21 მაისს, სოფელ დუისში, დაბალ-გორაზე კულტურის სამინისტროს ეგიდით და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატარდება დიდი სახალხო დღესასწაული. პავილიონებში გამოიფინება თემატური თვალსაჩინოებები და ლიტერატურული გამოცემები.
მოეწყობა მუზეუმის კუთხე,სადაც ხეობის მოსახლეობისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველი ნივთები და სამოსი გამოიფინება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული ვაინახური (ქისტური) კერძების მომზადება-დეგუსტაციის პროცესში.
დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ( ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, მარათონი, მკლავჭიდი, დოღი ) დასაჩუქრდებიან მედლებით, თასებით და პრიზებით.
კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული მომღერლები, მსახიობები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები: სულთან ბორჩაშვილი, გორის მომღერალ ვაჟთა გუნდი, თეატრალური კვარტეტი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა” , ,,შავფაროსნები”, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები და ანსამბლები, ,,პანკისი” , ,,კესელო” , ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ,,ბახტრიონი” , ნატო მუთოშვილი, ხეობის მოსახლეობისთვის გამართავენ კონცერტს.
საღამო დასრულდება ფრანების გაშვებით.
განრიგი
- 9:00 – 11:00 – მოსამზადებელი სამუშაოები.
- 11:00 – ქართული ჭიდაობა 7 წონითი კატეგორია, აწონვები 10:00 საათზე იქნება )
- 12:00 – დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეების თეატრალიზებული წარმოდგენა.
- 12:30 – მკლავჭიდი. ( 6 წონითი კატეგორია )
- 13:00 – დოღი.
- 13:00 – ღონისძიების ოფიციალური გახსნა.
- 13:30 – მშვილდოსნობა.
- 14:00 – საზეიმო კონცერტი.
- 15:00 – მარათონი.
- 20:00 – ფრანების გაშვება.