გარუსებული ვაი ჩეჩნები

(ვუძღვნი ხიზირ ხაჩუკაევს, ტომით ტერელოელი, დაჯილდოებულია ,,ერის ღირსების ორდერით” )
დღეს უფროსები გახდნენ ისინი,
ვისაც ჩეჩნობა არა სჭირდება,
ან არ სურთ ჩეჩნელთ სახელ-ღირსებას,
ანდა ომი სულ არა სწყინდება.

რუსეთი უყვართ, რუსობა მოსწონთ
და რუსად იქცნენ, როგორ ახარებთ.
რუსის მთავრობის წიხლს ვით იტანენ,
თუმცა უღელი მისი ამწარებთ.

გაივსეს ჯიბე, შექმნეს სიმდიდრე,
ტანჯვა-წამებით სულს ხდიან ჩეჩნებს.
გარუსებული ვაი ჩეჩნები
ვით აყრუებენ მოსკოვის ქუჩებს.
მათ მხარს აძლევენ ზოგიერთები
და ვერ ხვდებიან ერი ისპობა.
ვისაც თავი აქვს, აწ უნდა მიხვდეს,
თუ დავერიეთ, გველის მოსპობა.
უნდა შევიგნოთ, მით ვერ ვუშველით
ვერც დედა ჩეჩნეთს და ვეღარც ჩვენს ერს.
უჩეჩნურ ენად და უადათებოდ
რომ დავრჩეთ, მტერი მოგვცემს მაგიერს?!
თუკი ჩეჩნეთი ჩეჩნელთ დედაა-
აქ ყველაფერი ჩეჩნური უნდა,
თუკი ჩეჩნეთი რუსის ხელშია-
მაშინ რუსეთი ექცევა ხუნდად.
არ დარღვეულა ღმერთის კანონი:
რაც დააწერა, რაც მან ინება.
ლეკვნი მგლისანნი ძუმგელმა შვა და
ბელების ,,მიშკა“ როგორ იქნება?!
სულეიმან გუმაშვილი – 1998წ.

 

Share

Leave a Reply