ზოგადი ცნობები ჩეჩნების შესახებ – ჩეჩენი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის

ჩეჩნები ტრაგიკული ბედის მქონე ხალხია. დედამი-წის ზურგზე ალბათ იშვიათად მოიძებნება ერი, რომელსაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში იმდენი მსხვერპლი გაეღოს, რამდენიც პატარა, თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენმა ერმა გაიღო.

ჩეჩნებმა მთელი თავისი უშრეტი ენერგია ,,ბოროტების იმპერიის”  წინააღმდეგ ბრძოლას შეალიეს და ეს ბრძოლა დღესაც არ წყდება. რუსეთისათვის ჩეჩნეთი ყოველთვის იყო და კვლავ რჩება ,,აქილევსის ქუსლი” კავკასიაში.

ჩეჩენი ერის სწრაფვა თავისუფლებისაკენ ყველაზე კარგად არის ასახული იჩქერიის ეროვნულ ჰიმნში. ამ ჰიმნის სათაურშივე ვლინდება ჩეჩენი ერის გმირული ბუნება:

თავისუფლება ან სიკვდილი

იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,

დილით დაგვარქვეს სახელები ლომის ღრიალში,

მთის არწივების საბუდარში გვზრდიდნენ დედები,

კლდეებზე ჯირითს გვასწავლიდნენ გმირი მამები.

ამ მიწა-წყლისთვის, მამულისთვის გვზარდეს დედებმა.

და განსაცდელში ჩვენს სამშობლოს მტკიცედ დავიცავთ,

მთის თავისუფალ არწივებთან ერთად დავზრდილვართ,

სიძნელეები ღირსეულად დაგვიძლევია.

ეს გრანიტის კლდე, ტყვიასავით დადნება უმალ,

ვიდრე ბრძოლაში ჩვენ დავკარგავთ კაცურ ღირსებას,

უმალ გასკდება დედამიწა მზის სიმხურვალით,

ვიდრე მიწაში ჩავიდოდეთ სულგაყინულნი.

ქედს არ მოვიხრით არასოდეს არვის წინაშე,

ჩვენ ერთი გზა გვაქვს: სიკვდილი ან თავისუფლება!

ჭრილობებს დები სიმღერებით მოგვიშუშებენ,

ხოლო სატრფონი აღგვანთებენ ისევ საომრად.

ხის ფესვებს დავღრღნით, შიმშილმა თუ შემოგვიტია,

ცვარ-ნამს შევსრუტავთ, წყურვილმა თუ დაგვრია ხელი,

იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,

უფალს, ჩვენს მოდგმას, ჩვემს მიწა-წყალს ვემსახურები.

ჰიმნში კარგად არის გადმოცემული თუ რად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეჩენი ერი თავისუფლებას და ჩეჩნეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩეჩენისათვის თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება. სიტყვა ,,სიკვდილს” ჩეჩნეთის ეროვნულ ჰიმნში დიდი ფილოსოფიური დატვირთვა აქვს: სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნა ანუ თავისუფ-ლების დაკარგვა ჩეჩენისათვის სიკვდილის ტოლფასია.

ძნელია არ დავეთანხმოთ ცნობილ რუს მწერალს, სოლჟენიცინს, რომელიც თვლიდა რომ ,,ერთადერთი ერი რომელიც არ შეეგუა რუსეთის იმპერიის აგრე-სიას და განუწყვეტელ, შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდა დამპყრობლის წინააღმდეგ იყო ჩეჩენი ერი.

რუსეთ-თან დაპირისპირებამ ხშირად გადაშენების პირას მიიყვანა ჩეჩენი ერი, მაგრამ სიმამაცით განთქმულ ჩეჩენ ხალხს ფარ-ხმალი არასოდეს არ დაუყრია. დაუძინებელ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა ჩეჩენი ერის უდიდესი ნაწილი, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენ ხალხს ქედი მაინც არავისთვის არ მოუდრეკია.

ჩეჩნები კავკასიის მკვიდრ, ავტოქტონურ მოსახლეობას შეადგენენ, რომლებიც უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ კავკასიაში.

კავკასიას შემთხვევით არ უწოდებენ ,,ენების მთას.” ამ რეგიონში, რომლის საერთო ფართობი 440.000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ორმოცდაათ ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.

ენობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნებით განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასია გამოირჩევა. იშვიათად შევხვდებით მსოფლიოში ეთნიკურად ისეთ ჭრელ რეგიონს როგორიც ჩრდილოეთ კავკასიაა.
 
 
 
ეთნო-ლინგივსტური თვალსაზრისით კავკასია სამ ენობრივ ჯგუფად იყოფა: კავკასიური, ინდო-ევროპული და ალ-ტაური. კავკასიური ენები თავის მხრივ იყოფა ოთხ ენობრივ ჯგუფად: ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნური ენები .
ლინგვისტურ სიჭრელეს ემატება კულტურული, რასობრივი და რე-ლიგიური განსხვავებები სხვადასხვა ერებს შორის, რომლებსაც უხდებათ ამ პატარა რეგიონში ერთად თანაცხოვრება. ეთნიკურმა, რასობრივმა, რელიგიურმა და ენობრივმა მრავალფეროვნებამ კავკასია პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად აქცია და ეთნო-ლინგვისტური სიჭრელე კვლავ რჩება კონფლიქტების მთავარი გამომწვევი ფაქტორი ამ რეგიონში.
ჩეჩნები, ინგუშები, ბაცბები და ქისტები მონათე-სავე ერები არიან და მათი ენები მიეკუთვნება ნახურ ენათა ჯგუფს. ჩეჩნები თავიანთ თავს ,,ნოხჩოს” უწოდებენ, ხოლო ინგუშები _ ,,ღალღას”. დღეისათვის ფართოდ გავრცელებული ეთნონიმები ჩეჩენი და ინგუში რუსული ტერმინებია, რომლებიც მაშინ დამკვიდრდა, როდესაც რუსებმა პირველად დაამყარეს კონტაქტები ვაინახებთან.
ეთნონიმი ჩეჩენი და ინგუში რუსების მოსაზღვრე ვაინახური სოფლების სახელებიდან წარმოიშვა. სხვა ჩრდლოეთ კავკასიის ერებისაგან განსხვავებით, ჩეჩნებმა შეძლეს რუსიფი-კაციის თავიდან აცილება და ეროვნული თვითმყო-ფადობის შენარჩუნება.
ჩეჩნური ენა დღემდე რჩება თითქმის ყველა ჩეჩენისათვის მშობლიურ ენად და ვერ მოხერხდა მისი ჩანაცვლება რუსული ენით.
ჩეჩნეთის მოსახლეობამ ხშირი ომების გამო დიდი ზარალი ნახა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩეჩნეთ ში მიმდინარე ომების შედეგად დაიღუპა რეს-პუბლიკის მოსახლეობის მინიმუმ 20 პროცენტი, 180.000-დან 250.000-მდე კაცი. დაახლოებით 350.000 ჩეჩენი იძულებული შეიქმნა ქვეყანა დაეტოვებინა 1999-2002 წლებში.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც შეინიშნება მოსახ ლეობის მატება. თუ ჩეჩნე-თის პირველი ომის დასასრულს, 1996 წელს ქვეყანაში დაახლეობით 820.000-დან 860.000-მდე კაცი ცხოვ-რობდა, 2010 წლის მონაცემებით მო სახლეობის რაოდენობა დაახლოებით 1.268.989 აღწევს.
ჩეჩნეთის მოსახლეობა რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დაწ-ყებამდე მრავალეთნიკური იყო. 1989 წლის სტატისტი-კური მონაცემების თანახმად ჩეჩნები შეადგენდნენ ქვეყ-ნის მოსახლეობის 66%-ს. ომის გამო სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა და ეროვნულმა უმცირესობებმა, მათ შორის რუსებმა, უკრაინელებმა, ინგუშებმა და სომხებმა ჩეჩნეთი დატოვეს, რის გამოც ქვეყანა მონოეთნიკური გახ-და და დღეისათვის თითქმის მხოლოდ ჩეჩნებით არის დასახლებული.
2010 წლის მონაცემების თანახმად ჩეჩნები ქვეყნის მოსახლეობის 95 %-ს შეადგენენ. როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები ეროვნული უმცირესობების რაოდენობა ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა. რუსების რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 1.9 %-ს (24.382), ყუმიხების – 1 %-ს (12.221), ხოლო ინგუშებისა 0.1 %-ს (1.296). თუ სომხების რაოდენობა ომის დაწყებამდე, 1989 წელს დაახლოებით 15.000 (1.4%) იყო, დღეისათვის მათი რიცხვი ძალზე შეზღუდულია და სულ რამოდენიმე ოჯახით შემოიფარგლება.
ჩეჩნური დიასპორა გვხვდება სხვადასხვა ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა დაღესტანში, მოსკოვში და ახლო აღმოსავლეთში (ერაყი, სირია, იროდანია, თურქეთი). მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთში მუჰაჯირობის დროს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოხვდა.
ნოხჩ
 
 
 

Share

Leave a Reply