აზერბაიჯანში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში “აზერბაიჯანი მსოფლიოს წინააღმდეგ” სადაც საქართველოს კიკბოქსინგის ნაკრებიც მონაწილეობს,საქართველოს ნაკრებშია პანკისელი ისლამ მაჩალიკაშვილი.
ისლამი ხვალ ანარ სულეიმანოვს შეხვდება.
საქართველოს გარდა შეჯიბრებაზე მონაწილეობას იღებენ საფრანგეთის, ესპანეთის, ჰოლანდიის, ირანის, თურქეთის და გერმანიის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
პანკისი: ისლამ მაჩალიკაშვილი
ვაკეთილის კლუბი: დავით მესხორაძე და თაკო ხოჯაშვილი
ზუგდიდი: ჯანო ფარცვანია
მარნეული: გიორგი ქინაძე
გარდაბანი: ისმაილ საპაროვი
სიღნაღი: ოთარ თანძილოვი
ბრძოლები დაიწყება 25 სექტემბერს, 18 საათზე.