სიმღერა სტალინზე და 11 წელი ციხეში, 14 წლის ჩეჩენი მალიკა ჩიკუევას ისტორია

1945 წელი, დეპორტაციის პირობებში აჟღერებული ჰანგები, მალიქა ჩიკუევა.
გადასახლებული ვაინახებისთვის მუსიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის მატარებელი იყო. დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ადმიანები, რომლებსაც ნაციონალურ ინსტრუნტებეზე – დეჩიგ-ფონდარ (ვაინახური ბალალაიკა) და ქეხათ-ფონდარ (გარმონი) – დაკვრა შეეძლოთ.
ახალგაზრდები ხშირად იკრიბებოდნენ სადმე სახლში და ააჟღერებდნენ ხოლმე მუსიკის ჰანგებს: სამშობლოს მონატრებულნი, მასში პოულობდნენ ნუგეშს და სამშობლოში დაბრუნების იმედს.
სიმღერებში განადიდებდნენ კავკასია და წყევლიდნენ სტალინსა და ბერიას, მათი უბედურების მთავარ შემოქმედებს.
თუ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი სიმღერები მოგვითხრობდა ერის მიმართ ძალადობრივი გზით განხორციელებულ უსამართლობებზე, ამ ქმედებებში ქვეყნის მეთაურთა დადანაშაულებაზე, ან უბრალოდ წარსულის დღეებზე, მთავრობის ყურამდე მიაღწევდა, ამას უკიდურესი ზომები მოჰყვებოდა НКВД- ს მხრიდან. ამ შემთხვევაში, სიმღერის ავტორსა და მათ შემსრულებლებს გულაგი ელოდათ.
ასე მოხდა მალიკა ჩიკუევას შემთხვევაშიც. ბავშვობიდავე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გოგონა იყო: მღეროდა, უკრავდა გარმონზე. თავადვე თხზავდა სიმღერებსა და ლექსებს. სოფელში მის გარეშე, ერთი ქორწილი არ ჩაივლიდა.
1944 წლის თებერვალს, შორეული მოგზაურობისთვის გამზადებულ ყველაზე ძვირფას ნივთებს შორის იყო 14 წლის მალიქას გარმონი. გზაში, ცივ და მოშიმშილე ვაგონებში იგი საკუთარი სიმღერით უფროსთა და ბავშვთა სულებს ათბობდა: ნახვამდის სამშობლოვ! მშვიდობით მამულო!… უცნობია შევხვდებით კი კვლავ ოდესმე… მღეროდა ჩიკუევა. იმ წამს დაწერილი დიდი სევდითა და ღრმა ტკივილით აღასავსე ეს სიმღერები რაღაცნაირად ამხნევებდა გარშემო მყოფთ და ერთმანეთთან უფრო და უფრო აახლოვებდა.
ჩიკუევას ოჯახი აღმოსავლეთ ყაზახეთის ერთ-ერთ რეგიონში აღმოჩნდა. მალიქა იქაც არ თმობდა საკუთარ გარმონს. მღეროდა შორეულ კავკასიაზე, რომლსაც ვაინახები მოფერებით ეძახდნენ – ნანა-დეღასთა, მძიმე ხვედრზე, რომლიც მის ხალხს დაატყდა თავზე, ლოცულობდა, რომ უზენაეს ალაჰს მოწყალება გამოეჩინა. როგორც ა. არ-სამარზაევა წერს: “იმ საშინელების ჟამს, ცოტა ვინმემ თუ შეძლო გამჭოლი ბავშვური უშუალობით ასე ღრმად და ნათლად ეჩვენებინა ეროვნული ვარამი. ამ უღიმღამობის ჟამს, მალიქას სიმღერები ხალხს ერთ მუშტად კრავდა”.
Куда летишь, куда летишь ты, птица?
Куда твой лёт над облаком стремится?
Я знаю, то не солнечный восход Манит куда-то твой полет…
О, как свободно, быстро без усилий Тебя несут легчайшие крылья!
Открыт тебе небес родных простор,
Весь свет твой обнимает взор…
А мы в плену тюремного засова,
Закованы в булатные оковы…
Оповести же всех, птица,
Что наш народ стал узником темницы.
ბავშვური თავზეხელაღებულობით მღეროდა იგ დიდ ბელადზეც და სიმღერებში სწყევლიდა მას.
О, Сталин, будь ты проклят,
Поскорей сыграй ты в ящик.
საბოლოოდ, რომელიღაც ინფორმატორმა კომენდანტს ჩიკუევას ანტისაბჭოურ სიმღერებზე ენა მიუტანაა. გარკვეული დროის შემდეგ, ის და მამამისი დააპატიმრეს. 1945 წელს ორივე გაასამართლეს საბჭოთა სამართლებრივი კოდექსი 58-ე მუხლით – ანტისაბჭოური საქმიანობისთვის. მამას 15 წელი მისცეს, ხოლი მალიქა ჩიკუვას წლოვანენას 3 წელი გამოაკლეს და 11 წლიანი პატიმრიბა მიუსაჯეს. საკონცენტრაციო ბანაკში 9 წელი გაატარა და დედას 1954 წელს დაუბრუნდა, ვაინახთათვის და განსაკუთრებით მისთვის საძულველი სტალინის სიკვდილის შემდეგ.
 
რამზან გორგიშვილი

Share

Leave a Reply