პრეზიდენტის ადმინისტრაცია პანკისის ხეობას ეწვია ( Video )

პანკისის ხეობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი ჟურნალისტებისათვის მედიატური მოეწყო. ჟურნალისტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან სოფიო შამანიდთან და თინათინ მჟავანაძესთან ერთად, პანკისში ოთხ სოფელში დუისში, ჯოყოლოში, ბირკიანში, დუმასტურში ჩავიდნენ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცვნენ.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პანკისში სტუმრობისას გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა პანკისის ხეობის განვითარების მხარდასაჭერი პროგრამა, რომელიც იმ პროექტებს გააერთიანებდა, რომლებსაც საკუთარი საჭიროების მიხედვით, თავად ხეობის მოსახლეობა წარმოადგენდა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებდა.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვიდეომასალა
Share