არასამთავრობო ორგანიზაცია ავკასიური ლიგის ორგანიზებით პანკისის ხეობაში კავკასიური კულტურის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
10 ივლისი
16:00-18:00 სთ: ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა (დუისი, კახეთის განვითარების ფონდის სააქტო დარბაზი)
18:00-19:30 სთ.: ფოლკლორული საღამო (დუისი, კახეთის განვითარების ფონდის სააქტო დარბაზი). მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, ქისტი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდები.
11 ივლისი
11:00-14:00 შემეცნებით-კულტურული ტური პანკისის ხეობაში (ფესტივალის მონაწილეები დაათვალიერებენ ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებს, ხადორის ჩანჩქერს, თორღვა პანკელის ციხეს, ს. დუისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ძველ და ახალ მეჩეთებს, ჯოყოლოს კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიას, ბალთაგორის ძველ საბრძოლო კოშკს… )
15:00-18:00 კავკასიელი ხალხების ტრადიციული კერძების ფესტივალი ( ს. საბუე, საოჯახო სასტუმრო) ფესტივალი დაფინანსებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
ფესტივალის პარტნიორები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო , კახეთის განვითარების ფონდი.