პანკისში კავკასიური კულტურის ფესტივალი გაიმართა ( Video )

არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიური ლიგის ორგანიზებით პანკისის ხეობაში კავკასიური კულტურის ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული, ქისტური, ოსური, აფხაზური, სომხური და აზერბაიჯანული კულტურა, სიმღერები, ცეკვები, პოეზია და ტრადიციული კერძები.
პროექტის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს დუისში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და პანკისის ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნავობები.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
 



Share

Leave a Reply