სოფელ არგოხში 21 მაისს დოღი გაიმართება

21 მაისს ეკა ჭვრიტიძის ორგანიზებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხის იპოდრომზე, ორი დოღი გაიმართება.
დოღი 14:00  საათზე დაიწყება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
,,ორი დოღი გაიმართება, მოკლე მანძილზე იქნება ორი წრე, ხოლო გრძელ მანძილზე ხუთი წრე, მონაწილეობის მსურველების წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა” განაცხადა ეკა ჭვრიტიძემ
დოღებს შორის შესვენება ერთი საათი იქნება.

Share