ალექსანდრე ფრონელი – მთის არწივი შამილი, 1914წ

ალექსანდრე ფრონელი – მთის არწივი შამილი, 1914წ

“მეტის-მეტად სძულდა შამილს რუსობა, ისე არ ახსენებდა მათ სახელს, რომ არ დაეყოლებინა “დონღუზი” (ღორი). უპირო და გაუტანელიაო, ამბობდა შამილი კაცი ვერ ენდობა მაგათაო. მოგატყუებს, გიღალატებს და პირში ჩალა-გამოვლებულს დაგტოივებსო. ამისთვის აუტეხა რუსებს ბრძოლა სასტიკი და ულმობელი.

რუსებთან ერთად იბრძოდნენ ქართველი ცხენოსნები და ქვეითები, რომლებიც საოცარ გმირობასა და ვაჟკაცობას იჩენდნენ შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში და თვით შამილს უთქვამს არა ერთხელ თურმე, რუსები რომ მუსრს გვავლებენ მთიულებს, ეს მესმის და მეყურება, ვინაიდგან ზღაპრულ მგელსავით ხახაში ძვალსავით გავეჩხირეთო, მაგრამ ამ ქართველებს რა უნდათ ჩემგან, რად ეხმარებიან რუსებს ასე ერთგულად და რად უჩვენებენ ასე გაბედულად და ოსტატურად მთის გზა-კვალსო. განა ჩემისა და დაღესტნის წახდენით მაგათ რა შეემატებათ, ან თუ ჰგონიათ დაღესტანის გაქრობა აღადგენს მათ პოლიტიკურ არსებობასო. ისე ჩავიდა საფლავს იმამი, რომ ვერ შეიტყო მიზეზი ამ გულსაკლავ საიდუმლოსი და ვერც გაიგებდა , ძლიერაც რომ სცდილიყო მის გაგებას.”

ალექსანდრე ფრონელი – მთის არწივი შამილი, 1914წ.

Share

Leave a Reply