- მოუწოდეთ უზენაესი ალაჰის სიყვარულისკენ.
- გიყვარდეთ სამართალი და სამართლიანობა. უსურვეთ ძმას ის რაც გსურთ თქვენთვის.
- არ ეცადოთ რომ იყოთ სხვებზე უფრო მდიდარი,მაღალი,ძლიერი.
- გაუზიარეთ და გაუყავით სხვებს ის რითაც დაგასაჩუქრებთ უფალი.
- ეცადეთ რომ არავის შეშურდეს თქვენი სიმდიდრისა.
- დაე შეშურდეთ თქვენი ცოდნისა,სამართლიანობისა და გულუხვობისა.
- მიმართეთ ლოცვით ალაჰს და არ ეკადრება ადამიანს სხვისი შრომით,სხვისი ოფლით მოპოვებულის მითვისება,ასეთი რამეები გადაულახავი დაბრკოლებაა ტარიყათის გზაზე.
- ჩვენი იარაღია კრიალოსანი და არა თოფი თუ ხანჯალი.
- ამ იარაღის წინააღმდეგ ტირანები უძლურები არიან.
- არც ერთი ტირანი არაა უზენაეს შემოქმედზე უფრო ძლიერი…
- გაიმარჯვე სიკეთით და სიყვარულით. ხარბი დაამარცხე გულუხვობით.
- ორპირი და ორგული დაამარცხე გულწრფელობით.
- ურწმუნო დაამარცხე რწმენით.
- იყავი გულმოწყალე,მოკრძალებული,იყავი მზად თავგანწირვისთვის.
- თქვენ პასუხს აგებთ მრავალ ადამიანზე.
- ომი ველურობაა,მოშორდით ყველაფერს რაც ჰგავს ომს თუ კი მტერი არ მოსულა თქვენთვის რწმენის,სარწმუნოების და ღირსების წასართმევად…
ქუნთ-ჰაჯი დაიბადა დაახლოებით 1830 წელს. ( პოლიციის დოსიეში აღნიშნულია, რომ 1865 წელს იგი იყო 35 წლის.) სოფელ მელჩი-ხიში, მამას ერქვა ქიში, ხოლო დედას ხედი. შვიდი წლისა იყო ქუნთი, როდესაც მშობლები გადასახლდნენ სოფ, ილასხან-იურთში. ბავშვობაში, გადმოცემის თანახმად, გამოირჩეოდა ჭკუა-გონებით, სხვისი ფიქრების გამოცნობითა და მოვლენების წინასწარი განჭვრეტით. ათი წლისამ შეასრულა ზიქრი, რომელიც აქამდე სრულიად უცნობი იყო ჩეჩნეთ-ინგუშეთში.
სავარაუდოა, რომ ადგილობრივ მეჩეთში შეისწავლა არაბული წერა-კითხვა და ყურანის კითხვა, რადგან იზრდებოდა რელიგიურ ოჯახში. ის კარგად ფლობდა არაბულ ენას, ჰაჯობის დროს არაბეთიდან სამშობლოში გზავნიდა გამართული არაბულით დაწერილ წერილებს, ასევე არაბულად წერდა წერილებს გადასახლებაში ყოფნის დროსაც. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. მაგ. ა. იპოლიტოვი წერს, რომ „მას (ქუნთ-ჰაჯის) არ მიუღია არავითარი განათლება, და ამბობენ, არ შეეძლო ყურანის კითხვაც კი“.
სავარაუდოა, რომ ადგილობრივ მეჩეთში შეისწავლა არაბული წერა-კითხვა და ყურანის კითხვა, რადგან იზრდებოდა რელიგიურ ოჯახში. ის კარგად ფლობდა არაბულ ენას, ჰაჯობის დროს არაბეთიდან სამშობლოში გზავნიდა გამართული არაბულით დაწერილ წერილებს, ასევე არაბულად წერდა წერილებს გადასახლებაში ყოფნის დროსაც. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. მაგ. ა. იპოლიტოვი წერს, რომ „მას (ქუნთ-ჰაჯის) არ მიუღია არავითარი განათლება, და ამბობენ, არ შეეძლო ყურანის კითხვაც კი“.
ქუნთ-ჰაჯიმ პირველად მოილოცა წმინდა ქალაქი მექა მამასთან ერთად 1848-1849 წლებში, ხოლო მეორედ ჰაჯობაზე იყო 1859-1861 წლებში და, ალბათ, არაბეთში ყოლფნისას პირველად გაეცნო კადირიულ თარიქათს, რადგან მეორედ არაბეთში ყოფნისას გამოგზავნილ წერილებში ნათესავებისადმი აყალიბებს ზოგად პრინციპებს თავისი მოძღვრებისა. ხოლო როდესაც დაბრუნდა არაბეთიდან, ჩამოაყალიბა რა თავისი რელიგიური მოძღვრება „ზიქრი“, დაიწყო ქადაგება მოსახლეობაში. ქუნთ-ჰაჯის მოძღვრება უპირისპირდებოდა ოფიციალურ ნახშბანდიურ თარიქათს, რასაც ეყრდნობოდა შამილი.
ა. იპოლიტოვი, მ. ვერტეპოვი, ხ. ივანენკო (რევოლუციამდელი მკვლევრები), ა. იანდაროვი, ა. აიდამიროვი7 (რევოლუციის შემდგომი პერიოდის მკვლევრები) თითქმის ერთი აზრისანი არიან იმის შესახებ, რომ შამილმა უარყოფითად შეაფასა ქუნთ-ჰაჯის ქადაგება, როგორც ისლამის წინააღმდეგ მიმართული მოძღვრება, აკრძალა „ზიქრი“ და დევნა დაუწყო. წმინდა რელიგიური თვალსაზრისით შამილი მართალი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ალბათ ისიც აშფოთებდა, რომ მრავალწლიანი ომებისა და გაპარტახებისაგან შეწუხებულ ვაინახებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქუნთ-ჰაჯის მოწოდება მშვიდობისაკენ და შრომისაკენ, რაც ეწინააღმდეგებოდა ჰაზავათს.
ხალხური გადმოცემები კი სულ სხვას გვეუბნებიან: შამილმა, როცა შეიტყო ქუნთ-ჰაჯის ქადაგების შესახებ, დაიბარა იგი ვედენოში8 სასულიერო თეოლოგების სასამართლოზე, განიხილეს მისი მოძღვრება, ქუნთ-ჰაჯის რელიგიური ცოდნა და შამილმა იგი მოიწონა და მექაში გაგზავნა. მეორე ვერსიით, ვედენოში გამოცდის შემდეგ შამილმა ნება დართო ჰაჯის (შემოკლებით ასე უწოდებენ მიმდევრები), ექადაგა თავისი მოძღვრება. ხოლო მესამე ვერსიით, თავად შამილი თავისდაუნებურად ჩაერთო წრეში და „ზიქრის“ დასრულებამდე არც გამოსულა.
ასეა თუ ისე, შამილის დატყვევების შემდეგ, 1861 წელს, ქუნთ-ჰაჯი ბრუნდება არაბეთიდან სამშობლოში და იწყებს აქტიურ მოღვაწეობას და დიდ წარმატებასაც აღწევს.
ვ. აკაევის აზრით, ქუნთ-ჰაჯის წარმატება განაპირობა იმან, რომ იგი ქადაგებდა ადამიანის სულიერ სიწმინდეს, უარყოფდა ბოროტებას, ძალადობას, მოუწოდებდა მშვიდობისაკენ. იგი მოუწოდებდა სოციალური თანასწორობისაკენ, მთიელთა ძმური გაერთიანებისაკენ, ყოველივე ეს გამოძახილს პოულობდა ომისა და სისხლისღვრისაგან დაღლილ ჩეჩნებში, ასახავდა მათს მისწრაფებას სიმშვიდისა და მშვიდობისაკენ.
მაგრამ ჰაჯის მოძღვრების ასეთი აღმავლობა კიდევ განაპირობა იმანაც, რომ საბრძოლო განწყობილება ვაინახებში შამილის დატყვევების შემდეგაც ბატონობდა: 1860 წელს იფეთქა ჩეჩნეთში აჯანყებამ ბაისანგურ ბენოევის, შამილის ყოფილი ნაიბის ხელმძღვანელობით. ეს აჯანყება ჩაქრობილი იქნა რუსებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით, მაგრამ წინააღმდეგობა არ ჩამქრალა, უბრალოდ, არალეგალურ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდა, რომელთაც ხალხში ცნობილი პირები ხელმძღვანელობდნენ (ყოფილი ნაიბი ათაბიათაევი, აბრაგი ვარა და სხვ.).
ზუსტად არალეგალური ორგანიზაციების არსებობამ გააადვილა „ზიქრის“ მიმდევართა ასეთი მასშტაბიანი საყმოების ორგანიზება. იპოლიტოვი წერს ქუნთ-ჰაჯის სექტაში ორი ხელმძღვანელი ორგანოს არსებობის შესახებ: სასულიერო და საერო. სასულიერო ხელისუფლებას წარმოადგენდნენ იმამი ანუ უსთაზი10 დაორი შეიხი, ხოლო საერო ხელისუფლებას ხელმძღვანელობდნენ ნაიბები, ვექილები და მათი მიურიდები. ჩეჩნეთში და ინგუშეთში რვა ნაიბი და მამასახლისები განაგებდნენ საიდუმლო ორგანიზაციებს, რომლებიც მართავდნენ მოსახლეობას11. ამ საიდუმლო ხელისუფლების სათავეში იდგა უსთაზი ქუნთ-ჰაჯი, რომლის საქმიანობაც ცარიზმის წარმომადგენლებს საშიში მოეჩვენათ და გადაწყვიტეს ხელმძღვანელთა დაპატიმრება. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1863-1864 წწ. ზამთარში კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ რომანოვის მიერ.
მაგრამ ჰაჯის მოძღვრების ასეთი აღმავლობა კიდევ განაპირობა იმანაც, რომ საბრძოლო განწყობილება ვაინახებში შამილის დატყვევების შემდეგაც ბატონობდა: 1860 წელს იფეთქა ჩეჩნეთში აჯანყებამ ბაისანგურ ბენოევის, შამილის ყოფილი ნაიბის ხელმძღვანელობით. ეს აჯანყება ჩაქრობილი იქნა რუსებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით, მაგრამ წინააღმდეგობა არ ჩამქრალა, უბრალოდ, არალეგალურ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდა, რომელთაც ხალხში ცნობილი პირები ხელმძღვანელობდნენ (ყოფილი ნაიბი ათაბიათაევი, აბრაგი ვარა და სხვ.).
ზუსტად არალეგალური ორგანიზაციების არსებობამ გააადვილა „ზიქრის“ მიმდევართა ასეთი მასშტაბიანი საყმოების ორგანიზება. იპოლიტოვი წერს ქუნთ-ჰაჯის სექტაში ორი ხელმძღვანელი ორგანოს არსებობის შესახებ: სასულიერო და საერო. სასულიერო ხელისუფლებას წარმოადგენდნენ იმამი ანუ უსთაზი10 დაორი შეიხი, ხოლო საერო ხელისუფლებას ხელმძღვანელობდნენ ნაიბები, ვექილები და მათი მიურიდები. ჩეჩნეთში და ინგუშეთში რვა ნაიბი და მამასახლისები განაგებდნენ საიდუმლო ორგანიზაციებს, რომლებიც მართავდნენ მოსახლეობას11. ამ საიდუმლო ხელისუფლების სათავეში იდგა უსთაზი ქუნთ-ჰაჯი, რომლის საქმიანობაც ცარიზმის წარმომადგენლებს საშიში მოეჩვენათ და გადაწყვიტეს ხელმძღვანელთა დაპატიმრება. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1863-1864 წწ. ზამთარში კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ რომანოვის მიერ.
ქუნთ-ჰაჯი 1864 წლის 3 იანვარს დააპატიმრეს სოფ. სერჟ-იურთში, თავისი ნათესავის ოჯახში. ერთდროულად დააპატიმრეს მასთან დაახლოებული რამდენიმე ხელმძღვანელი, რომლებიც ჩაიყვანეს ციხე-სიმაგრე გროზნოში, ხოლო შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს ვლადიკავკაზში. აქაც დიდხანს არ გაუჩერებიათ, რადგან ეშინოდათ ამბოხებისა, სასწრაფოდ სტავროპოლის გავლით გადაიყვანეს ნოვოჩერკასკში, სადაც დაახლოებით ნახევარი წელი გაატარა. 1864 წლის 20 მარტის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ქუნთ-ჰაჯი გადაასახლეს ნოვგოროდის გუბერნიაში უვადოდ. ასევე მისი თანამოძმეებიც უვადოდ იქნენ გადასახლებულნი რუსეთის სხვადასხვა გუბერნიებში.
ქუნთ-ჰაჯი გაამწესეს ქ. უსტიუჟნოში, დღეში გამოუყვეს 3 კაპიკი, რაც, რა თქმა უნდა, საჭმელშიც კი არ ეყოფოდა. ამაზე მეტყველებს მისი წერილი მეუღლისადმი, სადაც ფულის გამოგზავნას სთხოვს, რადგან ფაქტიურად საჭმელად არაფერი გააჩნია. გადასახლებაში მისი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა არის წყარო, რომ მას შეხვდა რუსი ისტორიკოსი ი. პოპოვი, რომელზეც ჩეჩენმა უსტაზმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: „მასთან საუბრისას მე განმაცვიფრა მისმა თავდაჭერის ტაქტიკამ, მისმა უნარმა საუბრის წარმართვისა, ღიმილმა, მიმიკამ, მისმა დიდებულებამ. ერთი სიტყვით, ეს ადამიანი შექმნილი იყო ბელადობისათვის, გამოირჩეოდა დიდი სანდომიანობითა და დკეთილშობილებით. ეს იყო მომხიბვლელი ადამიანი, საშიში პოლიტიკური თვალსაზრისით, რისკენაც ის მიილტვოდა.
ქუნთ-ჰაჯის გადასახლებაში დიდხანს არ უცოცხლია. იგი გარდაიცვალა 1867 წლის 19 მაისს. გარდაცვალების მიზეზი გახდა ავადმყოფობა, რომელიც გამოიწვია შიმშილით ორგანიზმის გამოფიტვამ: „ჩეჩნური ტრადიცია არ ცნობს ქუნთ-ჰაჯის სიკვდილს. მისი მიმდევრები დარწმუნებულები არიან, რომ უსთაზი გაუჩინარდა ამ ქვეყნიდან და დროთა ვითარებაში კვლავ გამოჩნდება. ამრიგად, ისინი ქუნთ-ჰაჯის მაჯდიდ-მესიად მიიჩნევენ, რომელიც გამოცხადდება, რათა აუწყოს ქვეყანას დასასრულის მოახლოება“, – წერს სიგაური თავის ნაშრომში14.
ქუნთ-ჰაჯისა და საძმოს ხელმძღვანელთა დაპატიმრებამ დიდი მღელვარება გამოიწვია და მიურიდები, ახალი მოძღვრების მიმდევრები, შეიარაღდნენ და სოფ. შალისთან მოხდა შეტაკება რუსეთის რეგულარულ ჯართან, რაც ისტორიაში შევიდა „ხანჯლებით ბრძოლის“ სახელით. რელიგიური ხასიათის სიმღერის „შალისთან ბრძოლა“ თემა ეს ბრძოლაა, ახალი მოძღვრებისა და ყოველივე სიახლის ჩამხშობი დესპოტური რეჟიმის შეჯახება და ამიტომ გავეცნოთ, თუ როგორ აღგვიწერენ ამ შემზარავ ბრძოლას მკვლევარები.
ახლა ძნელია იმისი დადგენა, შეიარაღებული გამოსვლა სტიქიურად წარმოიშვა თუ საიდუმლო ორგანიზაციის დაპატიმრებას გადარჩენილმა ხელმძღვანელებმა მოაწყვეს და თუ ეს მეორე ვერსია სწორია, მაშინ ზიქრისტებმა ვერ შეაფასეს არსებული სიტუაცია, რაც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს კიდეც. როგორც რუსეთის ოფიციალური წყაროები მოწმობენ, ქუნთ-ჰაჯის დაპატიმრებისთანავე დაიწყო აგიტაცია აჯანყებისათვის, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მშვიდად იყო და აჯანყებულ მიურიდებს ახალგაზრდობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი მიემხრო, ხოლო ზოგიერთი აული ჯარის ხელმძღვანელებს მიმართავდა, დაეცვათ ისინი ზიქრისტების შემოსვლისაგან.
აჯანძებულმა მიურიდებმა დაიწყეს თავმოყრა სოფ. გერმანჩუკთან, შალის ციხე-სიმაგრესთან ახლოს, რადგან ვარაუდობდნენ, რომ შალის ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდნენ დაპატიმრებულები. ჯერ გამოცხადდნენ ქუნთ-ჰაჯის მიმდევრები დიდი ჩეჩნეთიდან, შემდეგ შეუერთდნენ მიურიდები მცირე ჩეჩნეთიდან და იჩქერიიდან. 14 იანვრისათვის მათი რაოდენობა სამ ათასს აღწევს და თანდათანობით იზრდება. მიურიდები არავითარ აქტივობას არ იჩენდნენ და ითხოვდნენ მხოლოდ დაპატიმრებულთა განთავისუფლებას.
გენერალ-მაიორმა თუმანოვმა ამბოხებულთა წინააღმდეგ გადაისროლა ექვსი ბატალიონი, ოთხი კაზაკთა ასეული, ორი საცხენო და ორიც ბატარეის ქვემეხი. თერგის ოლქის ჯარის სარდალი ლორის მელიქოვი ფეხოსანთა სამი ბატალიონითა და ორი ქვემეხით ვლადიკავკაზიდან გროზნოსაკენ გამოემართა. გენერალ-მაიორი თუმანოვი თავისი ჯარით დაბანაკდა ქუნთ-ჰაჯის მიმდევართა პირისპირ და ზიქრისტებს თავისი მოთხოვნები წაუყენა: ზიქრის შეწყვეტა და გადასახლებამისჯილ პატიმართა გადაცემა.
ურუს-მართანის ნაიბის მაიორ საიდულა ოსმანოვის შუამავლობით მოწინააღმდეგეები მშვიდობას ინარჩუნებენ, თუმანოვი პირობას დებს, რომ პირველი არ დაიწყებს შეტევას, ზიქრისტებიც ითხოვენ უფროსებთან დეპუტაციის გაგზავნის ნებართვას, მაგრამ დაპირისპირებულთა შეტაკებას მხოლოდ პროვოკაცია სჭირდებოდა და ისიც გაჩნდა. ვ. აკაევის ვერსიით, პროვოკაცია წამოიწყო მაჩიკ-მოლამ და აბრაგმა ვარამ. თითქოს მაჩიკ-მოლამ დაარწმუნა ზიქრისტები, რომ რუსების თოფები უსთაზმა წყლით გაავსო და ვერ გაისვრისო.
18 იანვარს მიურიდებმა გადაყარეს თოფები, იშიშვლეს ხანჯლები და ზიქრით გაემართნენ რუსებისაკენ. 60 მეტრზე რომ მიუახლოვდნენ, ხანჯლებით ეცნენ სალდათებს. სალდათებმა ბრძანებაზე ცეცხლი გახსნეს. ბრძოლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მიურიდებმა მოკლულები, მათ შორის ხუთი ქალი, ბრძოლის ველზე დატოვეს და გაიქცნენ. გაქცეულებს კარტეჩი დააყარეს. დაღუპულთა რაოდენობა დაუდგენელია, მინიმალური მოკლული ასია, მაქსიმალური – ოთხასი.
შალისთან ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ზიქრისტების ორგანიზაცია დაიშალა, დაიწყო ცალკეული სასულიერო და საერო ხელმძღვაპნელების დაპატიმრება, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. ჰაჯის მიმდევართა დევნამ ცარიზმის მიერ დაასუსტა, დააკნინა მისი საძმო და უკვე აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმდინარეობას სუფიურ ტარიყათში.