მეზობელ ქისტებს

ქისტებო. ფხია ვარ, მე თქვენი მეხოტბე,
იქერშლოს სახანოს რად აწევს წკვარამი?
აღარვინ შემორჩა ამ სოფლებს მეთოფე,
ჯავრისგან აჟრჟოლებს აკლდამებს ვარამი.


ციხეთა ბროლის ქვებს ურუსნი ამსხვრევენ
(სოცოცხლე ჰქონიყოს აქ კვდომის, არამი…)
შვინდეთის გორებზე ქარები ოხრავენ,
მოთქვამენ ციხენი ხმას გასცემს არავინ;


აქ ყველა სოფელი და ყველა ხეობა
კარგ ყმების კერაა… ახლა კი მზარავი.
მამ-პაპათ მტერია აქ უდგას დღეობა,
არ დათმოთ მამული! ალღო აქვს მსარავი…


არიშკელს, მითხოელს, ხილდსა და მაისტელს,
ალახმა ინებოს გაშორდეს ურუსი.
ვიხსენებ თქვენს ბრძოლებს საკვირველს, მაშინდელს,
ჩემს სულშიც შემოდის ჯავრიდა ბურუსი…


მეც თქვენთან ვიბრძოლებ თუ ფხია დაგჭირდათ,
ჩეჩენო ბიჭებო არ დათმოთ მელხისტი.
მამულის დაცვაში მტერი რას დაგჭრიდათ
ბრძოლაში მგელია, მგელივით ხმელ ქისტი.

 
მურღვა (ნიკო) არდოტელი  3.03.2008წ.

Share

Leave a Reply