“აღარც დედა მყავს,არც მამა
აღარც ძმა,აღარც ბიძები…”-ვაჟა
აღარც ბიძა მყავს,
აღარც ძმა
არც მამა,
არცა მშობელი,
მზექალიც სენმა დახარჯა, –
უმიჯნა მზე და სოფელი.
ღილღოს მიწაში ხუთივე
წევს ნათელგაუკარები,
ღამეს ოლოლნი უთევენ
და ლექსთა ჩემთა მწკარები…
მე კი დარიალს შემოვდექ –
უთვისტომო და მარტვილი
და ჩემი ყოფნის შემოდეგს
ლარსის კლდეებთან დავტირი.
გაბრიელ ჯაბუშანური