აბუზარ აიდამიროვი იყო ჩეჩნური ლიტერატურის პატრიარქი. მისი სახელი არაფერს ეუბნება რუსებს, ჩეჩნებისთვის კი ის იყო ყველაფერი: მრჩეველი, დამრიგებელი, მასწავლებელი. მისი წიგნებით ბევრმა ჩეჩენმა გაიგო თავისი ისტორია, ისწავლა მშობლიური ენა.
მას სახელი გაუთქვეს რომანებმა «გრძელი ღამეები», «ელვა მთაში», ,,ქარიშხალი”, რომლებიც ითარგმნა პრაქტიკულად ყველა აღმოსავლურ და ევროპულ ენებზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი «გრძელი ღამეები» მიეძღვნა XIX საუკუნის კავკასიის ომს. მწერლის აზრი ჩეჩენი ხალხის ისტორიის ტრაღიკულ მოვლენათა თაობაზე არსებითად განსხვავდებოდა საბჭოთა ისტორიოგრაფიის თეორიებისაგან.
ამიტომ აბუზარ აიდამიროვს ოცი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში არ ბეჭდავდნენ და მალავდნენ. მან სახელი გაითქვა და პრემიები მიიღო პერესტროიკის შემდეგ.
სახალხო მწერალი ზბუზარ აიდამიროვი დაიბადა 1933 წელს. მან დაამთავრა ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახელმწიფო პედინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. დიდხანს მუშაობდა თავის მშობლიურ სოფელში მესკეტი მასწავლებლად და შემდეგ საშუალო სკოლის დირექტორად. ის დააჯილდოვეს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო. იყო რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის (1989-1993) დეპუტატიც.
მის ისტორიულ ტრილოგიაში «გრძელი ღამეები», »ელვა მთებში», »ქარიშხალი» აისახა ჩეჩნეთის ისტორია XIX საუკუნის კავკასიის ომიდან 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამდე. რომანის გმირებს შორის არიან უბრალო მთიელი გლეხები და სახალხო გმირები, მთიელთა აჯანყებების ხელმძღვანელი შამილი, შურისმაძიებელი ზელიმხანი და სხვა.
რთული იყო აიდამიროვის პირადი,შემოქმედებითი ბიოგრაფიაც. მაგრამ ის უტეხი ხასიათის ადამიანი იყო. ასობით ახალგაზრდა,რომელთაც ის ასწავლიდა სკოლაში მას თვლიდა თავის სულიერ მოძღვრად. როგორც მწერალი ის იქცა მთელი ჩეჩენი ხალხის დამრიგებლად.
აიდამიროვის შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისი დაემთხვა ქვეყნის ცხოვრებაში დიდი ცვლილელებების იმედების დროს. დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი. მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა 1957 წელს. აიდამიროვი წარსულს ეხებოდა თუ თანამედროვე პრობლემებს მუდამ სიმართლეს წერდა თავისი ხალხის ცხოვრების შესახებ. მისი შემოქმედება ყოველთვის არ ეთანხმებოდა პარტიის იდეოლოგიურ კურსს და ამიტომ მას საბჭოთა ხელისუფლება შემოსწყრებოდა ხოლმე.
აიდამიროვს სურდა ჩეჩნეთის და ჩეჩენი ხალხის მშვიდობიანი განვითარება და ის როგორც ჩეჩენი სუფია მოძღვარი კუნტა ხაჯის მიმდევარი ამბობდა რომ ადამიანმა იარაღს ხელი შეიძლება მოჰკიდოს მხოლოდ ყველა მშვიდობიანი საშუალების ამოწურვის შემდეგ.
სახალხო მწერალი აბუზარ აიდამიროვი გარდაიცვალა 2005 წლის 27 მაისს.