გროზნოში ჩეჩენ მებრძოლებსა და რუს ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა

გროზნოში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანის მცდელობისას ჩეჩენ მებრძოლებსა და რუს ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა.
შეტაკების შედეგად დაიღუპა ორი ჩეჩენი ბოევიკი და დაიჭრა 6 რუსი ჯარისკაცი, დაჭრილთა მდგომარეობა მძიმეა,ინფორმაციას The Washington Post – ი ავრცელებს.
დაღუპულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არაა ცნობილი.
2004 წელს,  გერმანიაზე მოკავშირეების მიერ გამარჯვების აღსანიშნავ ცერემონიაზე, გროზნოს სტადიონზე ბომბის აფეთქების შედეგად  ჩეჩნეთის ლიდერი, აჰმად კადიროვი დაიღუპა.

Share