საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტელის თეატრი პანკისის ხეობაში აპირებს სპექტაკლის დადგმას “სტუმარ-მასპინძელი.”
არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიური ალიანსის წარმომადგენელი, ბექა ბექაური ახმეტელის თეატრის პიარ-სამსახურის წარმომადგენელს, ლელა არაბიძეს დაუკავშირდა.
–ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია,იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში სპექტაკლი სტუმარ-მასპინძელი გაიმართება,ნამდვილია?
ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა. რეალურად ჯერ არაფერი.
ამ ფორმით მოხდება სპექტაკლის დადგმა რაც ფოტომასალაშია წარმოდგენილი?
თეატრალური კოსტიუმი იქმნება სპექტაკლის კონცეფციიდან გამომდინარე და დაკავშირებულია თუ რა ხასიათში და რა აქცენტებით და რომელ ეპოქაში იდგმება ნაწარმოები.
ხეობაში მოგეხსენებათ ნახევრად შიშველ ადამიანს კი არა შორტებიან მამაკაცს ვერ ნახავთ…
დიახ, გეთანხმებით, პანკისი გამორჩეული ტრადიციების მხარეა და ამიტომაც არ ვგეგმავთ ნაუცბადევ გადაწყვეტილებებს, ამაზე ჯერ ვფიქრობთ და განვიხილავთ. სანამ არ შევუთანხმდებით თემს და ადგილობრივ ინტელიგენციას – მსაგვს აქციას არც დავგეგმავთ.
სწორედ ტრადიციებისათვის და თვითმყოფადი კულტურისთვის ვაფასებ და მიყვარს პანკისი და პანკისელები და ჩათვალეთ რომ თუ რაიმეს დავდგეგმავთ და გადავწყვეტთ – ეს იქნება პირველ რიგში შეთანხმებული პანკისთან და ისე იქნება დაგეგმილი როგორც – პანკისს ეკადრება. რათქმაუნდა პანკისში ჩათვალეთ რომ მსგავსი კოსტუმებით თამაშს არ ვგეგმავთ.
პირიქით მინდა რომ მოხვიდეთ და ერთად დავფიქრდეთ ეს უდიდესი ნაწარმოები – უდიდეს ხალხზე როგორ და რა ფორმატით წარმოვადგინოთ.
ბექა ბექაური – კავკასიური ალიანსი