ყაბარდოს მთავრები.
ჩეჩნებსა და რუსებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მეფეებმა აგრესიული კოლონიური პოლიტიკის გატარება დაიწყეს კავკასიაში. XVIII საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში მკვეთრად გამოხატული კოლონიური ექსპანსიის ხასიათს იძენს, რის გამოც მწვავდება ურთიერთობა რუსებსა და ჩეჩნებს შორის.
რუსეთი ყველა ღონეს მიმართავს კავკასიაში თავისი ბატონობის განსამტკიცებლად. იმპერიული პოლიტი-კის ერთ-ერთი ნაცადი ხერხი ახლად შემოერთებულ მიწებზე რუსებისა და კაზაკების დასახლება იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა კავკასიელი ხალხების ეროვნულ თვითმყოფადობას. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა თავისი მოკავშირეების კავკასიაში ჩასახლებას და დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლას ამ რეგიონში. ჩეჩენი ერის ეროვნულ თვით-მყოფადობას სერიოზული საფრთხე მაშინ დაემუქრა,როდესაც რუსეთის იმპერიამ დაიწყო კაზაკების დასახლებების მკვეთრი გაზრდა ჩეჩნეთის დაბლობზე და ჩეჩენი ხალხის საუკეთესო მიწებზე.
რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავდა ჩეჩენი ერის თანდათანობით გარუსებას და მათ ასიმილაციას. ამ დროიდან კავკასიაში იწყება ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლები, შეიარაღებული გამოსვლები და აჯანყებები რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წი-ნააღმდეგ.
 
ჩეჩენი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის – გაგრძელება იქნება

Share

Leave a Reply