ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუხუდინოვს ინტერპოლი ეძებს

რუსლან ინტერპოლი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუხუდინოვს ეძებს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „სევერის“ ბატალიონის 29 წლის წევრია, მას ნემცოვის მკვლელობის დაკვეთასა და ორგანიზებაში ედება ბრალი.
ბორის ნემცოვის ოჯახის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი კი მიიჩნევს, რომ რუსლან მუჰუდინოვი დაბალი რანგისაა და რუსეთის საგამოძიებო სამსახური მისი დაკავებით „სევერის“ ყოფილი მეთაურის, რუსლან გერემეევისა და ჩეჩნეთის ლიდერის უახლოესი პირების დაცვას ცდილობს.
2015 წლის 18 ნოემბერს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად დაპატიმრება მიუსაჯა. რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს,მოსკოვში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

Share