დის ნატირალი ძმაზე

დის ნატირალი ძმაზე

დაი მოგიკვდეს,
ენაწართმეულო,
ტანგაციებულო,
ნათელ თვალებში ნათელჩამქრალო!
გულშეწუხებული, ცრემლად ქცეული
დაი მოგიკვდეს!
იქნებ, დილამდე გასტანოს-მეთქი,
იქნებ, საღამომდე გასტანოს-მეთქი, _
დილის საქმეს შუადღეს ვაკეთებდი,
შუადღისას კი _ საღამოს ჟამზე,
ცხელი საჭმელი მიცივდებოდა
შენს მოლოდინში,
დაი მოგიკვდეს!
ამ ქვეყნად, სადაც შენ იარებოდი,
როგორღა ვიარო,
დაი მოგიკვდეს!
ქვითინით უნდა ვიარო,
უშენოდ დარჩენილო ქვეყნიერებაზე,
დაი მოგიკვდეს!

Share

Leave a Reply