ისლამური სამყაროსთვის ყველაზე წმინდა თვე რამადანი დაიწყო.
ამ თვეში განთიადიდან საღამომდე მუსლიმები ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ.
ამ პერიოდის განმავლობაშიყველანაირი საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.
რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწატმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.
მარხვა ყველა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. რამადანის დროს მოხუცები, ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა აუცილებლად უნდა დაიცვან.
ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს.
მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.