საქართველოს პირველი ლედი პანკისში ( Photo )

„დღეს მე შევხვდი ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ, რისი კეთება უნდათ ამ მხარეში, რა პრობლემებია, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა და ესენი არიან ძალიან ძლიერი სულის ქალები გაერთიანებულნი ქალთა უხუცესთა საბჭოში, რომლებმაც შეძლეს და ძალიან ბევრი პრობლემა უკვე დაძლიეს, იმის ხარჯზე რომ ზუსტად იცოდნენ რისი კეთება სურდათ.

დედებმა და მეუღლეებმა გადაწყვიტეს, რომ მოეფიქრებინათ არსებული პრობლემების გადასაჭრელი გზები.
მე მათ მოვუსმინე და აღფრთოვანებული ვარ მათი ძალით. მათ შეძლეს ერთად დაჯდომა გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ, უხუცეს კაცებთან შეთანხმება, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.

მე, აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ამ პროექტებში, რომელიც ხორციელდება – მომავალი თაობა დაკავებულია სპორტით, ფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ვნახე ბავშვები, რომლებიც სკოლის მერე მიდიან და გაკვეთილებს მეცადინეობენ და აქვთ საშუალება, რომ ხატონ, კლასგარეშე ლიტერატურა იკითხონ.

ძალიან დიდი პოტენცია აქვს ამ მხარეს. მთვარია, ყველა ჩაერთოს ამ პროექტებში, ყველამ მხარი დაუჭიროს მორალურად, ფინანსურად და ადამიანური რესურსით“  განაცხადა მაკა ჩიჩუამ

 

Share

Leave a Reply