ზამთარში ზაფხულს ვეღარ მოიყვან,
ვით შემოდგომით გაზაფხულს მყოვანს.
და ძეძვს ალვისხედ ვერ გადააქცევ,
ქონდრის კაცისგან ვერ გახდი ტიტანს.
გულადი კაცი, რაც გინდა უყავ,
მხლად არ იქცევა, არა და არა!
თუნდაც გაწვრთენი, გმრად ვერ აქცევ
მშიშარას, რადგან არის მშიშარა.
ნაღდი სიკეთე საქმიდან მოდის,
ის გამოავლენს კაიყმას ქვეყნად.
მტრობა, სიავე არაკაცს დასდევს,
აი, ეს არის კაცობის შერყვნა.
კაიყმად დარჩე, კაცობა გინდა,
ზნე, ჭკუა, ცოდნა და დიდი ძალი,
აღვირს მოუჭერ-მიზანს მიაღწევ,
თუკი აუშვებ, გზა გაქვს უვალი.
სულ წინ იყურე, თუ ბიჯს გადადგამ,
უკან გახედე, სიტყვას ამბობ როს,
მაშინ აიგებ შენ საქვეყნო კოშკს,
არ დაინგრევა იგი არასდროს.
კაიყმას ბევრი მოეთხოვება:
ნერვის მოთოკვა, ოფლის, სისხლის ღვრა.
ზოგს რომ ჰგონია, არც ადვილია,
სიტყვით იჩენდეს და საქმით არა.
უნდა გაიღო საქმეში მსხვერპლი,
შრომა და გარჯა. რომ დაიხარჯო,
ძალზე ცოტაა ქვეყნად კაიყმა,
უნდა ეცადო, კაცად ივარგო.
დღეისთვის გახდა ის იშვიათი
ძვირად საცნობი დიდი მოვლენა.
კაი ყმობაა ერის იმედი,
მის სიდიადეს ვერ აღწერს ენა.
დღეს უფრო არის ის საძებნელი,
ვბაასობთ ხოლმე და გვიჭირს თქმადა.
შური დასდევდა წინაპარს წინათ,
შვილებსაც გმართებთ, დაფიქრდეთ ღრმადა.
ვინც კი გაუძლო, გაუძლებს ძმათ შურს,
შექმნის სახელს და არ დაიბნევა.
ნამდვილ კაიყმად იგი დარჩება,
მისი ნათელი გულებს ეწვევა.
სიცოცხლე იგი ფასობს, როდესაც
სახმარ წყალივით უზოგველია,
საქართველოში ცხოვრობდეს კაცი
არ დაიხარჯოს, როგორ ძნელია.
დღეს საქართველოს უჭირს კაიყმა,-
სიცოცხლე მისთვის დასახარჯველი,
რაში სჭირდება მას უვარგისი
თუნდ ქართველი და არაქართველი?!
მხლად არ იქცევა, არა და არა!
თუნდაც გაწვრთენი, გმრად ვერ აქცევ
მშიშარას, რადგან არის მშიშარა.
ნაღდი სიკეთე საქმიდან მოდის,
ის გამოავლენს კაიყმას ქვეყნად.
მტრობა, სიავე არაკაცს დასდევს,
აი, ეს არის კაცობის შერყვნა.
კაიყმად დარჩე, კაცობა გინდა,
ზნე, ჭკუა, ცოდნა და დიდი ძალი,
აღვირს მოუჭერ-მიზანს მიაღწევ,
თუკი აუშვებ, გზა გაქვს უვალი.
სულ წინ იყურე, თუ ბიჯს გადადგამ,
უკან გახედე, სიტყვას ამბობ როს,
მაშინ აიგებ შენ საქვეყნო კოშკს,
არ დაინგრევა იგი არასდროს.
კაიყმას ბევრი მოეთხოვება:
ნერვის მოთოკვა, ოფლის, სისხლის ღვრა.
ზოგს რომ ჰგონია, არც ადვილია,
სიტყვით იჩენდეს და საქმით არა.
უნდა გაიღო საქმეში მსხვერპლი,
შრომა და გარჯა. რომ დაიხარჯო,
ძალზე ცოტაა ქვეყნად კაიყმა,
უნდა ეცადო, კაცად ივარგო.
დღეისთვის გახდა ის იშვიათი
ძვირად საცნობი დიდი მოვლენა.
კაი ყმობაა ერის იმედი,
მის სიდიადეს ვერ აღწერს ენა.
დღეს უფრო არის ის საძებნელი,
ვბაასობთ ხოლმე და გვიჭირს თქმადა.
შური დასდევდა წინაპარს წინათ,
შვილებსაც გმართებთ, დაფიქრდეთ ღრმადა.
ვინც კი გაუძლო, გაუძლებს ძმათ შურს,
შექმნის სახელს და არ დაიბნევა.
ნამდვილ კაიყმად იგი დარჩება,
მისი ნათელი გულებს ეწვევა.
სიცოცხლე იგი ფასობს, როდესაც
სახმარ წყალივით უზოგველია,
საქართველოში ცხოვრობდეს კაცი
არ დაიხარჯოს, როგორ ძნელია.
დღეს საქართველოს უჭირს კაიყმა,-
სიცოცხლე მისთვის დასახარჯველი,
რაში სჭირდება მას უვარგისი
თუნდ ქართველი და არაქართველი?!
სულეიმან გუმაშვილი