მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან რუსული არმია უმოწყალოდ ანადგურებდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტყეებს.
1832 წელს ციხესიმაგრე ნაზრანთან გაზი-მუჰამედის მეომრებმა სასტიკად დაამარცხეს გენერალ ველიამინოვის სამხედრო შენაერთები. მოგვიანებით მებრძოლი მხარეები სოფელ გერმენჩუკთან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გერმენჩუკში ექვსასზე მეტი კომლი სახლობდა. რუსმა აგრესორებმა, წესისამებრ, შეტაკების დასაწყისშივე სოფელი არტილერიის ძალით მიწასთან გაასწორეს. დაუმორჩილებელი მიურიდები წინააღმდეგობას მაინც აგრძელებდნენ, ისინი სოფლის განაპირა ტყესთან გამაგრდნენ. ალყაში მოქცეულებს რუსებმა ულტიმატუმი წაუყენეს, ხანგძარი გაუჩნდა ყველა სახლს, ცეცხლში გაეხვია სამოცდაათამდე მებრძოლი, დანებებას კი არავინ ფიქრობდა. შეფიცულებმა ტყვედ ჩავარდნის სირცხვილს ბრძოლაში სიკვდილი არჩიეს.
1839 წელს გენერალი გრაბბე ჩეჩნეთ-დაღესტნის მაღალმთიან სოფლებს შეესია. სამთვიანი ბრძოლების შემდეგ სოფელი ახულგო აიღეს, ხოლო დამცველები ერთიანად გაჟლიტეს, ომში ტყვედ ჩავარდა შამილის უფროსი ვაჟი, ჯემალ-ედ-დინი, შამილის მეუღლე მოკლეს, ფატიმათი-შამილის ორსული და – არ ჩაბარდა და ხევში გადაეშვა.
ნაწყვეტი თუმი დიშნის წიგნიდან “ვეინახების ქართული საგა”