ცაგენი

ცაგენი

ცაგენს ერთი ზღვისპირა სოფელი ძალიან მოეწონა და საცხოვრებლად იქ დარჩა. შემოდგომობით მდიდრები ამ სოფლის ღარიბებს ხან მოსავალს, ხან კიდევ მიწას ართმევდნენ, ჩვენიაო.

ტყეც ჩვენიაო, სამ ურემს თუ მიუტანდნენ, მეოთხე ურემ შეშას ღარიბებს ატანდნენ მდიდრები.

ერთხელ ცაგენმა ღარიბები ტყეში შეკრიბა და უთხრა: –

თქვენს შორის კაცი ვინმე არის?

– ჩვენ, ყველანი, კაცები ვართ, კაცები რომ არ ვიყოთ, ცოლი და შვი-
ლი საიდან გვეყოლებოდაო, _ თქვეს ღარიბებმა.

– ცოლის მოყვანა და ბავშვების გაჩენა კაცობაა? _ თქვა ცაგენმა.
– აბა, მაშ რა არის? _ იკითხეს ღარიბებმა.
– არ არისო, _ თქვა ცაგენმა.
– აბა, რა ჰქვიაო.
– მამალი ჰქვია, _ თქვა ცაგენმა, _ თქვენ კაცები, ვაჟკაცები არა ხართ. თქვენ კურდღლები ხართ. კურდღლებსაც ჰყავთ ოჯახები. მაგრამ, რაც მართალია, მართალია, მგელს ან მელას თუ დაინახავენ, ოჯახს თავს ანებებენ და გარბიანო,

– თქვა ცაგენმა.
– ჩვენ კურდღლები არა ვართ, ვაჟკაცები ვართ. აბა, სად დაინახე, ოჯახი რომ მხეცებს დავუტოვეთ და გავიქეცითო, _ თქვეს ღარიბებმა.

– გაქცეული არ დამინახიხართ, იმიტომ რომ თქვენ არავინ არ მოგდევთ. ერთი კი მართალია, თქვენს ცოლ-შვილს შიმშილით ხოცავთ, მთელი წლის ნაგრამს კი მდიდრებს აძლევთ. აბა, რა ხართ, თუ არა კურდღლები?
– უთხრა მათ ცაგენმა.
ღარიბებს შერცხვათ, დაიბნენ და თქვეს:
– მდიდრებს ძალა აქვთ, მაგრები არიან. აბა, ჩვენ? ჩვენ უვარგისი ტყავისაგან შეკერილი ქურქებივით ძველი და უღონო ვართ. ჩვენ როგორ მოვერევით მდიდრებსო.
– ხომ ხედავთ, სულ ახლახანს ამბობდით, კურდღლები არა ვართო. ეს არის კურდღლობაც. ჩვენ როგორ მოვერევით ღონიერ მგელსო, ისინიც ამბობენ, თქვა ცაგენმა.
– კურდღლები არ ვიქნებით და დავიხოცებით, რა ვუყოთ მდიდრებს?
– თქვეს ღარიბებმა.
– მე არ ვამბობ, ეჩხუბეთ-მეთქი. თქვენ რომ თესავთ, ოფლს ღვრით და მოსავალი მოგყავთ, მდიდრებს ნუ აძლევთ, თქვენს ცოლ-შვილს მიუტანეთო, უთხრა მათ ცაგენმა.

– დღეის შემდეგ ერთ მარცვალს ჩვენგან ვერ წაიღებენო, _ გადაწ-
ყვიტეს ღარიბებმა და დაიშალნენ. შემოდგომა რომ დადგა, მდიდრებმა თავიანთი ბეღლები გაას-
უფთავეს, განაახლეს.

– რას შვრებით, ამ ბეღლებში თოვლის ჩაყრას ხომ არ აპირებთ? _
ჰკითხა მდიდრებს ცაგენმა.
– არა და არა, მოსავლის ჩაყრას ვაპირებთო, _ თქვეს მდიდრებმა.
– სადა გაქვთ მოსავალი, დათესეთო, _ იკითხა ცაგენმა.
– რაც ველ-მინდვრებზეა, სულ ჩვენი არ არისო, _ თქვეს მდიდრებმა.
– თუ თქვენი დათესილია, რა თქმა უნდა, თქვენია.
– რა განსხვავებაა, ჩვენ დავთესეთ, თუ სხვამ დათესა, მოსავალი თუ ჩვენს ბეღლებს აავსებსო, _ თქვეს მდიდრებმა.
– არ არის განსხვავება, თუ მოსავლის პატრონმა დაგითმოთ იგიო.
– აქამდე გვითმობდნენო, _ თქვეს მდიდრებმა.
– მე ხშირად ვარ ხოლმე იმათთან. ზაფხულში ტვინს თუ არ აიდუღებ, ზამთარში ქვაბს ვერ აადუღებო, იტყვიან ხოლმე და უქნარა ცოლს ან შვილს საჭმელს არ აძლევენ. თუ ხელს არ გამოიღებენ თესვაში, მოსავლის აღებაში, არ გიშრომიათო. ვინც ცოლ-შვილს საზრდოს არ აძლევს, ის კაცი მოსავალს თუ დაგითმობთ, საოცარი იქნება, თქვა ცაგენმა.

– შემოდგომამდე თუ მოითმენ, გაიგებ, რომ ეგ საოცრება არ ყოფილა, თქვეს მდიდრებმა.

აბა, ვნახოთო, _ თქვა ცაგენმა და წავიდა. დადგა შემოდგომაც. ყველა ღარიბმა თავისი მოსავალი შინ წაიღო.
– ცაგენია დამნაშავეო, _ თქვეს მდიდრებმა და ცაგენის ზღვაში ჩასაგდებად შეიკრიბნენ.
– ჩემი თხოვნაა, ფიცრებზე ნუ დამსვამთ, კისერზე ქვა ჩამაბით და ისე გადამაგდეთ ზღვაშიო, _ სთხოვა მათ ცაგენმა.

– გვატყუებს, თავის დახსნა უნდაო, _ თქვეს მდიდრებმა, ოთხი ფიცარი შეკრეს, ზედ ცაგენი დასვეს და ზღვას გააყოლეს. ცაგენმა სიმღერა წამოიწყო. ზღვამ იგი შორს წაიღო. სოფელს დიდად რომ მოშორდა, დაინახა, მდიდარი კაცის ვაჟი ნაპირზე ცხვარს აბალახებდა.
– ეი, ვინა ხარ, სად მიდიხარო, _ ჰკითხა მას მდიდრის შვილმა.
– ულამაზესი ორი ქალწული მელოდება, ვჩქარობ, რაც შეიძლება მალე მათთან მივიდეო, _ თქვა ცაგენმა.

– გეხვეწები, ორნი თუ არიან, შენ ხომ მარტო ხარ, მეც თან გამიყოლეო, _ უთხრა ცაგენს მდიდრის ვაჟმა.

– კარგი, _ თქვა ცაგენმა და ჯოხით, როგორც იქნა, ფიცრები ნაპირთან მიაცურა, _ დაჯექი, მაგრამ ცხვარს ვის უტოვებ?

– ცხვარს არაფერი მოუვაო, _ თქვა ვაჟმა.
– როგორ არ მოუვა, უპატრონოდ მათი დატოვება არ შეიძლება. ნადირმა ცხვარს თუ წაასწრო, ხომ დახოცავს? არ იციო? თქვა ცაგენმა.
_ ისინი წყალსაც წაუღია, მე ქალწულებთან მივდივარო, თქვა ვაჟმა. ცხვართან დარჩენის მსურველმა ცაგენმა თქვა:
– მე ცხვართან დავრჩები, შენ წადი იმ ქალებთან, უთხარი, რომ იმათ მოლოდინში ვარ, ორივე წამოიყვანე და მოდიო.
– კარგი, გადმოდი ნაპირზეო, _ თქვა მდიდრის ვაჟმა.
– არ მომატყუო, ორივე წამოიყვანე და მალე მობრუნდიო, მიაძახა ცაგენმა, ჯოხი აიღო, ფიცრებიდან გადავიდა, დასვა ზედ ვაჟი და ზღვის შუაგულისკენ შეაცურა.
– სად ვიპოვი ქალწულებს? _ იკითხა მდიდრის ვაჟმა.
– იმდენხანს იარე, სანამ წაადგებიო, _ უთხრა მას ცაგენმა, ვაჟი ზღვას მიანდო და თავისი ფარით შინისაკენ წავიდა. შინ მიმავალი ცაგენი, რომელიც ცხვარს მიერეკებოდა, მდიდრებმა
დაინახეს.
– ე, ზღვაში რომ გადავაგდეთ, აგერ ცხვრის ფარით უკან მოდისო, თქვეს მათ და ცაგენთან წავიდნენ.
– საიდან მოგყავს ცხვარი? _ ჰკითხეს მას მდიდრებმა.
– ღმერთო ჩემო, რა ბევრი ცხვარი იყო ზღვაში, _ თქვა ცაგენმა.

– გვასწავლე, საიდან უნდა შევიდეთ, რომ ცხვარი გამოვრეკოთო, იკითხეს მათ. ცაგენმა მიასწავლა. მდიდრები ზღვისკენ გაქანდნენ.
– ზღვაში ჩამხტარი სანამ ბუშტუკებს არ ამოუშვებს, მეორე არ გადახტესო, გააფრთხილა ისინი ცაგენმა.

გადახტა ზღვაში ერთი. მალე ბუშტუკები ამოუშვა. საწყალი იმის თქმას ცდილობდა, ცაგენი გვატყუებს, არ გადმოხტეთო.

– რას ამბობსო, _ იკითხეს კლდის თავზე მდგომებმა.
– სწრაფად გადმოხტითო, _ თქვა ცაგენმა.
ერთის გარდა ყველა გადახტა. ის კაცი არ ენდობოდა ცაგენს.
_ რას დგახარ, ვერა ხედავ, ცხენების ჯოგებს იყოფენ ზღვის ქვეშ, თქვა ცაგენმა, ხელი ჰკრა იმ ერთსაც და გადააგდო. თვითონ კი შინისაკენ წავიდა.
– სად არიან ჩვენი ქმრები? _ ჰკითხეს ცაგენს მდიდართა ცოლებმა.
– მოიცადეთ, დღეს-ხვალ ურიცხვი ცხვარ-ძროხით დაბრუნდებიანო,
– ამბობდა ცაგენი და ამასობაში დრო გაჰყავდა.
– გვატყუებსო, _ თქვეს მდიდართა ცოლებმა, დაიჭირეს ცაგენი, ტომარაში ჩასვეს და ზღვაში გადაგდება დაუპირეს. ზღვას რომ მიადგნენ, თქვეს, თუ არ მოვკალით და ცოცხალი ჩავაგდეთ, უკან დაბრუნდება. ჯერ კეტების ცემით უნდა მოვკლათო და კეტების მოსატანად იქვე ტყეში წავიდნენ.

ამ დროს ნავაჭრი საქონლით სავსე ურმით მომავალი მედუქნე თავს წაადგა ცაგენს, ცაგენი კი ტომარაში იყო გახვეული.
– რას აკეთებ ამ ტომარაში? _ ჰკითხა მედუქნემ და ურემი გააჩერა.
– შვიდი ქალი დავობს, ჩემი და ჩემი ქმარი გახდიო, უარი რომ ვთქვი, ტომარაში ჩამსვესო, თქვა ცაგენმა.
_ ჰა, რატომ არ გინდა მათი ქმრობა, შეუხედავები არიანო?

– იკითხა მედუქნემ.
– აბა, ლამაზები არ არიან?
– ჩემი უშნო ცოლი მემუქრება, ისინი თუ ითხოვე, მოგიგდებ შენს ორ ჩვილ ბავშვს და წავალო. ბავშვები მეცოდებიან, აი დედასა, ეს რომ ასე არ იყოს, ვნახავდიო,

– თქვა ცაგენმა.
– სად არიან ის ქალები? _ იკითხა მედუქნემ.

– ახლავე მოვალთ, შენ კი გადაწყვიტეო, თქვეს და აგერ იმ ტყეში შევიდნენო, თქვა ცაგენმა.

მედუქნემ ტომარას სწრაფად პირი მოუხსნა და:
– აბა, ჩამსვი ტომარაში, მე გავუწევ მაგათ ქმრობასო, თქვა მან და ტომარაში ჩაძვრა.

ცაგენმა ტომარას პირი მოუკრა.

_ თუ წაგეჩხუბებიან, იყვირე, ვიქნები თქვენი ქმარი-თქო, მერე ამო-
გიშვებენო, _ თქვა ცაგენმა და მედუქნის ურმით შინისაკენ წავიდა.

განრისხებულმა დედაკაცებმა მძიმე და გრძელი კეტები დაუშინეს მე-
დუქნეს.

_ თანახმა ვარ, თანახმა ვარ, ვიქნები თქვენი ქმარი, ყველას შეგირ-
თავთ, ახლა კი გამიშვითო, _ ყვიროდა მედუქნე.

_ აი, შე სასიკვდილე, ვისი ქმარი გინდა რომ გახდე! ვის უნდა შენი
ქმრობა, ვინ გთხოვა, ქმარი იყავიო! _ იმდენი ურტყეს კეტები ქალებმა,

რომ მედუქნეს სული გააფრთხობინეს, შემდეგ კი ზღვაში გადააგდეს. ცა-
გენმა კი მეორე დღესვე დუქანი გახსნა და ფარჩის გასაყიდად დაჯდა.

_ ეი, ცაგენ, შინაც მოსულხარ, ჩვენი ქმრები თუ შეგხვდნენ? _
ჰკითხეს ცაგენს მდიდართა ცოლებმა.
_ ღმერთმანი, შემხვდნენ, _ თქვა ცაგენმა.
_ რას აკეთებენ? _ იკითხეს მათ.

_ დიდი ქონება შეუძენიათ, ზღვა ქალები ჰყავთ და ბედნიერად ცხოვ-
რობენო, _ უთხრა მათ ცაგენმა.

– ჩვენზე არაფერი გკითხეს?
– რა თქმა უნდა, მკითხეს. ამბობდნენ, რაში გვჭირდებიან ისინიო.
– დაგვაცადონ, ერთი იქ მივიდეთო, _ თქვეს ქალებმა და კეტების მოსაჭრელად ტყისკენ წავიდნენ. ამ კეტებით უნდა ეცემათ ის ქალები, რომლებიც მათ ქმრებს ცოლობას უწევდნენ ზღვაში. მდიდართა ცოლები კეტებით ხელში ზღვაში დაიხრჩვნენ. მათი ქონება ცაგენმა ღარიბებს დაურიგა და მას შემდეგ ყველა კარგად ცხოვრობს.

Share

Leave a Reply